მათთვის, ვინც პრაქტიკული მაგიით არის დაკავებული, არსებობს ტაროლოგიური თილისმა, რომელიც მფლობელს ე.წ. მაგიური ძალის გაუმჯობესებაში ეხმარება.

თილისმა მზადდება მთვარის აღმავალი ფაზის დროს. მოამზადეთ შემდეგი ატრიბუტიკა:

  • არკანა “ქურუმი ქალი”
  • არკანა “ჯადოქარი”
  • იისფერი სანთელი
  • თქვენი თმის კულული ან ფრჩხილი
  • ასანთი
  • წებოვანი ლენტი/სკოჩი

გაითვალისწინეთ, რომ არკანები არ უნდა ამოიღოთ თქვენი სამუშაო დასტიდან. კარგი გამოსავალია ამობეჭდვა.

ღამით აანთეთ სანთელი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ენერგია ერთ სფეროდ გროვდება, შემდეგ ნელ-ნელა იზრდება და სხეულს ბოლომდე ავსებს. გააფერადეთ ეს სფერო წარმოსახვით და საშუალება მიეცით, რომ აუჩქარებლად გაიზარდოს.

როდესაც სფერო მთლიანად შეავსებს თქვენს სხეულს, აიღეთ “ქურუმი ქალის” ბანქო, უყურეთ და თან თქვით:

“შენ, რომელიც მოგზაურობ სულიერ და მიწიერ სამყაროებს შორის, დამეხმარე, შევიძინო უნარები, რომლებიც გააუმჯობესებენ ჩემს მაგიურ ძალას. და ის აორთქლდებოდა ამ კოსმიურ კარებში და მომიტანდა სწორედ იმას, რასაც ვითხოვ. ქურუმო ქალო, შეასრულე ეს დავალება!”

დადეთ ბანქო ნახატით ქვემოთ და აიღეთ “ჯადოქრის” არკანა, თან თქვით:

“ჰაერის, ცეცხლის, წყლის და მიწის მმართველო, შთაბერე ახალი ძალა ჩემს ცოდნას, რათა ის ისეთი სახით წარმოჩნდეს, როგორი სახითაც მე მსურს, და მაქციოს ისეთად, როგორადაც მე მსურს. დიდებულო ჯადოქარო, შეისმინე ჩემი თხოვნა!”

დაადეთ “ქურუმი ქალის” არკანას “ჯადოქრის” არკანა ნახატით ზემოთ. წებოვანი ლენტით ერთმანეთს შეუერთეთ 3 გვერდი, რომ მიიღოთ კონვერტის მსგავსი პაკეტი. ჩადეთ მასში თქვენი თმის კულული ან ფრჩხილი და თქვით:

“ზურგი ზურგთან, მათ შორის კი ჩემი ძალა იზრდება დიდებული ჯადოქრის და მთვარისა და მზის ქურუმი ქალის წყალობით. ჩემი ძალა ისწრაფვის მაღლა, რათა გამოჩნდეს დღის სინათლეზე და ღამის წყვდიადში, მაგრამ არავის მიაყენებს ზიანს. დაე, იყოს ასე უკუნითი უკუნისამდე!”

წებოვანი ლენტით ბოლო გვერდიც მიაწებეთ ერთმანეთს და დატოვეთ სანთლის წინ. როდესაც სანთელი ბოლომდე ჩაიწვება, რიტუალი დასრულებულად ჩაითვლება.

თილისმა უნდა გედოთ იმ მაგიდაზე, სადაც ატარებთ სხვადასხვა მაგიურ პრაქტიკებს.