მკითხაობა სათამაშო (ფრანგული) ბანქოთი


სათამაშო, იგივე ფრანგული ბანქო მანტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მისი გაშლა ტაროსგან განსხვავებულად ხდება და დაფუძნებულია სხვადასხვა პრინციპებზე.

ზოგადი წესები ასეთია: სანამ მკითხაობას დაიწყებდეთ, შეიძინეთ ახალი დასტა. ბანქო, რომლითაც უკვე ითამაშეს/ითამაშეთ, სამკითხაოდ აღარ ვარგა. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ თქვენს გარდა ამ დასტას არავინ უნდა შეეხოს. ორშაბათს და კვირას არ მკითხაობენ, რადგან თვლიან, რომ არასწორი პასუხები ამოდის. თუ არევის დროს 1 ბანქო ამოვარდა დასტიდან, ეს ნიშნავს, რომ მის განმარტებას ყურადღება უნდა მიაქციოთ. მოჭრა ხდება მარცხენა ხელით თქვენსკენ.

არსებობს თითოეული ბანქოს სხვადასხვაგვარი განმარტებები, თუმცა, ყველაზე გავრცელებულია 2 ვარიანტი. სცადეთ ორივე პრაქტიკაში და თავად შეარჩიეთ, რომლით იხელმძღვანელებთ:

განმარტებების 1-ლი ვარიანტი

გული

  • 6 – მხიარული გზა
  • 7 – მხიარულება
  • 8 – კმაყოფილება
  • 9 – სიყვარულის ახსნა
  • 10 – შეტყობინება სიყვარულის შესახებ
  • ვალეტი – სასიამოვნო სტუმარი
  • დედოფალი – პატარძალი
  • მეფე – ვნებიანი მამაკაცი
  • ტუზი – სასიყვარულო წერილი

აგური

  • 6 – მხიარული გზა
  • 7 – არაგულწრფელობა
  • 8 – სიძულვილი
  • 9 – წინააღმდეგობა
  • 10 – საჩუქარი
  • ვალეტი – საზრუნავი ფულის გამო
  • დედოფალი – ახალგაზრდა გოგონა, მოღალატე ქალი
  • მეფე – ახალგაზრდა მამაკაცი, საქმრო, უბედური საყვარელი
  • ტუზი – წერილი

ჯვარი

  • 6 – უსარგებლო გზა
  • 7 – შეტყობინება სახელმწიფოსგან
  • 8 – იმედგაცრუება
  • 9 – ცოტა ფული
  • 10 – ბევრი ფული
  • ვალეტი – წარმატება საქმეში
  • დედოფალი – დაქორწინებული ქალი
  • მეფე – დაქორწინებული მამაკაცი, ერთგული მეგობარი
  • ტუზი – ჭორი

ყვავი

  • 6 – უბედური გზა, დაგვიანებული გზა
  • 7 – ჩხუბი
  • 8 – ღალატი, მწუხარება
  • 9 – მეგობრის დაკარგვა
  • 10 – ავადმყოფობა
  • ვალეტი – ჭორები, უსიამოვნო საზრუნავი
  • დედოფალი – ბოროტი ქალი, ჭორიკანა ქალი
  • მეფე – მტერი
  • ტუზი – სამწუხარო წერილი, შეტყობინება სიკვდილის შესახებ

კომბინაციები (ყურადღება მიაქციეთ თანმიმდევრობებს)

  • ოთხი 6-იანი – შორეული გზა
  • ოთხი 7-იანი – უსიამოვნებები
  • ოთხი 9-იანი – ცვლილებები ცხოვრებაში
  • ოთხი 10-იანი – ქორწილი
  • ოთხი ვალეტი – დიდი საზრუნავი
  • ოთხი დედოფალი – ჭორაობა, ჭორები
  • ოთხი მეფე – დიდი საზოგადოება
  • ოთხი ტუზი – სურვილის ასრულება
  • ერთი და იგივე ფიგურის დედოფალი, მეფე და 10-იანი – ქალი მიიღებს პასუხს თავის სიყვარულზე
  • ერთი და იგივე ფიგურის მეფე, დედოფალი და 10-იანი – მამაკაცი მიიღებს პასუხს თავის სიყვარულზე
  • აგურის 10-იანი და ყვავის ტუზი – ჩხუბი
  • ტუზი, მეფე და 10-იანი – დაწინაურება სამსახურში, მაღალი წოდების მიღება
  • 7-იანი და ყვავის ტუზი – ნათესავის ავადმყოფობა
  • დედოფალი და 8-იანი – ჭორები
  • 10-იანი, დედოფალი და 10-იანი – წინადადება ან სიყვარულის ახსნა
  • დედოფალი და მეფე – შეყვარებულის ერთგულება
  • მეფე და დედოფალი – დაქორწინებული ქალი ან იდუმალი პატარძალი

განმარტებების მე-2 ვარიანტი

გული

  • 2 – წარმატება, რაიმე საქმიანობა ან პარტნიორობა, მხარდაჭერა პარტნიორისგან
  • 3 – ემოციური პრობლემები, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, არ ილაპარაკოთ ზედმეტი
  • 4 – ცვლილება, მოგზაურობა, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლა, გვიანი ქორწინება
  • 5 – ეჭვიანი ადამიანები იმყოფებიან თქვენს გარშემო. სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ
  • 6 – მოულოდნელი იღბლიანობა. გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ ან მზრუნველობას გამოიჩენს
  • 7 – ორგული ან არასაიმედო ადამიანი, გატეხილი პირობები
  • 8 – სტუმრიანობა, სტუმრები, მოწვევები, მოულოდნელი საჩუქარი
  • 9 – ოცნებების ასრულება
  • 10 – იღბლიანობა, ბედნიერება, წარმატება
  • ვალეტი – ახლო მეგობარი, კარგი ხასიათის ქერათმიანი ახალგაზრდა ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი წყლის სტიქიის ნიშნით
  • დედოფალი – კეთილი ქერათმიანი ქალი, ქალი წყლის სტიქიის ნიშნით, კეთილი რჩევა, მზრუნველი ქალი
  • მეფე – კარგი ხასიათის ქერათმიანი მამაკაცი, მამაკაცი წყლის სტიქიის ნიშნით, კარგი რჩევა
  • ტუზი – სახლი, სიყვარული, მეგობრობა, ახალი რომანის დასაწყისი, სასიყვარულო წერილი, ბედნიერება

აგური

  • 2 – საქმიანი პარტნიორობა, ურთიერთობების შეცვლა, ჭორაობა
  • 3 – პრობლემები იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, იურიდიული წერილი
  • 4 – მემკვიდრეობა, ფინანსურად გაძლიერება, კარგი რჩევა ასაკოვანი ადამიანისგან
  • 5 – წარმატება ბიზნესში, ბედნიერი ოჯახი, ბავშვის დაბადება ან კარგი სიახლეები ბავშვის შესახებ
  • 6 – პრობლემები ქორწინებაში ან ურთიერთობებში, დაშორება
  • 7 – მოულოდნელი სიახლე ან საჩუქარი, პრობლემა და დანაკარგი სამსახურში
  • 8 – ქორწინება და მოგზაურობა, ფინანსური აღმავლობა და დაღმავლობა, სიყვარულის პოვნა მგზავრობის დროს
  • 9 – მოულოდნელობა ფულთან დაკავშირებით, ახალი ბიზნესი, მოუსვენრობა
  • 10 – ფული და მნიშვნელოვანი მოგზაურობა, სასიკეთო ცვლილებები
  • ვალეტი – ნათესავი, ახალგაზრდა ადამიანი ძალიან ღია ფერის ქერა თმით, ერიდეთ არაპატიოსან ან არასაიმედო ადამიანს
  • დედოფალი – ქალი, რომელსაც უყვარს გართობა და ჭორაობა, ფლირტი, ქალი ძალიან ღია ფერის ქერა თმით, ქალი მიწის სტიქიის ნიშნით
  • მეფე – ჯიუტი და გავლენიანი მამაკაცი, მამაკაცი ძალიან ღია ფერის ქერა თმით, მამაკაცი მიწის სტიქიის ნიშნით
  • ტუზი – ბეჭედი ან სამკაული საჩუქრად, სიახლეები ფულის შესახებ, წერილი

ჯვარი

  • 2 – ბოროტი ჭორები, იმედგაცრუება, წინააღმდეგობა
  • 3 – დაქორწინება მდიდარ პარტნიორზე, პარტნიორის ფული, ბედნიერება, სიყვარული, მეორე შანსი
  • 4 – ცვლილებები უარესობისკენ, ტყუილი, ღალატი, ერიდეთ ბრმად მინდობას
  • 5 – ახალი მეგობრები, წარმატებული ქორწინება, დახმარება მეგობრებისგან
  • 6 – წარმატება ბიზნესში, ფინანსური დახმარება
  • 7 – წარმატება ბიზნესში, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა საპირისპირო სქესითან ურთიერთობის დროს
  • 8 – უსიამოვნება ურთიერთობებში, ბიზნესში და პირად საკითხებში, ეჭვიანობა, სიხარბე
  • 9 – მიღწევები, ახალი საყვარელი ან სიმპათიის ობიექტი, ქორწინება მდიდარ ადამიანზე, ნუ იქნებით ჯიუტი
  • 10 – ფულის მიღება მოულოდნელად, იღბალი, საზღვარგარეთ მოგზაურობა, ახალი მეგობარი ან სიყვარული
  • ვალეტი – საიმედო მეგობარი, ახალგაზრდა ადამიანი მუქი ფერის თმით, ახალგაზრდა ადამიანი ცეცხლის სტიქიის ნიშნით
  • დედოფალი – მომხიბვლელი და თავდაჯერებული ქალი, ქალი მუქი ფერის თმით, ქალი ცეცხლის სტიქიის ნიშნით, მრჩეველი ქალი
  • მეფე – პატიოსანი, დიდსულოვანი და მოსიყვარულე მამაკაცი, მამაკაცი მუქი ფერის თმით, მამაკაცი ცეცხლის სტიქიის ნიშნით
  • ტუზი – სიმდიდრე, ჯანმრთელობა, სიყვარული, ბედნიერება, წერილი ფულთან დაკავშირებით

ყვავი

  • 2 – დაშორება, ჭორაობა, ტყუილი, რთული ცვლილებები
  • 3 – ორგულობა, განშორება, ურთიერთობების გაწყვეტა, სიფრთხილე გამოიჩინეთ პარტნიორთან
  • 4 – ავადმყოფობა, სადარდებელი ფულთან და ბიზნესთან დაკავშირებით, გატეხილი პირობები
  • 5 – ბედნიერი სახლი, მაგრამ სხვა ადამიანების ჩარევა, წინააღმდეგობები, მაგრამ შესაძლებელია წარმატება
  • 6 – მცირედი გაუმჯობესებები
  • 7 – მეგობრობის გაწყვეტა, მეგობრის დაკარგვა, მოულოდნელი ტვირთი, გაფრთხილება მოსალოდნელი დანაკარგის და მწუხარების შესახებ
  • 8 – უსიამოვნება, იმედგაცრუება, გეგმების არევა, იმედგაცრუება მეგობრების მხრიდან, რაიმეს გაუქმება, ხიფათი
  • 9 – უიღბლობა ყველაფერში, დეპრესია, ენერგიებისგან დაცლა, განადგურება, სიკვდილი, ზედმეტი მღელვარება, ავადმყოფობა
  • 10 – უიღბლობა, მწუხარება, თავისფლების აღკვეთა, ცუდი სიახლეები
  • ვალეტი – კარგად ნაცნობი, მაგრამ არასაიმედო ახალგაზრდა ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი ძალიან მუქი ფერის თმით, ახალგაზრდა ადამიანი ჰაერის სტიქიის ნიშნით
  • დედოფალი – ქვრივი, უწესო ქალი, ქალი ძალიან მუქი ფერის თმით, ქალი ჰაერის სტიქიის ნიშნით
  • მეფე – ამბიციური და ავტორიტეტული მამაკაცი, მამაკაცი ძალიან მუქი ფერის თმით, მამაკაცი ჰაერის სტიქიის ნიშნით
  • ტუზი – ემოციური კონლიქტი, აკვიატება, სიკვდილი, მძიმე დასასრული

ჯოკერი – ახალი განვითარებები, დასაწყისი, რისკზე წასვლა

რაც შეეხება გაშლის მეთოდებს, მართალია, სათამაშო ბანქოსთვის ცალკე ვარიანტებია შედგენილი, მაგრამ შეგიძლიათ, სცადოთ ტაროს სხვადასხვა სქემებიც.

მკითხაობის 1-ლი ვარიანტი

ყველაზე მარტივი მკითხაობა 1 ბანქოს საშუალებით სრულდება. აურიეთ დასტა, ჩაიფიქრეთ შეკითხვა, მოჭერით და ამოიღეთ 1 ნებისმიერი ბანქო.

მკითხაობის მე-2 ვარიანტი

ამ ვარიანტით ხდება მკითხაობა 3 ბანქოზე. აურიეთ დასტა, ჩაიფიქრეთ შეკითხვა: ”რა მოხდა წარსულში? რა ხდება აწმყოში? რა მოხდება მომავალში?”, მოჭერით და ამოიღეთ 3 ბანქო. 1-ლი ბანქო აღნიშნავს წარსულს, მე-2 – აწმყოს და მე-3 მომავალს.

მკითხაობის მე-3 ვარიანტი

ეს ვარიანტიც გათვლილია წარსულის, აწმყოს და მომავლის განხილვაზე. აურიეთ დასტა, მოჭერით და დაალაგეთ შემდეგი თანმიმდევრობით:

  • 1, 2, 3 – წარსული
  • 4, 5, 6 – აწმყო
  • 7, 8, 9 – მომავალი

მკითხაობის მე-4 ვარიანტი

ეს ბოშური მკითხაობის ერთ-ერთი ვარიანტია. ბანქოები დაალაგეთ შემდეგი სქემის მიხედვით.

  • I რიგი – წარსული
  • II რიგი – აწმყო
  • III რიგი – მომავალი

რიგებში განთავსებული ბანქოები უკავშირდება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროებს და საკითხებს:

  • 1, 8, 15 – სამუშაო და წარმატება
  • 2, 9, 16 – გეგმები და განზრახვები
  • 3, 10, 17 – იღბალი და უიღბლობა
  • 4, 11, 18 – მეგობრები და მხარდაჭერა
  • 5, 12, 19 – სიყვარული და სექსი
  • 6, 13, 20 – ოჯახი
  • 7, 14, 21 – პერსონალური მდგომარეობა

მკითხაობის მე-5 ვარიანტი

36 ბანქო აურიეთ, მოჭერით, ჩაიფიქრეთ ნებისმიერი ფიგურის ”მეფე” ან ”დედოფალი” (გააჩნია, ვისზე მკითხაობთ) და დააწყვეთ 4 რიგად (თითოეულ რიგში შედის 9 ბანქო). იპოვნეთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ”მეფე” ან ”დედოფალი”. ახლა დააკვირდით, თუ რომელი ბანქოები ესაზღვრება მას. სწორედ ამ ბანქოებით განმარტეთ მიღებული შედეგი.

მკითხაობის მე-6 ვარიანტი

სამკითხაოდ აიღეთ 36 ბანქო, აურიეთ, მოჭერით და დაიწყეთ ბანქოების ერთმანეთზე დალაგება ასეთი პრინციპით: თქვით ”6-იანი” და დადეთ პირველი ბანქო. შემდეგ თქვით ”7-იანი” და ზემოდან მეორე ბანქო დაადეთ. ასე გააგრძელეთ ტუზის ჩათვლით. შემდეგ კი თავიდან დაიწყეთ ათვლა. რომლებიც დაემთხვევა (ანუ თუ თქვენს ნათქვამზე შესაბამისი ბანქო ამოვა, მაგალითად ”10-იანზე” ”10-იანი”), ცალკე გადადეთ და 3 ბანქოს შეგროვების შემდეგ მათზე იმკითხავეთ.

ქვემოთ მოცემულ მკითხაობებს თავიანთი დამოუკიდებელი განმარტებები აქვთ:

მკითხაობის 1-ლი ვარიანტი

აიღეთ 36 ბანქო (6-დან ტუზის ჩათვლით). კარგად აურიეთ, მოჭერით და დადეთ დასტა მაგიდაზე. ჩაიფიქრეთ შეკითხვა და აიღეთ დასტიდან 1 ბანქო.

გული

  • 6 – თქვენი განზრახვა უსიამოვნებებს გპირდებათ
  • 7 – ფრთხილად იყავით და ცეცხლს ნუ ეთამაშებით
  • 8 – ახალი ადამიანი თქვენს ბედს გადაწყვეტს
  • 9 – თქვენ მხურვალედ უყვარხართ
  • 10 – მეორეჯერ ჩაიფიქრეთ შეკითხვა
  • ვალეტი – თქვენ ახსოვხართ და თქვენი ნახვა სურთ
  • დედოფალი – დამალეთ თქვენი გრძნობები, თქვენ გითვალთვალებენ
  • მეფე – არ ინერვიულოთ, ყველაფერს მიიღებთ
  • ტუზი – ეჭვი არ შეგეპაროთ, უყვარხართ

აგური

  • 6 – თქვენი სიხარული არამყარია, თქვენ გიღალატებენ
  • 7 – მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება
  • 8 – ელოდეთ სასიხარულო ამბავს
  • 9 – თქვენ მალე გათავისუფლდებით მძიმე მდგომარეობისგან
  • 10 – მწუხარება შრომის წყალობით გაქრება
  • ვალეტი – თქვენ უსაფუძვლოდ ეჭვიანობთ
  • დედოფალი – თქვენ შეურაცხყოფა გელოდებათ
  • მეფე – ფრთხილად იყავით, თქვენი მოტყუება სურთ
  • ტუზი – თქვენი ჩანაფიქრი არ განხორციელდება

ჯვარი

  • 6 – მოხდება ის, რასაც არ ელით
  • 7 – თქვენ გელოდებათ შექება არაკეთილმოსურნეებისგანაც კი
  • 8 – მალე გაიგებთ თქვენი ახლობლის ავადმყოფობის შესახებ
  • 9 – სამწუხარო ამბავს გაიგებთ
  • 10 – არ დაუმეგობრდეთ, რომ შემდეგ არ ინანოთ
  • ვალეტი – საყვარელი ადამიანი დაგამწუხრებთ
  • დედოფალი – თქვენ დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ
  • მეფე – იჩქარეთ, თორემ ყველაფერს დაკარგავთ
  • ტუზი – თქვენ ერთი შეცდომა დაუშვით, ამიტომ წარმატებას ვერ მიაღწევთ.

ყვავი

  • 6 – გონიერად მოიქეცით, რომ მერე არ ინანოთ
  • 7 – თქვენ უსიამოვნება გელოდებათ, რომელიც წარსულს უკავშირდება
  • 8 – ყურადღებით იყავით, საფრთხე ახლოსაა
  • 9 – შეინახეთ თქვენი საიდუმლო
  • 10 – თქვენ დიდი სიხარული გელოდებათ
  • ვალეტი – ნუ ელით ნურაფერს, თქვენი მცდელობები ამაოა
  • დედოფალი – თქვენი სურვილი მალე ახდება
  • მეფე – თქვენ სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ
  • ტუზი – დაუჯერეთ იმას, რასაც გეტყვიან.

მკითხაობის მე-2 ვარიანტი

ეს სასიყვარულო მკითხაობაა და გათვლილია ახალგაზრდა გოგონებზე და ქალებზე. ამოარჩიეთ 36 ბანქოდან 4 ”ვალეტი” ან 4 ”მეფე” (მამაკაცის ასაკიდან გამომდინარე), თითოეულზე თითო მამაკაცი ჩაიფიქრეთ, აჭერით და სათითაოდ დაალაგეთ საზურგით ზემოთ. დარჩენილი 32 ბანქო კარგად აურიეთ და ”ვალეტების”/”მეფეების” ქვემოთ სათითაოდ ჩამოამწკრივეთ. გადახედეთ, თუ რომელ რიგში რომელი ფიგურები ჭარბობს. მათი აღნიშვნები ასეთია:

  • გული – სიყვარული
  • აგური – ფული
  • ჯვარი – უბედურება
  • ყვავი – ბავშვები

რომელი რიგიც არ მოგეწონებათ, ის მოაშორეთ ”ვალეტიანად”/”მეფიანად”. ხელახლა აურიეთ დარჩენილი 3 რიგის ბანქოები. ამ დროს ხელი არ უნდა ახლოთ ”ვალეტებს”/”მეფეებს”. ისევ თავიდან დაალაგეთ, ახლა უკვე 3 რიგად. რომელიც არ მოგეწონებათ, ის რიგი ისევ მოაშორეთ ”ვალეტიანად”/”მეფიანად”. ასე გაიმეორეთ კიდევ ერთხელ, ანუ ბოლოს 1 სასურველი რიგი უნდა დატოვოთ. სულ ბოლოს კი ამოაბრუნებთ ”ვალეტის”/”მეფის” ბანქოს და ნახავთ, თუ რომელი მამაკაცი დარჩება თქვენთან და რას შემოგთავაზებთ.

მკითხაობის მე-3 ვარიანტი

მკითხაობის ამ ვარიანტს ეწოდება “შავი ვარდი” და ხდება იმის გაგება, ასრულდება თუ არა ჩაფიქრებული სურვილი. ეს მეთოდი ვრცელი პასუხის მიღების და დეტალებში ჩაღრმავების საშუალებას არ იძლევა – მიღებული პასუხი იქნება მოკლე და კონკრეტული. აიღეთ 36 ბანქოსგან შემდგარი დასტა. კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს სურვილზე და აურიეთ. მოჭერით დასტა მარცხენა ხელით და დასტიდან ნებისმიერი ბანქო ამოიღეთ.

გული

  • 6-დან 10-ის ჩათვლით – დიდი შანსია, რომ სურვილი აგისრულდეთ
  • ვალეტი/დედოფალი/მეფე – სურვილის ასრულება სრულიად რეალურია
  • ტუზი – თქვენი სურვილი ასრულდება

აგური

  • 6-დან 10-ის ჩათვლით – თქვენი სურვილი ასრულდება, მაგრამ მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები
  • ვალეტი/დედოფალი/მეფე – თქვენი სურვილი ასრულდება, მაგრამ დიდი პრობლემების გადატანა მოგიწევთ
  • ტუზი – თქვენი სურვილი ასრულდება

ჯვარი

  • 6-დან 10-ის ჩათვლით – ნაკლები შანსია, რომ სურვილი აგისრულდეთ
  • ვალეტი/დედოფალი/მეფე – ძალიან საეჭვოა, რომ სურვილი აგისრულდეთ
  • ტუზი – თქვენი სურვილი არ ასრულდება.

ყვავი

  • 6-დან 10-ის ჩათვლით – ნაკლები შანსია, რომ სურვილი აგისრულდეთ
  • ვალეტი/დედოფალი/მეფე – საეჭვოა, რომ სურვილი აგისრულდეთ
  • ტუზი – თქვენი სურვილი არ ასრულდება

მკითხაობის მე-4 ვარიანტი

ამ ვარიანტს ეწოდება “7 ბედი” და გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ ერთდროულად რამდენიმე საკითხის შესახებ მიიღოთ ინფორმაცია. აიღეთ 52 ბანქოსგან შემდგარი დასტა, კარგად აურიეთ, მოჭერით და დაალაგეთ შემდეგი სქემის მიხედვით (თუ სხვისთვის მკითხაობთ, დასტა მან უნდა მოჭრას მარცხენა ხელით).

  1. ოჯახი
  2. წარმატება
  3. კარიერა
  4. სიმდიდრე
  5. ბედნიერება
  6. მეგობრები, თანამშრომლები, ნათესავები
  7. სიყვარული

გული

  • 2 – წარმატების ან მიზნის მიღწევის დაგვიანება. თუ საერთო ჯამში უარყოფითი ბანქოები ამოვიდა, მოსალოდნელია დამატებითი წინააღმდეგობებიც
  • 3 – არასწორი არჩევანის გაკეთება, აჩქარება და სიტუაციის არასათანადოდ შეფასება
  • 4 – მარტოობა. ადამიანი, რომელიც ძალიან მომთხოვნი ხასიათის გამო მარტოსული ან მარტოხელაა
  • 5 – ორჭოფობა, აზრის ჩამოუყალიბებლობა, გეგმების შეცვლა
  • 6 – გაფრთხილება. ვიღაც ბოროტად სარგებლობს თქვენი სიკეთით
  • 7 – განაწყენება, პირობის დარღვევა, გეგმების წყალში ჩაყრა
  • 8 – დღესასწაული, რამის აღნიშვნა, ცერემონია
  • 9 – ჰარმონია, სურვილების და ჩანაფიქრის ასრულება. თუ უარყოფით ბანქოებთან ერთად ამოვიდა, მოსალოდნელია წინააღმდეგობების გაჩენა, მაგრამ ამ წინააღმდეგობების გადალახვა არც ისე რთულია
  • 10 – იღბალი. თუ ამოვიდა უარყოფით ბანქოებთან ერთად, მოასწავებს მათი ნეგატიური მოქმედების შემსუბუქებას
  • ვალეტი – კარგი მეგობარი, ახლობელი, ნათესავი, ის, ვისაც დიდი ხანია კარგად იცნობთ
  • დედოფალი – ერთგული და სამართლიანი ქალი
  • მეფე – ლიდერი, ძალაუფლების მოყვარული ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვენი დახმარება
  • ტუზი – ცვლილებები, სტუმრები, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

აგური

  • 2 – სერიოზული სასიყვარულო კავშირი, რომელიც შესაძლებელია, ქორწინებით დასრულდეს
  • 3 – ჩხუბი, კამათი, განქორწინება, პრობლემები კანონთან, ურთიერთობის დანგრევა
  • 4 – ჩხუბი, ძველი პრობლემების ხელახლა წამოჭრა
  • 5 – ხანგრძლივი მეგობრობა, მტკიცე ოჯახი
  • 6 – ადრეული ქორწინება, უბედური მეუღლეები, არამყარი ურთიერთობები
  • 7 – წარუმატებლობა, იდეების განუხორციელებლობა. ლოთი ადამიანი, აზარტული თამაშების მოყვარული ადამიანი
  • 8 – ბუნებაში ცხოვრება, მოგზაურობა, მგზავრობა, გვიანი ქორწინება, ქაოტური ცხოვრება
  • 9 – თავგადასავალი, ღირებულებების გადაფასება
  • 10 – ფული, გამგზავრება, შეთანხმება, სიხარბე
  • ვალეტი – ცუდი ამბავი. ეგოისტი ადამიანი. მამაკაცისთვის ეს ბანქო ცუდს არაფერს მოასწავებს, ქალისთვის კი აღნიშნავს სერიოზულ პრობლემებს
  • დედოფალი – მომხიბვლელი და მოლაყბე ქალი, რომელიც გეგმებს აგირევთ
  • მეფე – ძლიერი და სახიფათო მოწინააღმდეგე. ქალისთვის ეს ბანქო აღნიშნავს არაგულწრფელ, მატყუარა მამაკაცს და საყვარელს
  • ტუზი – მნიშვნელოვანი მოვლენა, მნიშვნელოვანი საჩუქარი, მნიშვნელოვანი წერილი.

ჯვარი

  • 2 – უიღბლობა, მეგობრების და ოჯახის წევრების მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა
  • 3 – მეორე ან მესამე ქორწინება, ერთ ადამიანზე დანიშვნა და მეორე ადამიანზე დაქორწინება უკეთესი შემოთავაზების გამო
  • 4 – საფრთხე, უბედურება, მეგობრების მხრიდან ზურგის შექცევა
  • 5 – ქორწინება, ახალი და მტკიცე კავშირის დასაწყისი
  • 6 – პარტნიორობა, თანამშრომლობის შედეგად მიღწეული წარმატება
  • 7 – იღბალი, წარმატება იმ შემთხვევაში, თუ საპირისპირო სქესის ადამიანი არ შეგიშლით ხელს
  • 8 – სასოწარკვეთა, ფულის სასწრაფო საჭიროება
  • 9 – კამათი მეგობრებთან, ურთიერთობის დანგრევა
  • 10 – სიხარული, იღბალი, ხანგრძლივი და მხიარული მოგზაურობა
  • ვალეტი – კარგი მეგობარი, თანამოაზრე, მხარდამჭერი
  • დედოფალი – მამაკაცისთვის ეს ბანქო აღნიშნავს ცოლს ან საყვარელ ადამიანს, ქალისთვის კი დას ან კარგ მეგობარ ქალს
  • მეფე – ძალიან კარგი და ახლო მეგობარი. ის, ვისაც დიდი ხანია იცნობთ და ვინც არაერთხელ დაგეხმარათ რთულ მომენტებში
  • ტუზი – სიმდიდრე, ცნობადობა, ბევრი მეგობარი, ბევრი შესაძლებლობა, მაღალი სტატუსი.

ყვავი

  • 2 – ცხოვრების ბოლომდე შეცვლა, საცხოვრებელი ადგილის და მეგობრების შეცვლა. ეს ბანქო ზოგჯერ სიკვდილსაც აღნიშნავს
  • 3 – უბედურება, უიღბლობა სიყვარულში ან ქორწინებაში, იმედის დაკარგვა, სიამაყის გაქრობა
  • 4 – პატარა უიღბლობა, ავადმყოფობა მცირე პერიოდის მანძილზე, დროებითი წინააღმდეგობა
  • 5 – ხანგრძლივი შრომის და მცდელობების შემდეგ მიღწეული წარმატება ბიზნესში და სიყვარულში
  • 6 – ბევრი გეგმა ცოტა შედეგით, თავდაუზოგავი შრომა, რომელსაც საჭირო შედეგი არ მოაქვს, იმედგაცრუება
  • 7 – ჩხუბი, უბედურება
  • 8 – ყალბი მეგობრები, მოღალატეები
  • 9 – ავადმყოფობა, ფულის დაკარგვა, სიღარიბე, დამარცხება, წარუმატებლობა. ეს ბანქო იმ შემთხვევაშიც ინარჩუნებს თავის ნეგატიურ მნიშვნელობას, როცა სხვა ბანქოები დადებითია
  • 10 – აორმაგებს სხვა ბანქოების მოქმედებას. ანუ თუ საერთო ჯამში ამოვა დადებითი ბანქოები, მათი პოზიტიური მოქმედება ორმაგად იქნება შესამჩნევი, ხოლო თუ ცუდი ბანქოები ამოვა, მაშინ ორმაგად ცუდი მოვლენებია მოსალოდნელი
  • ვალეტი – ადამიანი, რომელიც თქვენი ცხოვრების გზაზე გხვდებათ. ის არ არის ცუდი პიროვნება, მაგრამ ძალიან ზარმაცია, ბევრს იღებს და არაფერს გასცემს
  • დედოფალი – სასტიკი ქალი. მამაკაცებისთვის ეს ბანქო აღნიშნავს ანგარებიან ქალს, ქალებისთვის კი მეგობარი ქალის მხრიდან მოსალოდნელ ღალატს
  • მეფე – მამაკაცი, რომელიც პრობლემებს ქმნის ოჯახში და პირად ცხოვრებაში
  • ტუზი – ცუდი ამბავი, ახლობლის დაკარგვა, ავადმყოფობა, ახლობლის სიკვდილი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s