მათთვის, ვინც დაინტერესებულია სხვადასხვა მაგიური პრაქტიკებით, არსებობს ტაროს გაშლის სპეციალური მეთოდები. ერთერთი მათგანი წარმოადგენს მაგიური შესაძლებლობების აღმოჩენას საკუთარ თავში.
სეანსის ჩასატარებლად საჭიროა ოთახში განმარტოება. შეიქმენით შესაბამისი განწყობა. შეგიძლიათ, მიმართოთ რამდენიმე წუთიან მედიტაციას ან აანთოთ სურნელოვანი სანთლები/ჩხირები.
ტაროს დასტიდან გამოაცალკევეთ მხოლოდ მაღალი არკანები, კარგად აურიეთ, ჩაიფიქრეთ შეკითხვა: ”რომელი მაგიური შესაძლებლობები გამაჩნია?” და დასტიდან ამოიღეთ 3 ცალი ბანქო. დააწყვეთ თანმიმდევრობით და დაიწყეთ მათი გაშიფრვა:
- სულელი (0) – მაგიის სფეროში თქვენ დამწყები ხართ. არ გაგაჩნიათ საკმარისი ცოდნა, ამიტომ ჯერ კიდევ გჭირდებათ ინფორმაციის ათვისება. თუმცა, გაქვთ ნიჭი, ადვილად შეისწავლოთ სხვადასხვა სახის მკითხაობები.
- ჯადოქარი (I) – ნებისმიერი სახის მაგია და მკითხაობა, ასტროლოგია, ქირომანტია, ექსტრასენსორიკა, ნუმეროლოგია, კაბალისტური, მენტალური და ვერბალური მაგია. გაგაჩნიათ დიდი და საკმაოდ განსხვავებული შესაძლებლობები.
- ქურუმი ქალი (II) – ნათელმხილველობა, ძლიერი ინტუიცია, მთვარის, ბუნების, ბალახეულის, ყვავილების, არომატების და სასიყვარულო მაგია. გამოირჩევით ძლიერი მაგიური შესაძლებლობებით.
- იმპერატორი ქალი (III) – სახლის, კვანძების, ძაფების, ზონრების, დამცავი და კულინარიული მაგია, ვიკა. შეგიძლიათ, სცადოთ ცვილისგან ფიგურების, თოჯინების და თილისმების დამზადება.
- იმპერატორი (IV) – დამცავი მაგია, რომელიც ხშირად თავდასხმისთვისაც გამოიყენება. ლითონის მაგია ნემსებით, დანებით და მაკრატლებით, ასევე საბრძოლო მაგია.
- ქურუმი (V) – რიტუალური და ცერემონიალური მაგია, ეგრეგორებთან მუშაობა, ლოცვა, ვერბალური მაგია.
- შეყვარებულები (VI) – ნებისმიერი სახის სასიყვარულო მაგია.
- ეტლი (VII) – ბოშური და ვერბალური მაგია, მანტრები, შელოცვები, მაგია, რომელშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება გზებს, ნაკვალევს და ზღურბლს.
- ძალა (VIII) – შამანიზმი, ტოტემები, ვუდუ, ცხოველების მაგია.
- განდეგილი (IX) – მინერალური ქვების მაგია, მედიტაცია, იოგა, აღმოსავლური მაგია, ბუდიზმი. შესაძლოა, თქვენში ძლიერი ექსტრასენსორული ნიჭი იყოს პასიურ, ე.წ. “მიძინებულ” მდგომარეობაში.
- ბედის ბორბალი (X) – შელოცვები, მაგიური რიტუალები ტაროს დახმარებით, თილისმები, ამულეტები, კარმაზე მუშაობა, ფულის მაგია.
- მართლმსაჯულება (XI) – ამ ეტაპზე უმჯობესია, უარი თქვათ მაგიის პრაქტიკაში გამოყენებაზე. ეს თქვენი სფერო არაა.
- ჩამოკიდებული კაცი (XII) – კელტური და ჩრდილოეთის მაგია, რუნები, ჰიპნოზი, ტრანსის ტექნიკა, ასტრალური მოგზაურობა, ხეების ენერგეტიკა, დრუიდიზმი.
- სიკვდილი (XIII) – სამკურნალო მაგია, მუშაობა სულებთან, სხვადასხვა არსებებთან, მიცვალებულთა ენერგიებით, სპირიტიზმი. გაქვთ საკმაოდ ძლიერი მაგიური შესაძლებლობები.
- თავშეკავება (XIV) – მენტალური მაგია.
- ეშმაკი (XV) – მუშაობა სულებთან, დემონებთან, ასტრალურ სხეულებთან, სექსუალური მაგია, მაგიურ ნეგატივთან მუშაობა. თქვენ გაგაჩნიათ თანდაყოლილი ოკულტური შესაძლებლობები.
- კოშკი (XVI) – სტიქიური მაგია, ფენ-შუი.
- ვარსკვლავი (XVII) – კოსმოენერგეტიკა, ფერების მაგია, მანდალები, ანგელოზებთან კონტაქტი.
- მთვარე (XVIII) – ბუნების, სოფლური, წყლის და მთვარის მაგია, ვიკა. გაქვთ ძალიან ძლიერი მაგიური შესაძლებლობები.
- მზე (XIX) – ცეცხლის, მზის და სანთლების მაგია, შელოცვები, ბიოენერგეტიკა.
- სამსჯავრო (XX) – სპირიტიზმი, შამანიზმი, კარმასთან მუშაობა, მაგიური ცოდნა, რომელიც თაობიდან თაობას გადეცემა.
- სამყარო (XXI) – ნებისმიერი სახის მაგია.
მას შემდეგ, რაც წაიკითხავთ განმარტებებს, გადადით მე-2 ეტაპზე. დააკვირდით არკანების სტიქიებს. რომელი სტიქიაც ჭარბობს გაშლაში, იმ სტიქიის არკანებს მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება.
სტიქიების განმარტება ასეთია:
- ცეცხლი – აერთიანებს მაგიის იმ სახეობებს, რომლებიც უკავშირდება ცეცხლს, სუფთა ენერგიას, ბიოენერგეტიკას, კოსმოენერეგეტიკას, ასევე სანთლების, ფერების და საბრძოლო მაგიას. ცეცხლის სტიქიის არკანებია: იმპერატორი (IV), ბედის ბორბალი (X), ძალა (VIII), კოშკი (XVI), მზე (XIX), სამსჯავრო (XX).
- წყალი – აღნიშნავს წყლის, სასიყვარულო და მთვარის მაგიას, ასევე ნათელმხილველობას და ტელეპატიას. წყლის სტიქიის არკანებია: ქურუმი ქალი (II), შეყვარებულები (VI), ჩამოკიდებული კაცი (XII), სიკვდილი (XIII), მთვარე (XVIII).
- მიწა – ეს სტიქია მოიცავს მიწის, ბუნების, ბალახეულის, ხეების და ძვირფასი ქვების, ასევე ფულის და ფენ-შუის მაგიას, თილისმების, ამულეტების და სხვადასხვა რიტუალური ნივთების შექმნას. მიწის სტიქიის არკანებია: იმპერატორი ქალი (III), ქურუმი (V), მართლმსაჯულება (XI), განდეგილი (IX), თავშეკავება (XIV), ეშმაკი (XV), სამყარო (XXI).
- ჰაერი – ამ სტიქიის მაგიას განეკუთვნება ვერბალური, მუსიკალური და მენტალური მაგია, შელოცვები და ყველანაირი რიტუალი თუ პრაქტიკა, რომელშიც შედის არომატული ზეთები და სხვადასხვა სახის სურნელოვანი ნივთიერებები. ჰაერის სტიქიის არკანებია: სულელი (0), ჯადოქარი (I), ეტლი (VII), ვარსკვლავი (XVII).
მაგალითად, თუ გაშლის დროს ამოვიდა “მთვარე” (წყალი), “ვარსკვლავი” (ჰაერი) და “ქურუმი ქალი” (წყალი), ეს ნიშნავს, რომ წყლის სტიქია ჭარბობს. შესაბამისად, თქვენი შესაძლებლობები უფრო მეტად გამოიკვეთება “მთვარის” და “ქურუმი ქალის” არკანებში და, ამასთანავე, გაგიადვილდებათ წყლის სტიქიის მაგიურ განხრებთან მუშაობა. თუკი გაშლის დროს ამოვიდა 3 სხვადასხვა სტიქიის აღმნიშვნელი არკანა, ეს ნიშნავს, რომ თქვენში თანაბარი ძალითაა წარმოდგენილი კონკრეტული მაგიური შესაძლებლობები.
გაშლის შეკვეთა შეგიძლიათ “ტაროს სალონის” Facebook-ის გვერდის საშუალებით.