ტაროს ახალ დასტასთან დაკავშირება


ნებისმიერი დამწყებისთვის ან გამოცდილი ტაროლოგისთვის აუცილებელია ტაროს ახალ დასტასთან კონტაქტის დამყარება ქვეცნობიერ დონეზე. თუ ეს ვერ ხერხდება, გაშლის დროს სწორი ინფორმაციის მიღების ალბათობა საგრძნობლად მცირდება. სწორედ ამიტომ შემუშავებულია სხვადასხვა მეთოდები იმისთვის, რომ ტაროთი დაინტერესებულ ადამიანს გაუადვილდეს არკანების არსის შეცნობა.

ერთ-ერთი მეთოდი, რომლის შესახებაც ვისაუბრებთ, ძალიან ჰგავს მედიტაციას, მაგრამ მისი მიზანი მედიტაციისგან განსხვავებულია. ამ მეთოდით სარგებლობისთვის საჭიროა:

მაგიდაზე დადეთ სანთელი. მოამზადეთ ფურცლები და საწერი კალამი. ჩააბნელეთ ოთახი, აანთეთ სანთელი და დადეთ ტაროს დასტა მაგიდის შუაში.

პირველი არკანა, რომელიც თქვენს წინ უნდა იდოს, არის ”სულელი”. დააკვირდით გამოსახულებას. რას გრძნობთ? რა განცდა გეუფლებათ, როცა ამ არკანას უყურებთ? მოგწონთ თუ პირიქით, უარყოფითი შეგრძნება გიჩნდებათ? თუ მოგწონთ, რატომ მოგწონთ და თუ არა – მაშინ რატომ არ მოგწონთ? რა შთაბეჭდილება გიჩნდებათ, როცა ამ არკანას აღიქვამთ მთლიანობაში? რა შეგიძლიათ მოყვეთ ამ არკანის შესახებ, თქვენი აზრით რა ამბავს გადმოგცემთ სურათი? ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს შეგრძნებებს, აუცილებლად და თან სასწრაფოდ ჩაიწერეთ ყოველი სიტყვა, ფრაზა ან აზრი, რაც გონებაში მოგივათ ამ არკანასთან დაკავშირებით. როცა იგრძნობთ, რომ დღეისთვის საკმარისია ან უბრალოდ, დაიღალეთ, დაასრულეთ პროცედურა.

მეორე დღეს გადადით მეორე არკანაზე – ”ჯადოქარი”. მოამზადეთ ახალი ფურცლები და გაიმეორეთ პროცედურა. მე-3 დღის არკანა იქნება “ქურუმი ქალი”, მე-4 დღის – “იმპერატორი ქალი” და ა.შ. სასურველია, რომ თანმიმდევრობა არ დაარღვიოთ.

პირველი 22 დღის მანძილზე თქვენ სათითაოდ დაუკავშირდებით მაღალ არკანებს. რაც შეეხება დაბალ არკანებს, თუ მათზე გამოსახულია მხოლოდ ფიგურები და არა – ისტორია, თუ ისინი ვერ გადმოგცემთ რაიმე ამბავს, როგორც მაღალი არკანების შემთხვევაში, მათთვის ამ პროცედურას ვერ ჩაატარებთ. მათთან დაკავშირებას მოახერხებთ მხოლოდ გაშლის დროს. ხოლო თუ დაბალ არკანებზეც გამოსახულია სურათები ისევე, როგორც მაღალ არკანებზე, მაშინ აღნიშნული მეთოდის გამოყენება 78 დღის მანძილზე იქნება შესაძლებელი.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s