შეკითხვები გამოგზავნეთ საკონტაქტო გვერდის საშუალებით.
შეიძლება ტაროს საშუალებით მომავლის წინასწარმეტყველება?
დიახ, შეიძლება და დამწყებები ძირითადად სწორედ მომავლის განსაზღვრისთვის მიმართავენ ტაროს გაშლას, მაგრამ აუცილებელია, აღინიშნოს, რომ მომავალი ცვალებადია და არაა გამორიცხული, პროგნოზი ნახევრად ან საერთოდ არ გამართლდეს. როდესაც ადამიანი მიდის მის მიერ არჩეული გზით, იქმნება ამ გზის შესაბამისი მომავალი, მაგრამ საკმარისია, ადამიანმა შეცვალოს მიმართულება, რომ მომენტალურად იცვლება მომავალიც. შესაბამისად, აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ტაროთი არ ხდება გარდაუვალი მოვლენების პროგნოზირება. ზოგადად სამყაროში არც არსებობს გარდაუვალი მოვლენები თუ ფიზიკური სხეულის სიკვდილს არ ჩავთვლით. ტარო მხოლოდ გვაფრთხილებს, რომ მოხდება რაღაც კონკრეტული მოვლენა, თუკი ადამიანი თავის ცხოვრებაში რაიმეს არ შეცვლის. ამიტომ იმის მაგივრად, რომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ, საჭიროა, ვიმოქმედოთ და შევქმნათ სასურველი მომავალი.
შეიძლება ტაროს საშუალებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგება ან დიაგნოზის დასმა?
დიაგნოზის დასმა ზოგადად ექიმის პრეროგატივაა, მაგრამ ტაროლოგს შეუძლია განსაზღვროს ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც ზოგადად, ასევე ჩაკრების დიაგნოსტიკის საფუძველზე და მიიღოს ცალკეული მინიშნებები. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა მეთოდები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ან დაავადების ამოსაცნობად. ამ მეთოდების დამუშავება ხდება სპეციფიკური დასტებით, რომლებსაც ფაქტიურად არაფერი აკავშირებთ ტაროს კლასიკურ დასტებთან. რა თქმა უნდა, ტაროლოგების ნაწილი “რაიდერის ტაროთიც” მუშაობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებზე, მაგრამ ცოდნა, რომელიც მათ გააჩნიათ, ხშირ შემთხვევაში მოქმედებს მხოლოდ მათთვის და არა – სხვისთვის. თუ რატომ და როგორ მუშაობს ტარო ინდივიდუალურად, უფრო ვრცლად შეიტყობთ ამ სტატიიდან.
შეიძლება ტაროს საშუალებით ორსულობის განსაზღვრა?
დიახ, ორსულობის განსაზღვრა შესაძლებელია და ამაზე მინიშნება კეთდება სპეციფიკური არკანებით და მათი კომბინაციებით, როგორებიცაა “იმპერატორი ქალი”, “მზე”, “პენტაკლების ტუზი”, “თასების 10” (თუ ბავშვი სასურველია) და ა.შ.
შეიძლება ტაროს საშუალებით ადამიანის მოძებნა ან დაკარგული ნივთის პოვნა?
დიახ, თეორიულად ესეც შესაძლებელია, თუმცა, ეს თემა საჭიროებს სპეციალურ დამუშავებას, რადგან ზუსტი ადგილმდებარეობები ზოგადად არ ჩანს არკანებზე.
შეიძლება ტაროს საშუალებით სიკვდილის დროის გაგება?
თეორიულად ტაროს საშუალებით ყველაფრის გაგებაა შესაძლებელი, მაგრამ პრაქტიკაში სიკვდილის განსაზღვრის შანსი ძალიან მცირეა. მაქსიმალურად ზუსტი პასუხის მისაღებად საჭიროა ცალკეული ფაქტორების გათვალისწინება, როგორებიცაა შეკითხვის სწორად დასმა, ადამიანის მდგომარეობის (მაგალითად, ჯანმრთელობის) შეფასება, სპეციფიკური დასტის სწორად შერჩევა, არკანების დამუშავება კონკრეტულად ამ მიმართულებით და ა.შ. ზოგადად კი ტაროლოგების დიდი ნაწილი უარს აცხადებს სიკვდილის შესახებ ტაროს გაშლაზე, რადგან არაეთიკურად მიაჩნიათ ამ საკითხის განხილვა.
გამარჯობათ სახლიდან გამიკრა პირადი ნივთი და მაინტერესებს შინაური მიკეთებს რამეს თუ პირადი მოხმარებისთვის აიგო
LikeLike