რა სახის ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი ტაროს საშუალებით?


 

img_20161129_154213

ტაროს დანიშნულება თანამედროვე ცხოვრებაში საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა, ერთერთი მათგანი – მანტიკა – ყველაზე მეტადაა გავრცელებული. მანტიკა, თავის მხრივ, არანაკლებ მრავალფეროვანი სფეროა და თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი საშუალებით ფაქტიურად ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. ყველაფერი დამოკიდებულია სისტემაზე (განხრაზე), ტექნიკებსა და მეთოდებზე. თუმცა, გვერდი ავუაროთ მანტიკის უამრავ განხრას და ამ შემთხვევაში განვიხილოთ კონკრეტულად ტაროლოგია.

არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ტარო ძირითად შემთხვევებში გამოიყენება მომავალზე პროგნოზირებისთვის, მაგრამ არსებობს სხვა, გაცილებით საინტერესო საკითხები, რომელთა გარკვევაშიც არკანები გვეხმარებიან. მათი ჩამონათვალი არც თუ ისე მცირეა:

ურთიერთობები

სასიყვარულო კავშირები, მეგობრული დამოკიდებულებები, თანამშრომლური და პარტნიორული კონტაქტები, ასევე, მოწინააღმდეგეები, კონკურენტები, მტრები, არაკეთილმოსურნეები ან იდუმალებით მოცული პიროვნებები – ამ ყველაფრის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად ტაროს არაჩვეულებრივი სამსახურის გაწევა შეუძლია. შესაძლებელია, მოხდეს როგორც მთელი ურთიერთობის, ასევე, ცალკეული დეტალების საფუძვლიანი ანალიზი.

მატერიალური სფერო

ფულის და ზოგადად, ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება ტაროს საშუალებით გამოცდილი მეთოდია. იმის ცოდნა, თუ რამდენად სტაბილური მდგომარეობაა მოსალოდნელი ახლო პერიოდში ფინანსური კუთხით ან როგორ უნდა მოხდეს მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესება ამა თუ იმ სიტუაციაში, არაერთი ადამიანისთვისაა საინტერესო.

კარიერა

კარიერული სფერო ერთერთი პრიორიტეტულია ტაროლოგიურ მანტიკაში. ახალი სამსახურის დაწყების პერსპექტივები, დაწინაურების შანსები, ბიზნეს-იდეების განხორციელების საშუალებები და სხვა მსგავსი საკითხები არც თუ ისე იშვიათად განიხილება არკანების საშუალებით.

პროფესია

ტაროს გაშლა სწავლისა და პროფესიული საკითხების შესახებ არანაკლებ მოთხოვნადია ტაროლოგების კლიენტებს შორის. უფრო გამოცდილ ტაროლოგებს კი სწორად შეუძლიათ ადამიანის პროფესიის განსაზღვრაც.

მგზავრობა

შორ გზაზე მგზავრობის ან მოგზაურობის წინ ადამიანები ინტერესდებიან, თუ რამდენად უსაფრთხო ან წარმატებული იქნება მათი გამგზავრება ამა თუ იმ ქალაქში/ქვეყანაში. ამ მხრივ ტარო საშუალებას იძლევა, დაინტერესებულ პირს ამცნოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მისცეს რჩევები პრობლემების თავიდან ასაცილებლად (და არამარტო) და ა.შ.

უნარები

თუ გსურთ, რომ აღმოაჩინოთ ან განავითაროთ თქვენში დაფარული შესაძლებლობები, უნარები და ნიჭი ფაქტიურად ნებისმიერი განხრით, ტაროს შეუძლია, მოგცეთ სწორი მიმართულება და ღირებული რჩევები.

ფსიქოლოგია

გაინტერესებთ თქვენი ხასიათის გამოკვეთილი ან დაფარული შტრიხები, თქვენი დადებითი ან უარყოფითი თვისებები, თქვენი შიშები ან კომპლექსები, თქვენი ძლიერი ან სუსტი მხარეები? მაშინ იცოდეთ, რომ ტარო ამ მხრივ აუცილებლად გამოგადგებათ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური კონსულტაციების გაწევისთვის ტაროლოგიის საწყის დონეზე ცოდნა ყოველთვის საკმარისი არ არის, ამიტომ შესაძლოა, ტაროლოგის მხრიდან საფუძვლიან ანალიზზე უარი მიიღოთ და მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის მიღებით შემოიფარგლოთ.

ჯანმრთელობა

ეს მეტად ფაქიზი სფეროა. ტაროს საშუალებით ზოგადად ჯანმრთელობის დიაგნოსტირებაც არის შესაძლებელი, მაგრამ ტაროლოგების დიდი ნაწილი ამ საკითხის განხილვაზე ან უარს ამბობს და ან მაქსიმალურად არიდებს თავს. საქმე იმაშია, რომ კლიენტი/პაციენტი ითხოვს კონკრეტულ პასუხებს კონკრეტული დაავადებების შესახებ, ზუსტი პასუხების მისაღებად კი ტაროლოგისთვის საჭიროა მრავალწლიანი გამოცდილება და საკუთარი, ინდივიდუალური მეთოდების შემუშავება. აღსანიშნავია, რომ ასეთი მეთოდები უამრავია, მაგრამ რასაც წარმატებით იყენებს ერთი ტაროლოგი, მეორესთვის შესაძლოა, სრულიად უსარგებლო აღმოჩნდეს. ამიტომ ჯანმრთელობის დიაგნოსტიკას ყველა ტაროლოგი ვერ შემოგთავაზებთ.

ეზოთერიკა

ტაროს საშუალებით კიდევ ერთი საინტერესო სფეროს განხილვაა შესაძლებელი, რომელიც თავად ეზოთერიკას, მაგიას, კარმულ საკითხებს უკავშირდება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უამრავი ტაროლოგი ამ თემას სიფრთხილით ეკიდება გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ეზოთერული სფეროს განხილვა ტაროს საშუალებით შესანიშნავ შედეგებს იძლევა.

არჩევანი

გიჭირთ არჩევანის გაკეთება 2 ან მეტ რამეს შორის? ტაროს შეუძლია, დაგანახოთ სიტუაციის განვითარების პერსპექტივები სხვადასხვა შემთხვევაში და გაგიადვილოთ გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, საბოლოო არჩევანს მხოლოდ თქვენ აკეთებთ.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, არსებობს სხვა უამრავი სფერო, რისი განხილვაც ტაროს საშუალებითაა შესაძლებელი. ყველაფერი კონკრეტულ ტაროლოგზეა დამოკიდებული – თითოეული მათგანი თავად წყვეტს, რომელი სფეროების განხილვა შესთავაზოს დაინტერესებულ ადამიანებს.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s