ასტრაგალომანტიკა ეწოდება კამათლებით მკითხაობას. მანტიკის ეს მიმართულება დღესდღეობით ნაკლებადაა განვითარებული, თუმცა, მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა შეკითხვებზე პასუხების მიღება.
ასტრაგალომანტიკის პრაქტიკაში გამოყენებისთვის დაგჭირდებათ გარკვეული რაოდენობის ჩვეულებრივი 6 გვერდიანი კამათელი. ყველაფერი დამოკიდებულია მკითხაობის მეთოდზე.
მეთოდი #1
დახაზეთ ქაღალდზე დაახლოებით 30 სმ დიამეტრის წრე. აიღეთ 2 კამათელი, დასვით შეკითხვა და კამათლები გადაყარეთ წრეში. თუ კამათელი აღმოჩნდება წრის გარეთ, ეს უდრის 0-ს.
დაითვალეთ თქვენი შედეგები:
- 1 – პასუხის თქვენს შეკითხვაზე არის დადებითი.
- 2 – პასუხი თქვენს შეკითხვაზე არის უარყოფითი.
- 3 – თავს გაუფრთხილდით.
- 4 – მოიქეცით გონივრულად.
- 5 – წარმატება თქვენსკენ იქნება.
- 6 – მაღალი შანსია, რომ ყველაფერი ისე წარიმართოს, როგორც თქვენ გსურთ/გგონიათ.
- 7 – გამოავლინეთ რწმენა.
- 8 – იყავით მომთმენი.
- 9 – აუცილებლად ისე წარიმართება ყველაფერი, როგორ თქვენ გსურთ/გგონიათ.
- 10 – საეჭვოა, რომ ისე წარიმართოს ყველაფერი, როგორც თქვენ გსურთ/გგონიათ.
- 11 – არავითარ შემთხვევაში არ წარიმართება ყველაფერი ისე, როგორც თქვენ გსურთ/გგონიათ.
- 12 – ძალიან მცირე შანსია, რომ ყველაფერი ისე წარიმართოს, როგორც თქვენ გსურთ/გგონიათ.
მეთოდი #2
დახაზეთ ქაღალდზე დაახლოებით 20 სმ დიამეტრის წრე. აიღეთ 3 კამათელი, დასვით შეკითხვა და კამათლები გადაყარეთ წრეში. თავდაპირველად ყურადღება მიაქციეთ, რამდენი კამათელი აღმოჩნდება წრის გარეთ:
- თუ 1 – სიძნელეები გელოდებათ.
- თუ 2 – მოსალოდნელია კონფლიქტები.
- თუ 3 – წარმატებას მოიპოვებთ.
გაითვალისწინეთ, რომ თუ სამივე მათგანი წრის გარეთ მოხვდება, მკითხაობა უნდა შეწყვიტოთ და მიღებული შედეგი არ განმარტოთ.
მიჩნეულია, რომ კამათლებით მკითხაობა შეიძლება დღეში მაქსიმუმ 3-ჯერ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – ორშაბათს და ოთხშაბათს. თუ კამათლებს მაგიდაზე ისვრით და 1 მათგანი იატაკზე დაეცემა, ეს მეგობრის დაკარგვაზე მიანიშნებს. თუ სროლის შემდეგ 1 კამათელი აღმოჩნდება მეორეზე, ეს ნიშნავს, რომ საჩუქარს მიიღებთ. ამის შემდეგ აიღეთ კამათლები, ხელახლა დასვით კითხვა და წრეში ისროლეთ.
ახლა შეკრიბეთ წრეში დარჩენილი კამათლების შედეგები. სწორედ ეს არის პასუხი თქვენს შეკითხვაზე. თუ შედეგი უდრის 0-ს, 1-ს ან 2-ს, ანუ თუ წრეში მოხვდება 2 ან ნაკლები კამათელი, ამ შემთხვევაში იგივე კითხვა მომდევნო დღეს უნდა დასვათ.
განმარტებები:
- 3 – ცვლილებები მალე მოხდება.
- 4 – მოსალოდნელია უსიამოვნებები და გაუგებრობები.
- 5 – ელოდეთ სიურპრიზს ან მნიშვნელოვან ინფორმაციას. თქვენი გეგმები და სურვილები ასრულდება.
- 6 – გექნებათ მატერიალური ან ფინანსური დანაკარგი. მოსალოდნელია ურთიერთობის გაწყვეტაც.
- 7 – მოსალოდნელია პრობლემები, რომლებიც მალე უნდა გადაიჭრას.
- 8 – იმოქმედეთ აუჩქარებლად, რომ არ გამოიწვიოთ დამატებითი პრობლემები.
- 9 – მოსალოდნელია სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთობის აწყობა და წარმატება რომანტიკულ და აზარტული თამაშების სფეროში.
- 10 – კარგი დროა ახალი პროექტის დასაწყებად.
- 11 – მოსალოდნელია ახლობელი ადამიანის დაკარგვა ან იმ ადამიანის თქვენთან დაბრუნება, რომელიც ჩამოგშორდათ.
- 12 – მნიშვნელოვან ურთიერთობას დაიწყებთ. მოსალოდნელია საქმის დაწყება, რომელიც დიდ ფინანსებს უკავშირდება.
- 13 – თქვენი ახლანდელი გზა პრობლემებით, უიღბლობით და სირთულეებით დაიტვირთება.
- 14 – მეგობარი ან ნათესავი დახმარებას შემოგთავაზებთ. არსებობს ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების შანსი.
- 15 – მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას მომდევნო კვირაში. არ აჰყვეთ ჭორებს.
- 16 – სადმე ახლოს გამგზავრება შვებას, დასვენებას და გართობას მოგიტანთ.
- 17 – მოსალოდნელია პერსპექტივების და გეგმების შეცვლა. მიიღეთ დახმარება იმ ხალხისგანაც კი, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.
- 18 – იღბალი და წარმატება თქვენს მხარეზე იქნება.
მეთოდი #3
მკითხაობისთვის დაგჭირდებათ 1 კამათელი, ქაღალდი და საწერი კალამი. ჩაიფიქრეთ შეკითხვა ან გაიხსენეთ ის სიტუაცია, რომელში გარკვევაც გსურთ და გააგორეთ კამათელი სწორ ზედაპირზე. თუ მიიღებთ ლუწ ციფრს, ქაღალდზე დაწერეთ X, ხოლო თუ კენტ ციფრს – დაწერეთ 0. კამათელი 4-ჯერ გააგორეთ და თანმიმდევრობით დაწერეთ ქაღალდზე X ან 0.
შემდეგ წაიკითხეთ შედეგები:
- XXXX – თქვენი აზრები არ არის დალაგებული, ამიტომ კიდევ ერთხელ გააგორეთ კამათელი.
- XXX0 – არ ჩავარდეთ პანიკაში და არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება. კარგად გააანალიზეთ სიტუაცია.
- XX0X – არასასურველი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და მოქმედებისთვის.
- X0XX – დადგა დრო, აისრულოთ ოცნება.
- 0XXX – წარმატება გელოდებათ.
- XX00 – არანაირი წინააღმდეგობა შეგხვდებათ.
- 00XX – წარმატების მიღწევის შანსი ძალიან დიდია და დროა, ეს შანსი გამოიყენოთ, მაგრამ ძალიან მარტივად ეს არ გამოგივათ.
- X0X0 – წარმატების მისაღწევად საჭიროა ცოტაოდენი ძალისხმევა და ცოტაოდენი თანხის დახარჯვა.
- 0X0X – სიტუაცია კონტროლიდან გამოდის.
- X00X – გელოდებათ ცვლილებები უკეთესობისკენ.
- 0XX0 – მოსალოდნელია სხვადასხვა პრობლემები. მხოლოდ მაშინ იმოქმედეთ, თუ აბსოლუტურად დარწმუნებული იქნებით საკუთარ ძალებში.
- X000 – ყველა საქმეში წარმატებაა მოსალოდნელი.
- 0X00 – სიტუაცია საჭირო მიმართულებით ვითარდება. თამამად იმოქმედეთ, მაგრამ არ აჩქარდეთ.
- 00X0 – შესაფერისი დროა, მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას და გრძნობებს.
- 000X – მოსალოდნელია იმედგაცრუება, მარტოობა, ჭორები, ინტრიგები. არ იმოქმედოთ წინასწარ შედგენილი გეგმის გარეშე.
- 0000 – მოსალოდნელია ცვლილებები. სულ მალე მოგიწევთ, ყველაფერს სხვა თვალით შეხედოთ.