ტაროს გაშლის ეს მეთოდი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც ჯერ კიდევ არ ჰყავს საყვარელი ადამიანი/პარტნიორი და აინტერესებს, რა ელოდება ამ მხრივ უახლოეს მომავალში. ეს მეთოდი იმით არის გამორჩეული, რომ ყველა შეკითხვა გამომდინარეობს 1-ლი შეკითხვიდან.
თავდაპირველად საჭიროა, დასვათ 1-ლი შეკითხვა:
“რამდენად დიდი შანსია, რომ უახლოეს მომავალში ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელთანაც ავაწყობ სასიყვარულო ურთიერთობას?”
თუ პასუხი იქნება დადებითი, დასვით შემდეგი შეკითხვები:
- რამდენად ჰარმონიული იქნება ეს ურთიერთობა?
- რა დადებითი მოვლენებია მოსალოდნელი?
- რა უარყოფითი მოვლენებია მოსალოდნელი?
- რა შეუწყობს ხელს ამ ურთიერთობას განვითარებაში?
- რა შეუშლის ხელს ამ ურთიერთობას განვითარებაში?
თუ პასუხი იქნება უარყოფითი, დასვით შემდეგი შეკითხვები:
- რამდენად მზად ვარ ახალი ურთიერთობის ასაწყობად?
- რა თვისება უნდა შევცვალო ჩემში, რომ შევძლო ურთიერთობის აწყობა?
- რა თვისება უნდა გავაძლიერო ჩემში, რომ შევძლო ურთიერთობის აწყობა?
- რა შემიწყობს ხელს ახალი ურთიერთობის აწყობაში?
- რა შემიშლის ხელს ახალი ურთიერთობის აწყობაში?
გაშლის შეკვეთა შეგიძლიათ “ტაროს სალონის” Facebook-ის გვერდის საშუალებით.