ოსტარა მე-2 დღესასწაულია “წლის ბორბალიდან”, რომელიც ბუნების დღესასწაულებს მოიცავს. თავის არსით იგი გაზაფხულის შემოსვლას უკავშირდება. ოსტარას დღესასწაულზე იდეალური ტაროს ისეთი გაშლების გაკეთება, რომლებიც ახალი ცხოვრების დასაწყისზე, საკუთარი თვისებების გაანალიზებაზე და მიზნების დასახვაზეა ორიენტირებული.
ოსტარა
- ფესვები: თქვენი საყრდენი.
- ღერო: თქვენი ძალა.
- კვირტი: თქვენი პოტენციალი.
- კვირტის გაშლა: ახალი დასაწყისი.
- ყვავილობა: თქვენი აწმყო.
- პირველი მოჭრა: ის, რაც უნდა მოიშოროთ (უსარგებლო რამ).
- მეორე მოჭრა: ის, რაზეც უარი უნდა თქვათ (თქვენივე ნებით).
- აყვავება: თქვენი მომავალი.
გაზაფხულის ყვავილები
- რა ცვლილებებია დაწყებული ჩემს ცხოვრებაში?
- ჩემი ცხოვრების რომელ სფეროში იწყება ცვლილებები?
- ჩემს მიერ დასახული რომელი მიზანი მომცემს ამ პერიოდში შედეგს?
- როგორ უნდა შევხვდე მოსალოდნელ ცვლილებებს?
- რა უნდა გავუშვა ჩემი ცხოვრებიდან, რომ ხელი შევუწყო ცვლილებების მიღებას?
- რა დამეხმარება ცვლილებების მიღებაში?
დღე და ღამე
- მზის სხივი: რას მომიტანს ეს გაზაფხული?
- დღე: რა შესაძლებლობები მექნება?
- ღამე: რა გართულებებია მოსალოდნელი?
- თოვლის დნობა: როგორ უნდა გადავჭრა მოსალოდნელი პრობლემები?
ენძელა
- რისგან უნდა გავთავისუფლდე?
- რა არ მყოფნის ჩემს ცხოვრებაში?
- რა არის ჩემი ძლიერი მხარე?
- რა ცვლილებებია საჭირო ჩემს ცხოვრებაში?
- რა დამეხმარება “გამოღვიძებაში”?
- რას მომიტანს ეს პერიოდი?
იები
- მარცვალი: მიზანი, რომელიც უნდა დაისახოთ.
- წყალი: საშუალება, რომელიც დაგჭირდებათ ამ მიზნის მისაღწევად.
- ყვავილობა: ის, თუ რამდენად გაგიადვილდებათ მიზნის მიღწევა.
- წვიმა: ის, რაც უნდა მოიშოროთ თქვენი მიზნის მისაღწევად.
- იები: შედეგი, რომელსაც ეს მიზანი მოგიტანთ ახლო მომავალში.
გაშლების შეკვეთა შეგიძლიათ “ტაროს სალონის” Facebook-ის გვერდის საშუალებით მხოლოდ ოსტარას დღესასწაულზე.