ჩაკრების დიაგნოსტიკა

ჩაკრები წარმოადგენენ სხეულში არსებულ ენერგეტიკულ ცენტრებს. არსებობს მოსაზრება, რომ მათი საერთო რაოდენობა არის 114 და ისინი მთელ სხეულშია გადანაწილებული, თუმცა, გამოყოფენ 7 ძირითადი ჩაკრას. ესენია: მულადჰარა, სვადჰისტანა, მანიპურა, ანაჰატა, ვიშუდჰა, აჯნა და საჰასრარა.

  • მულადჰარა, ანუ ფუძისეული ჩაკრა – არის წითელი შეფერილობის და განთავსებულია ფეხებს შორის. დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოების განცდასთან, აგრესიასთან, ინსტინქტებთან.
  • სვადჰისტანა, ანუ სექსუალობის ჩაკრა – არის ნარინჯისფერი შეფერილობის და განთავსებულია ჭიპის ქვემოთ. დაკავშირებულია სექსუალურ ენერგიასთან, სიამოვნებასთან, ემოციებთან, სურვილებთან.
  • მანიპურა, ანუ მზის წნულის ჩაკრა – არის ყვითელი შეფერილობის და განთავსებულია მზის წნულის არეში. დაკავშირებულია ნებისყოფასთან, ძალაუფლებასთან, კონტროლთან, თავდაჯერებულობასთან.
  • ანაჰატა, ანუ გულის ჩაკრა – არის მწვანე შეფერილობის და განთავსებულია გულ-მკერდის არეში. დაკავშირებულია სიყვარულთან, თანაგრძნობასთან, ერთგულებასთან, სიკეთესთან, სიხარულთან.
  • ვიშუდჰა, ანუ ყელის ჩაკრა – არის ცისფერი შეფერილობის და განთავსებულია ყელის არეში. დაკავშირებულია თვითგამოხატვასთან, ხელოვნებასთან, შემოქმედებასთან, ჰარმონიასთან.
  • აჯნა, ანუ მესამე თვალის ჩაკრა – არის ლურჯი შეფერილობის და განთავსებულია შუბლის არეში. დაკავშირებულია ინტუიციასთან, ექსტრასენსორიკასთან, გონებრივ შესაძლებლობებთან.
  • საჰასრარა, ანუ გვირგვინოვანი ჩაკრა – არის იისფერი შეფერილობის და განთავსებულია თავის ქალის ზემოთ. დაკავშირებულია კოსმიურ ენერგიასთან, სრულ თავისუფლებასთან, სამყაროსთან ერთიანობასთან.

ხშირად ხდება, რომ ჩაკრები წყვეტენ ნორმალურ ფუნქციონირებას, ადამიანს კი პრობლემები ექმნება როგორ ჯანმრთელობის მხრივ, ასევე, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროებში. ამიტომ ოპტიმალური ვარიანტია, თუ ჩაკრების დიაგნოსტიკა მოხდება თვეში ერთხელ მაინც.

ჩაკრების დიაგნოსტიკა საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, თუ რა მდგომარეობაშია ამჟამად თქვენი 7 ენერგეტიკული ცენტრი, რომელ მათგანს უნდა მიაქციოთ ყურადღება, ასევე, არის თუ არა რაიმე გართულება მოსალოდნელი ჯანმრთელობის მხრივ და რომელი ორგანო საჭიროებს დახმარებას, რომ არ განვითარდეს დაავადება. გარდა ამისა, მიიღებთ რეკომენდაციებს ჩაკრების დაბალანსებაზე და სიტუაციის დარეგულირებაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: დიაგნოსტიკა ტარდება Online რეჟიმში და საჭიროებს კლიენტის უშუალო მონაწილეობას.