“ტაროს სალონი” გთავაზობთ თქვენი მფარველი კელტური ღვთაების განსაზღვრას 2 მიმართულებით:
- თვის მფარველი
- 3 მფარველი
თვის მფარველის განსაზღვრა საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, რომელი კელტური ღვთაება არის ან იქნება 1 თვის განმავლობაში თქვენი მფარველი, რა დადებითს მოგიტანთ მისი არსებობა თქვენს ცხოვრებაში, ასევე რას გირჩევთ და რა შეტყობინებას მიიღებთ მისგან.
რაც შეეხება 3 მფარველს, ისინი განისაზღვრებიან პირადი ასტროლოგიური მონაცემებით, უფრო კონკრეტულად კი – მზის, მთვარის და ასცენდენტის ნიშნებით და შესაბამისად, ისინი არ იცვლებიან ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს ღვთაებები ადამიანს ანიჭებენ განსაკუთრებულ უნარებს, ძალას და მფარველობენ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში.
ორივე შემთხვევაში მიიღებთ დამატებით ინფორმაციას ღვთაების სახელის, შესაბამისი ფერის, ბუნებრივი ქვის, მცენარის, ცხოველის, ფრინველის, ნივთის, დროის და ადგილის შესახებ, რაც გამოგადგებათ მასთან დაკავშირების დროს.
ორივე სერვისის შეკვეთის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.