დამხმარე სული წარმოადგენს ანგელოზს, დაბალი რანგის დემონს, გარდაცვლილის სულს ან სხვა ასტრალურ არსებას, რომელიც ადამიანს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ის ყველას არ ჰყავს. ასეთი სულების უმეტესობა ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკავებულია მაგიური, ეზოთერული და ოკულტური პრაქტიკებით. დამხმარე სული ადამიანს ხელს უწყობს სხვადასხვა მნიშვნელოვან სიტუაციებში, სანაცვლოდაც იღებს რამეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ მისგან მიდის.
დამხმარე სულის ამოცნობით თქვენ შეიტყობთ:
- მის სტიქიას
- დადებით და უარყოფით მხარეებს
- მის ამჟამინდელ მდგომარეობას
- დახმარების მეთოდებს
- აკრძალვებს თქვენთან მიმართებაში
- ასევე სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც მასთან მიმართებაში გამოგადგებათ.