“როდესაც ვიწყებდი ტაროსთან მუშაობას, ისევე, როგორც სხვა დამწყები ადამიანები, მეც განვიცდიდი საკუთარ თავში დაურწმუნებლობას. ჩემი ეჭვები საკუთარი თავის მიმართ და გამოუცდელობა მაიძულებდნენ, გამომეცნო, როდის არ ტყუოდა ჩემი ინტუიცია.
შეპყრობილი ვიყავი აზრით, რომ “ყველაფერი სწორად უნდა ყოფილიყო”, ამიტომ ვსწავლობდი და ვაკეთებდი აღმოჩენებს, ვკითხულობდი და ვსაუბრობდი ტაროს შესახებ. ცდების და შეცდომების, კითხვის და გამოძიების შედეგად ჩემთვის კომფორტული და შესაძლებელი გახდა ბანქოების განმარტებების გაგება და ნორმალური გაშლების გაკეთება. მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდი საიტზე, რომელიც ეხებოდა ფსიქოლოგიასა და ტაროს. მე დავიწყე საერთო თემების დანახვა ჩემს გაშლებში. ჩვეულებრივ, ხალხი შეკითხვებს სვამს სიყვარულის, ფულის და ჯანმრთელობის შესახებ. მე ვეყრდნობოდი ჩემს ცოდნას სიმბოლიზმზე, ბანქოების განმარტებებზე და ყველა ტექნიკაზე, რომელთა შესახებაც სწავლის პერიოდში შევიტყვე. შედეგად ჩემი გაშლები ტექნიკურად გამართული იყო, მაგრამ დავინახე, რომ არსებობდა რაღაც, რასაც კლიენტები დამატებით სეანსებზე მოჰყავდა. სურდათ ვინმე, ვინც მოუსმენდა მათ, ვინც შესთავაზებდა ობიექტურ მოსაზრებას მათ სიტუაციასთან დაკავშირებით, ვინც თანაგრძნობას გამოუცხადებდა. ის, ვინც სვამს შესაბამის შეკითხვებს და ყურადღებას იჩენს პასუხების მიმართ. სურდათ ვინმე ისეთი, ვისთვისაც ნაცნობი იქნებოდა მათი ისტორია, რათა გაეგრძელებინათ გზა მასთან ერთად. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ტაროს კარგი გაშლა სჭირდებოდათ, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ კარგად გამოჩენილიყო მზრუნველობა მათზე და მათ ცხოვრებაზე. მთელი ჩემი “წიგნიდან მიღებული” ცოდნა ტაროს შესახებ გაცილებით უმნიშვნელოა, ვიდრე ადამიანური კავშირი, რომელსაც მე ჩემს კლიენტებთან ვინარჩუნებ. “თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა. წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველივე საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არარაობა ვიქნებოდი” (კორინთელთა 13:1, 13:2). ნებისმიერს, ვინც ისწრაფვის, გახდეს ტაროს “ექსპერტი”, უნდა გააჩნდეს არამარტო ტაროს სიყვარული, არამედ, სიყვარული იმ ხალხის მიმართ, ვისთვისაც ტაროს შლის. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვხვდებით რთულ კლიენტებს, თუ ის, რაც ჩვენ გვაქვს, არ აკმაყოფილებს მათ სურვილებს, ეს ნორმალურია, მაგრამ ჩვენ ყველა ადამიანი, ყოველი გაშლა უნდა მივიღოთ სიყვარულით და პატივისცემით, რადგან ტარო პირველ რიგში უკავშირდება ადამიანურ გამოცდილებას და იგი გამოყენებული უნდა იქნას ძალიან ადამიანურ კონტექსტში. წინააღმდეგ შემთხვევაში ის სწრაფად ხდება უსარგებლო როგორც კლიენტისთვის, ასევე ტაროლოგისთვის. გიყვარდეთ, რასაც აკეთებთ და ის, ვისთვისაც ამას აკეთებთ”.