შეკითხვები გამოგზავნეთ საკონტაქტო გვერდის საშუალებით.

რას ნიშნავს მაგიური ნეგატივი?

მაგიური ნეგატივი ეწოდება იმ უარყოფით გავლენას ადამიანზე, რომელიც შეიცავს კონკრეტულ პროგრამას მსხვერპლისთვის ზიანის მისაყენებლად. ასეთებია, მაგალითად, ჯადო, გათვალვა, წყევლა ან თუნდაც უარყოფითი ენერგია, რომელიც გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად არის მიმართული ადამიანისკენ.

როგორ გავიგო, ვარ თუ არა მაგიური ნეგატივის გავლენის ქვეშ?

მაგიური ნეგატივის არსებობის ან არარსებობის განსაზღვრისთვის არსებობს სპეციალური დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკის მეთოდები სხვადასხვა სახისაა, მაგალითად, რიტუალის ჩატარება, მანტიკისთვის მიმართვა (ტარო, ორაკულები, რუნები, სარკეები, სისხლი), ინფორმაციის მიღება ასტრალური სივრცეებიდან და ა.შ. ის, ვისაც მიმართავთ დიაგნოსტიკისთვის, თავად შემოგთავაზებთ ყველაზე ოპტიმალურ მეთოდს თქვენივე სიტუაციიდან გამომდინარე.

“ტაროს სალონში” მაგიური ნეგატივის დიაგნოსტიკისთვის რომელ მეთოდს მიმართავთ?

“ტაროს სალონში” მაგიური ნეგატივის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ვერა სკლიაროვას “აჩრდილების ტარო”, ხოლო მომდევნო სამუშაოებში ხდება “რაიდერის ტაროს”, სკანდინავიური და კელტური რუნების ჩართვაც.

შემიძლია მაგიური ნეგატივის დამოუკიდებლად მოშორება?

ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორებიცაა ნეგატივის სახეობა, მისი ძალა, კლიენტის/პაციენტის უნარები მაგიურ სფეროში და ა.შ. დიაგნოსტიკის დროს ხდება მაგიური ნეგატივის მოშორების მეთოდიც შერჩევაც. ზოგჯერ ნეგატივის მოსაშორებლად საკმარისია მხოლოდ კონკრეტულ ადამიანთან ჩამოშორება, ზოგჯერ რუნებით ენერგეტიკული წმენდაა საჭირო, ზოგჯერ კი სრულფასოვანი რიტუალის ჩატარება. თუ კლიენტს/პაციენტს აქვს შეხება მაგიასთან და შეუძლია, თავად გაუმკლავდეს აღნიშნულ პრობლემას, მაშინ არ არის აუცილებელი სხვა ადამიანის ჩარევა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგჭირდებათ პროფესიონალის დახმარება.

რას მირჩევთ მაგიური ნეგატივისგან თავდასაცავად?

მაგიური ნეგატივისგან თავდასაცავად პირველ რიგში აუცილებელია, წესრიგში გქონდეთ ჩაკრები და ნატიფი სხეულები. დამხმარე საშუალებებს რაც შეეხება, გამოგადგებათ სხვადასხვა სიმბოლოები, ბუნებრივი ქვები, ბალახეული, კონკრეტული რიტუალების ჩატარება პერიოდულად და ა.შ. შეგიძლიათ, თან ატაროთ ვეფხვის თვალი ან შავი ტურმალინი, დაამზადოთ დამცავი კელტური რუნა, შეარჩიოთ რაიმე თილისმა, ასევე, იზრუნოთ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, გააუმჯობესოთ თქვენი წარმოსახვის და კონცენტრაციის უნარები და ხშირად იმედიტიროთ.