იმისთვის, რომ მოიპოვოთ მატერიალური კეთილდღეობა და მიაღწიოთ წარმატებას, დაგეხმარებათ ტაროს რამდენიმე არკანა და თქვენი წარმოსახვის უნარი.

არკანები

  • “ბედის ბორბალი”
  • “პენტაკლების ტუზი”
  • “პენტაკლების 3”
  • “პენტაკლების 9”
  • “პენტაკლების 10”

ატრიბუტიკა

  • თეთრი ან ოქროსფერი სანთელი

შეარჩიეთ მთვარის აღმავალი პერიოდი და განმარტოვდით ოთახში. შეგიძლიათ, აანთოთ სანთელიც. შემდეგ დაალაგეთ ბანქოები აღნიშნული სქემის მიხედვით.

  • 1-ლი არკანა: “პენტაკლების ტუზი”
  • მე-2 არკანა: “პენტაკლების 3-იანი”
  • მე-3 არკანა: “პენტაკლების 9-იანი”
  • მე-4 არკანა: “პენტაკლების 10-იანი”
  • მე-5 არკანა: “ბედის ბორბალი”

დაჯექით არკანების წინ და წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში იწყება ახალი ციკლი, რომელსაც მოაქვს წარმატება და კეთილდღეობა. იფიქრეთ კონკრეტულად იმაზე, რისი მიღებაც გსურთ უახლოეს მომავალში, და არა – ზოგადად. “პენტაკლები” ამ შემთხვევაში ფულის აღმნიშვნელია, შესაბამისად, თქვენი სურვილები მატერიალურ მხარეს უნდა უკავშირდებოდეს.

როდესაც იგრძნობთ, რომ დღეისთვის საკმარისი დრო დაუთმეთ წარმოსახვას, არკანები ადგილზე დატოვეთ და მომდევნო დღეებშიც იგივე გაიმეორეთ.