ოქტომბრის ბოლოს მაგიური სამყარო სამჰაინს/ჰელოუინს ზეიმობს. ამ დღეს ტაროს გაშლას თავის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. სამჰაინის გაშლები დაგეხმარებათ, დაინახოთ თქვენი შიშები და უარყოფითი თვისებები უფრო ღრმად, საფუძვლიანად, შემდეგ კი მათ გამოსწორებაზე იზრუნოთ. აღსანიშნავია, რომ გაშლისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც კლასიკური (მაგალითად, “რაიდერ-უეითის ტარო”, “თოთის ტარო” ან “მარსელის ტარო”), ასევე ბნელი დასტები (მაგალითად, “აჩრდილების ტარო”, “ვამპირების ტარო” ან “შეშლილი მთვარის ტარო”).

სამჰაინი

  1. საკუთარი თავი: ვინ ვარ მე?
  2. ამბიცია: სად უნდა ვიყო?
  3. მოტივაცია: რა მაძლევს ძალას წინსვლისთვის?
  4. იმედები: რისი მიღწევა მსურს?
  5. ყურადღება: რას უნდა მივაქციო ყურადღება?
  6. იდეა: რა იდეა გამაჩნია?
  7. შემდეგი ნაბიჯი: რა იქნება ჩემი მომდევნო ნაბიჯი?

მოჩვენებების სახლი

  1. ჩონჩხი კარადაში: საიდუმლო, რომელსაც თქვენთვის ინახავთ.
  2. ვირთხები სარდაფში: საიდუმლო, რომელსაც საკუთარ თავსაც არ უმხელთ.
  3. შავი კატა მისაღებ ოთახში: ის, ვისაც ან რასაც მწყობრიდან გამოჰყავხართ.
  4. გოგრა სამზარეულოში: ის, ვისი ან რისი შეცვლაც გსურთ.
  5. მოჩვენება საძინებელში: ის, ვისზეც ან რაზეც ხშირად ფიქრობთ.
  6. ობობა სააბაზანოში: ის, ვინც ან რაც ძალიან გაშინებთ.
  7. ღამურები სხვენში: ის, ვისაც ან რასაც გაგიჟებამდე მიჰყავხართ.
  8. კარი: გზა, რომლის მეშვეობითაც თავს დააღწევთ ყოველგვარ ფსიქიკურ აშლილობას

მოჩვენებების ციხე-სიმაგრე

  1. მოგზაურობა: რა უნდა მოვიმოქმედო?
  2. ბრძოლა: რის წინააღმდეგ უნდა წავიდე?
  3. მოჩვენებები: რა მაშინებს?
  4. წყვდიადი: რისი აღმოჩენა შემიძლია?
  5. გაკვეთილი: რა უნდა ვისწავლო?
  6. მტვერი: რა უნდა გავიხსენო წარსულიდან?

ალქაჯების დრო

  1. ჯადოქარი: ძალა ან შესაძლებლობა, რომელიც გაგაჩნიათ.
  2. ქვაბი: ის, რაც მალე მოხდება თქვენს ცხოვრებაში.
  3. შელოცვების წიგნი: გეგმა, რომელიც უნდა შეიმუშავოთ.
  4. შავი კატა: ის, ვინც ან რაც გეხმარებათ.
  5. თავის ქალა: შეტყობინება წინაპრებისგან ან რჩევა იმ ადამიანისგან, ვისაც ყველაზე კარგად იცნობთ.
  6. ცოცხი: ის, რაც საჭიროა გეგმების განსახორციელებლად.

მანათობელი გოგრა

  1. საიდან მოდის პრობლემა?
  2. რა დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში?
  3. რა უარყოფითი მხარე ექნება ამ დახმარების საშუალებას?
  4. რას ივიწყებთ თქვენს სასიკეთოდ?
  5. რა მოგწონთ ამ დახმარების საშუალებაში?

გაშლების შეკვეთა შეგიძლიათ “ტაროს სალონის” Facebook-ის გვერდის საშუალებით მხოლოდ სამჰაინის დღესასწაულზე.