ტაროს მაგიაში არსებობს ერთი პატარა რიტუალი თილისმისთვის, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, მოიპოვოს პირადი თავისუფლება, გათავისუფლდეს გარშემომყოფების ზეგავლენისგან და გახდეს დამოუკიდებელი. რიტუალი დაფუძნებულია ვიზუალიზაციაზე, რაც ასევე შესანიშნავი საშუალებაა თილისმის დასაპროგრამებლად.
რიტუალისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ 1 არკანა – “სულელი”, რომელიც თქვენი თილისმის ფუნქციას შეითავსებს.
თქვენთვის სასურველ დროს განმარტოვდით ოთახში. აიღეთ “სულელის” არკანა და დააკვირდით. წარმოიდგინეთ, რომ მისგან გამოდის თეთრი ან ოქროსფერი ენერგია და გარს გეკვრით. შემდეგ დახუჭეთ თვალები, მოდუნდით და ღრმად ისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, რომ თავისუფალი ხართ, არავინ გაბრკოლებთ, არავინ გზღუდავთ, თამამად მიდიხართ თქვენს გზაზე და არ ნერვიულობთ აბსოლუტურად არაფერზე. ეცადეთ, შეიგრძნოთ თავისუფლება, რომლის მოპოვებასაც აქამდე ცდილობდით. გააცნობიერეთ, რომ ახლა, ამ მომენტში, თქვენ სრულიად თავისუფალი ხართ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან.
შეინარჩუნეთ ასეთი მდგომარეობა იქამდე, სადამდეც საჭიროდ ჩათვლით, შემდეგ კი გაახილეთ თვალები, კონცენტრაცია მოახდინეთ არკანაზე და წარმოთქვით გონებაში ან ხმადაბლა დაახლოებით ასეთი ტექსტი:
“სულელო, მე გიხმობ შენ! გამათავისუფლე და მომანიჭე თავისუფლება, რომელსაც ვეძებ. დაე, დარჩეს ის ჩემთან სამუდამოდ. დაე, ჩემი მოწინააღმდეგეების ყოველი მცდელობა, რომ თავისუფლება შემიზღუდონ, უშედეგოდ დასრულდეს, რათა ვეღარასოდეს შეძლონ ჩემზე და ჩემს ცხოვრებაზე მბრძანებლობა. დაე, იყოს ასე!”
ტექსტის შეცვლა შეგიძლიათ თქვენი სიტყვებით. მთავარია, რომ აზრი იგივე დარჩეს. როცა ტექსტს დაასრულებთ, დაასრულეთ რიტუალიც.
არკანა თან ატარეთ მანამდე, სანამ არ იგრძნობთ დადებით ცვლილებას. როდესაც შეატყობთ, რომ თილისმამ მოქმედება შეწყვიტა, დაწვით და ფერფლი ქარს გაატანეთ.