ტაროლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთვარის გარკვეულ დღეებში არ შეიძლება ტაროს გაშლა. სწორედ მთვარის დღეების და კიდევ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეიქმნა სპეციალური კალენდარი ტაროლოგებისთვის. მართალია, აღნიშნულ წესებს ტაროლოგების გარკვეული ნაწილი არ ითვალისწინებს, მაგრამ არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ მთვარის დღეები ადამიანზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენენ. ამიტომ შესაძლებელია, ეს კალენდარი თქვენც გამოგადგებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ დამწყები ხართ.

  • 1-ლი დღე: იდეალური დროა მომავლის პროგნოზირებისთვის, მაგრამ არ შეიძლება წარსულზე ინფორმაციის მიღება.
  • მე-2 დღე: კარგი დღეა ისეთი გაშლების გასაკეთებლად, როდესაც ხდება საკუთარი თავის შეცნობა და საკუთარი პრობლემების შესწავლა, ახალი საქმეების დაგეგმვა და ფორმირება. არ შეიძლება წარსულის დეტალების გამოძიება.
  • მე-3 დღე: უნდა აკონტროლოთ თქვენი ემოციები, რადგან შესაძლებელია, ამის საფუძველზე მიღებული შედეგები არასწორად განმარტოთ.
  • მე-4 დღე: შეიძლება ნებისმიერი სახის გაშლის გაკეთება. განსაკუთრებით კი ისეთის, რაც კარმული და ოჯახური საფუძვლების შეცნობას ეხება.
  • მე-5 დღე: აბსოლუტურად ნეიტრალური დღეა.
  • მე-6 დღე: ძალიან კარგი დღეა გაშლის ახალი ვარიანტების საცდელად. თუ დასტას ბალიშის ქვეშ დაიდებთ, ნახავთ მნიშვნელოვან სიზმარს. ყველა ასეთი სიზმარი უნდა ჩაიწეროთ და ახსნათ ტაროს მეშვეობით.
  • მე-7 დღე: ხდება ობიექტური ინფორმაციის მიღება.
  • მე-8 დღე: ხდება ობიექტური ინფორმაციის მიღება.
  • მე-9 დღე: მოსალოდნელია არასწორი ინფორმაციის მიღება, შეცდომაში შესვლა, ილუზიების შექმნა და არკანების არასწორად გაშიფვრა.
  • მე-10 დღე: კარგი დღეა ისეთი გაშლებისთვის, რომლებიც ორიენტირებულია შედეგების შეჯამებაზე და სხვადასხვა პროცესების დასრულებაზე.
  • მე-11 დღე: ამ დღეს ტაროსთან კონტაქტის დროს შესაძლებელია მოხდეს ენერგიის დიდი რაოდენობით დაკარგვა. ამიტომ გაშლა მხოლოდ იმ ტაროლოგებისთვისაა რეკომენდირებული, რომლებიც ეგრეგორთან არიან დაკავშირებულები.
  • მე-12 დღე: შეიძლება ნებისმიერი საკითხის განხილვა. კარგი დღეა მომავლის კორექციაზე ორიენტირებული გაშლებისთვის.
  • მე-13 დღე: კარგი დღეა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის.
  • მე-14 დღე: ტაროს გამოყენება არაა რეკომენდირებული.
  • მე-15 დღე: ტაროს გაშლის დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ არ გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან ენერგიის დიდი რაოდენობა არ დაკარგოთ.
  • მე-16 დღე: კარგი დღეა ტაროს გაშლისთვის. ადვილდება ვრცელი და დეტალური ინფორმაციის მიღება.
  • მე-17 დღე: ყურადღებით უნდა მოხდეს შეკითხვების დასმა. სასურველია 1-3 ბანქოიანი გაშლის მეთოდების გამოყენება და არა – რთული ვარიანტებზე შეჩერება.
  • მე-18 დღე: ძალიან რთული დღეა ენერგეტიკული თვალსაზრისით. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და სხვა ადამიანის ნეგატივისგან თავაცვა.
  • მე-19 დღე: საკმაოდ რთული დღეა. მოერიდეთ გაშლის დიდი მეთოდების გამოყენებას.
  • მე-20 დღე: ხდება ენერგიის დიდი რაოდენობით კარგვა, აღდგენა კი რთულდება, ამიტომ ისეთ საკითხებზე გაშალეთ ტარო, რაც თქვენგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.
  • მე-21 დღე: კარგი დღეა ტაროს გაშლისთვის.
  • მე-22 დღე: კარგი დღეა ტაროს გაშლისთვის.
  • მე-23 დღე: ძნელდება არკანებიდან სწორი განმარტებების გაგება.
  • მე-24 დღე: ხდება მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება.
  • მე-25 დღე: ძალიან კარგი დღეა წარსულიდან ინფორმაციის მისაღებად. უნდა მოახდინოთ კონცენტრირება საკუთარ სულიერ პრობლემებზე და უნდა მოუსმინოთ შინაგან ხმას. შესაძლებელია ტაროს გაშლა სულიერ განვითარებასთან დაკავშირებით.
  • მე-26 დღე: არ არის სასურველი მიღებული ინფორმაციის გახმაურება, ამიტომ ტარო მხოლოდ საკუთარი თავისთვის გაშალეთ.
  • მე-27 დღე: შესაძლებელია აჯნა ჩაკრის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს გაშლის პროცესის დადებითად წარმართვას ინტუიციურ დონეზე.
  • მე-28 დღე: კარგი დღეა მომავლის კორექციასთან, სიტუაციის მოდელირებასთან, შეჯამებასთან, შეფასებასთან, მომხდარის გააზრებასთან და გეგმების დალაგებასთან დაკავშირებული გაშლების გასაკეთებლად.
  • მე-29 დღე: გაშლის შედეგი, შესაძლოა, მცდარი იყოს.
  • მე-30 დღე: არ არის რეკომენდირებული ტაროს გაშლა მომავალზე.