ხშირად ხდება, რომ ჩვენს ცხოვრებაში შემოდის ისეთი ადამიანი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ მაინც იქცევა ხოლმე ჩვენი ინტერესის ობიექტად. მართალია, მასზე უფრო მეტი რამის გაგება გვსურს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ამის საშუალება არ გვეძლევა. ზოგჯერ ასეთი ადამიანები ძალიან გვიზიდავენ, ზოგჯერ პირიქით – მათ მიმართ ნეგატიურ შეგრძნებებს განვიცდით, მაგრამ ყველა ვარიანტში გვინდა, მათზე უფრო მეტი შევიტყოთ, რომ გავიგოთ, რატომ გამოჩნდნენ ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ ამ მიზნით გამოიყენება გაშლის მეთოდი “შავი ცხენი”. ეს გაშლა იმით არის უნიკალური, რომ მისი საშუალებით ფაქტიურად ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება ინფორმაციის მოპოვება, რომელთანაც კავშირი გაქვთ.
- პიროვნების რეალური მიზნები.
- რას გაჩვენებთ ან გატყობინებთ პიროვნება თავის მიზნების ან საკუთარი თავის შესახებ?
- რას მალავს პიროვნება?
- პიროვნების სუსტი მხარე. ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- პიროვნების ძლიერი მხარე. ამას უნდა მოერიდოთ.
- რას მიიღებთ პიროვნებისგან? ეს შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.
- რას არ მიიღებთ პიროვნებისგან? ეს შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.
- რა სარგებელს მიიღებთ პიროვნებასთან ურთიერთობით?
- რისი გაღება მოგიწევთ სარგებლის მიღების სანაცვლოდ პიროვნებისთვის?
- საბოლოოდ რას მიიღებთ პიროვნებასთან ურთიერთობით?
გაშლის შეკვეთა შეგიძლიათ “ტაროს სალონის” Facebook-ის გვერდის საშუალებით.