ტაროლოგია რომ ურთულესი სფეროა, არავისთვის წარმოადგენს სიახლეს. სამწუხაროდ, დამწყებები ხშირად უამრავ შეცდომას უშვებენ არამარტო ინფორმაციის თეორიულად ათვისების პროცესში, არამედ, პრაქტიკაშიც. ერთ-ერთ ასეთ შეცდომას წარმოადგენს ტაროს არასწორად გაშლა.
ერთი შეხედვით, ტაროს გაშლაში არაფერია რთული, თუმცა, არსებობს ისეთი ნიუანსები, რომლებისთვისაც გვერდის ავლა ბევრ გაუგებრობას წარმოშობს.
იმისთვის, რომ სწორად მოხდეს ტაროს გაშლა, საჭიროა, გაითვალიწინოთ რამდენიმე რეკომენდაცია:
1 შეკითხვა = 1 არკანა
თუკი გსურთ, რომ მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია, დასტიდან ამოიღეთ მინიმალური რაოდენობის არკანები. უცნაურად გეჩვენებათ, არა? სინამდვილეში ტაროს გაშლა არ ნიშნავს 1 შეკითხვაზე 5 და 10 ბანქოს ამოღებას. დასვით შეკითხვა? ამოიღეთ 1 ბანქო. მორჩა. აბსოლუტურად საკმარისია 1 არკანა 1 შეკითხვაზე პასუხის მისაღებად. ვერ გაიგეთ რაღაც და დაზუსტება გინდათ მე-2 არკანით? კარგით, ამოიღეთ მე-2 არკანაც. ზოგჯერ ეს ნამდვილად საჭიროა. მე-3 არკანის ამოღებაც შეგიძლიათ, თუ ძალიან გაუგებარი სურათი იქმნება თქვენს თვალწინ, მაგრამ როცა პასუხი არ გესმით 5, 10 და უფრო მეტი ბანქოს ამოღებისას, ეს იმას ნიშნავს, რომ დროა, დასტა გვერდით გადადოთ და განმარტებები შეისწავლოთ.
ზოგადი გაშლები
ტაროს შესწავლის პროცესში დაივიწყეთ ზოგადი გაშლები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეგიძლიათ, დაუშვათ. გინდათ კონკრეტული პასუხი? დასვით კონკრეტული შეკითხვა. არ გაქვთ კონკრეტული შეკითხვა და გინდათ, განსაზღვროთ მომავალი? როგორც მინიმუმ, დაასახელეთ სფერო. წინააღმდეგ შემთხვევაში ამოვა არკანა, რომელიც შეიძლება, რომ ათასნაირად განიმარტოს და საბოლოოდ ვერაფერს გაიგებთ.
პოზიციები გაშლაში
ტაროს გაშლა ეწოდება 1 საკითხზე/თემაზე დასმულ რამდენიმე შეკითხვას, როცა ეს შეკითხვები პოზიციების მიხედვითაა დაყოფილი და შესაბამის პოზიციებზე ვიღებთ თითო არკანას. გინდათ რაიმე თემის განხილვა ტაროს საშუალებით? ჩამოწერეთ შეკითხვები წინასწარ და ამის მიხედვით გაშალეთ ტარო. გაშლების მეთოდებს ბლოგშიც იხილავთ. ეს საშუალებას მოგცემთ, თავად შექმნათ ახალი მეთოდები.
ერთი და იგივე შეკითხვები
მოერიდეთ ერთი და იგივე შეკითხვის დასმას სხვადასხვა ფორმით, მაგალითად, “როგორ დავიბრუნო გიო?” და “როგორ აღვადგინო ურთიერთობა გიოსთან?”. მითუმეტეს, ნუ გაშლით ტაროს ერთი და იგივე შეკითხვაზე რამდენჯერმე. ამოვა ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები და ვერ გაიგებთ, რა უნდა გააკეთოთ გიოს დასაბრუნებლად.
რას ვერ განვსაზღვრავთ ტაროს საშუალებით?
დაიმახსოვრეთ: ტაროთი ვერ განსაზღვრავთ დროს, პროფესიას, გარეგნობას, ადგილს, სქესს, ასაკს, სეზონს, თვეს, დაავადებას, სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და მსგავს საკითხებს. ასეთი დეტალები ტაროთი არ ჩანს ან სპეციალურად უნდა ამოვიდეს ისეთი არკანა, რომელიც რაღაცით მაინც უკავშირდება ამ დეტალებს (მაგალითად, ფიგურული არკანით შეიძლება, გაიგოთ სქესი და ასაკი), მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ხშირად არ ამართლებს და საჭიროებს ცალკე დამუშავებას. თუ როგორ უნდა დასვათ შეკითხვა დროსთან დაკავშირებით, ამის შესახებ იხილეთ ეს სტატია.
საერთოდ, რაც უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ სწავლის პროცესში, უფრო მარტივად აითვისებთ ტაროს გაშლას. თუ მუდმივად უშვებთ ერთი და იგივე შეცდომას, ამით საგრძნობლად შეაფერხებთ წინსვლას, რადგან არის საკითხები, რაც არასდროს მუშაობს – მაშინაც კი, თუ დიდი მონდომებით ცდილობთ სასურველი შედეგების მიღებას. თუ გსურთ, რომ სწავლის პროცესი გამარტივდეს, გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები.
მადლობა,სწავლის პროცესში ვარ და ბევრ რამეს ვითვალუსწინებ თქვენს რჩევას🙏👍♥️
LikeLiked by 1 person
ია, არაფრის, წარმატებებს გისურვებთ :)
LikeLike
ტაროთი რატომ ვერ გავსაზღვრავთ დროს და სქესს? რაღაც მე პირიქით ვიცი…
LikeLike
ტაროში არ არსებობს დროის მაჩვენებლები, მაგრამ ტაროლოგების ნაწილი აკეთებს სხვადასხვა დასკვნებს მიღებული შედეგებიდან გამომდინარე. მაგალითად, ზოგისთვის მე-6 არკანა ასოცირდება მე-6 თვესთან და რაიმე მოვლენის მოხდენას ზუსტად ივნისში ელის ხოლმე. ასევე, “სიკვდილის” არკანა ზოგისთვის ასოცირდება ახალ სეზონთან ან პირიქით, სეზონის დასასრულთან და ა.შ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დროსთან მიმართებაში ტარო ყველასთვის ასე მოქმედებს. თუ რომელიმე ტაროლოგი შეიმუშავებს ტექნიკას, რომელიც აჩვენებს დროის კონკრეტულ მონაკვეთებს, ხშირ შემთხვევაში ეს ტექნიკა გამოუსადეგარია სხვა ტაროლოგისთვის და უბრალოდ თეორიის დონეზე არსებობს ხოლმე ასეთი ინფორმაცია. სქესის გაგება რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მაგრამ არა ყოველთვის. სქესს აჩვენებს ფიგურული არკანები (პაჟი, რაინდი, დედოფალი და მეფე), მაგრამ აქაც სხვადასხვა ნიუანსებია გასათვალისწინებელი და ყოველთვის არ ამართლებს. მაგალითად, შეიძლება მეფეთი მინიშნება გაკეთდეს არა მამაკაცზე, არამედ ქალზე მამაკაცური ხასიათით ან თვისებებით. ასევე პაჟი რიგ შემთხვევებში ბავშვს აღნიშნავს და რიგ შემთხვევებში – ახალგაზრდა გოგონას, ან შეიძლება აღნიშნავდეს ზრდასრულ ადამიანს ბავშვური ხასიათით. ზოგადად სქესის გაგება უფრო ადვილია ტაროთი, მაგრამ თუ თქვენ დასვამთ შეკითხვას ადამიანის სქესზე და არ ამოვა ფიგურული არკანა, ასეთ დროს უფრო გაგიძნელდებათ სქესის დადგენა, განსაკუთრებით დაბალი არკანების ამოსვლის შემთხვევაში.
LikeLike