თუ გაქვთ რაიმე მსუბუქი მავნე ჩვევა და გინდათ მისგან გათავისუფლება, დაგეხმარებათ ტაროს მაგიის რიტუალი. ეს რიტუალი გარკვეულწილად მედიტაცასაც ჰგავს და ტარდება დაღმავალი მთვარის პერიოდში.

არკანები

  • “ეშმაკი”
  • “სიკვდილი”
  • “ჯადოქარი”

განმარტოვდით ოთახში, დაიჭირეთ ხელში “ეშმაკის” არკანა და იფიქრეთ თქვენს მავნე ჩვევაზე. იფიქრეთ, როგორი უსიამოვნოა მისი არსებობა თქვენთვის და რა უარყოფითი შედეგები მოაქვს. როცა ყველაფერს გაიაზრებთ, შეცვალეთ ფიქრები და წარმოიდგინეთ, რომ უკვე გათავისუფლდით ამ ჩვევისგან, შემდეგ თქვით:

“მე უკვე აღარ ვაყენებ საკუთარ თავს ზიანს. ამის მაგივრად მე ვარ ინიციატორი და შემქმნელი. მე ვათავისუფლებ საკუთარ თავს ყოველგვარი ხაფანგისგან, რომელიც თავადვე შევქმენი. მე ვარღვევ ყველა ქსელს, რომელიც გზას მიკეტავს. ჩემი ცხოვრება გრძელდება, რადგან ამიერიდან მე თავისუფალი ვარ!”

შემდეგ აიღეთ არკანა “სიკვდილი” და იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ ახალ ცხოვრებას იწყებთ, ხართ სრულიად თავისუფალი მავნე ჩვევებისგან და შემდეგ თქვით:

“მოვიდა სიკვდილი და მე ხელახლა დავიბადე გათავისუფლებული დამღუპველი მისწრაფებებისგან. ახლა მე თავისუფალი ვარ. მე ვარ მარცვალი, რომელიც ეშვება მიწაში და იბადება ხელმეორედ”.

ბოლოს აიღეთ “ჯადოქრის” არკანა, წარმოიდგინეთ, რომ ამიერიდან თავად აკონტროლებთ თქვენს ცხოვრებას და დადებითისკენ იცვლებით. შემდეგ თქვით:

“მე საკუთარი ცხოვრების მმართველი ვარ. მე ვაკონტორლებ ყოველგვარ სტრესს. მე მაქვს ძალაუფლება, მე მაქვს ძალა და ის, თუ ვინ გავხდები, მხოლოდ ჩემზე არის დამოკიდებული. მე ვცვლი საკუთარ თავს!”

დადეთ მაგიდაზე ჯერ “ეშმაკის” არკანა სურათით ზემოთ, დაადეთ ზემოდან “სიკვდილის” არკანა და ბოლოს “ჯადოქრის” არკანა. სამივე ერთად გადაკეცეთ შუაზე და თან ატარეთ მანამდე, სანამ მავნე ჩვევას არ მოიშორებთ. ამის შემდეგ დაწვით ბანქოები და ფერფლი ქარს გაატანეთ.