“იმისთვის, რომ გახდეთ ტაროს ექსპერტი, თქვენ უნდა დაივიწყოთ ყველაფერი, რაც ისწავლეთ.
როდესაც ვსწავლობთ ისეთ რამეს, როგორიცაა მანქანის ტარება ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ჩვენ გვიწევს კონცენტრირება იმაზე, რასაც ვაკეთებთ. როდესაც ჩვენ ვხელოვნდებით ამ უნარებში, უკვე აღარ გვჭირდება იმაზე ფიქრი, თუ რას ვაკეთებთ. გამოცდილ მძღოლს შეუძლია, მოდუნდეს და დატკბეს მოგზაურობით მექანიკაზე ფიქრის გარეშე. გამოცდილ მუსიკოსს შეუძლია, დაუკრას ექსპრესიით და ემოციებით ცალკეულ ნოტებზე ფიქრის გარეშე. ტარო არ არის ანალიტიკა/ლოგიკა/მსჯელობა. ეს არის ინტუიცია და შეგრძნებები. რაც უფრო სწრაფად შეძლებთ დაფიქრებული და კონცენტრირებული მოსწავლიდან გადასვლას ინსტინქტურ და ინტუიციურ მკითხველში, მით უფრო სწრაფად გახდებით “ექსპერტი””.