ნუმეროლოგია სხვადასხვა მიზნით გამოიყენება ადამიანის ცხოვრებაში. ერთ-ერთი მათგანი პარტნიორების შეთავსებაა. ამ მეთოდით გაიგებთ, თუ რამდენად შეესაბამებით ერთმანეთს თქვენ და თქვენი პარტნიორი სექსუალურად, ემოციურად, ინტელექტუალურად და ზოგადად.
სულ ხდება 4 პოზიციის/რიცხვის განსაზღვრა:
- დღის რიცხვი
- თვის რიცხვი
- წლის რიცხვი
- ბედის რიცხვი
აღსანიშნავია, რომ:
- დღის რიცხვი აღნიშნავს სექსუალურ შეთავსებას
- თვის რიცხვი აღნიშნავს ემოციურ შეთავსებას
- წლის რიცხვი აღნიშნავს ინტელექტუალურ შეთავსებას
- ბედის რიცხვი აღნიშნავს ზოგად შეთავსებას
თავდაპირველად უნდა გამოთვალოთ თქვენი და თქვენი პარტნიორის რიცხვები ცალ-ცალკე. მაგალითად, თქვენი დაბადების თარიღია 16.05.1976:
- დღის რიცხვი: 1 + 6 = 7
- თვის რიცხვი: 5
- წლის რიცხვი: 1 + 9 + 7 + 6 = 23 = 2 + 3 = 5
- ბედის რიცხვი: 1 + 6 + 5 + 1 + 9 + 7 + 6 = 35 = 3 + 5 = 8
იმავე მეთოდით გამოთვალეთ პარტნიორის რიცხვები. დავუშვათ, ეს რიცხვებია 5, 3, 9, 8. მიიღებთ ასეთ შედეგს:
- სექსუალური შეთავსება: 7 და 5
- ემოციური შეთავსება: 5 და 3
- ინტელექტუალური შეთავსება: 5 და 8
- ზოგადი შეთავსება: 8 და 8
ბოლოს კი იხილეთ თქვენი შედეგები:
- 1 და 1: თქვენი კავშირი მტკიცეა, მაგრამ დიდი ადგილი ეთმობა ემოციებს და ბევრი პრეტენზიები გაგაჩნიათ ერთმანეთის მიმართ. ორივე თქვენგანს სურს ლიდერობა, რაც ხშირად გაუგებრობების მიზეზი ხდება.
- 1 და 2: თქვენ ერთმანეთს ავსებთ, მაგრამ ის, ვისი რიცხვიც არის 1, მუდმივად ახდენს ზეწოლას პარტნიორზე. მოსალოდნელია კონფლიქტები და სკანდალები.
- 1 და 3: ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა გაქვთ, საკმაოდ კონსტრუქციული და დადებითი.
- 1 და 4: ნორმალური ურთიერთობა გაქვთ მცირედი გართულებებით.
- 1 და 5: თქვენს ურთიერთობაში ბევრი სიურპრიზი ფიგურირებს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, მაგრამ საერთო ჯამში ერთმანეთს კარგად ავსებთ.
- 1 და 6: ღრმა და პოზიტიური ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ ის, რომლის რიცხვიც არის 6, ძალიან ჯიუტია პარტნიორის მიმართ.
- 1 და 7: თქვენ გჭირდებათ დრო, რომ ერთმანეთს მიეჩვიოთ. განსაკუთრებით ეჭვიანობს ის, რომლის რიცხვიც არის 7, მაგრამ თუ ამ ეტაპს გადალახავთ, თქვენი კავშირი განმტკიცდება.
- 1 და 8: რთული ურთიერთობა გაქვთ. ერთმანეთი ძალიან გიზიდავთ, მაგრამ როგორც კი ერთად აღმოჩნდებით, სერიოზულ კონფლიქტებამდე მიდიხართ.
- 1 და 9: კარგი ურთიერთობა გაქვთ, თქვენი ინტერესები და სურვილები ერთმანეთს ემთხვევა.
- 2 და 2: კარგი ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება, თქვენი კავშირი ძალიან მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდეს.
- 2 და 3: მშვიდი ურთიერთობა გაქვთ.
- 2 და 4: თუ ის, რომლის რიცხვიც არის 4, მიეჩვევა პარტნიორის კაპრიზებს, კავშირი მტკიცე იქნება.
- 2 და 5: ძალიან არასტაბილური ურთიერთობა გაქვთ. ფაქტიურად, არ გესმით ერთმანეთის.
- 2 და 6: მშვენიერი შეთავსებაა, იდეალური ურთიერთობა გაქვთ.
- 2 და 7: თქვენი ურთიერთობის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ძალიან დიდი რაოდენობით ემოციას აქვს ადგილი თქვენს კავშირში.
- 2 და 8: ერთმანეთთან თანხმობა გაქვთ და ერთმანეთის კარგად გესმით.
- 2 და 9: ორივეს გიჭირთ დათმობებზე წასვლა, თუმცა, გარედან თქვენი ურთიერთობა საკმაოდ მტკიცედაც კი ჩანს.
- 3 და 3: დინამიური ურთიერთობა გაქვთ, თუმცა, შესაძლებელია, ხანდახან აგრესიის გამოვლინებამდეც მიხვიდეთ.
- 3 და 4: თქვენს ურთიერთობაში ბევრი ინტრიგაა, თუმცა, ერთმანეთს ეხმარებით კიდეც.
- 3 და 5: ერთმანეთის უსიტყვოდაც კარგად გესმით. შესანიშნავი კავშირი გაქვთ.
- 3 და 6: თქვენი ურთიერთობა ორივე მხარესთვის სასარგებლო და ჰარმონიულია. ერთმანეთს მუდამ მხარს უჭერთ და ეხმარებით.
- 3 და 7: კარგი ურთიერთობა გაქვთ.
- 3 და 8: ვნებიანი და ემოციური ურთიერთობა გაქვთ.
- 3 და 9: მას, რომლის რიცხვიც არის 9, ხშირად მოუწევს კომპრომისზე წასვლა, მაგრამ საერთო ჯამში ურთიერთობა ჰარმონიულია.
- 4 და 4: მტკიცე ურთიერთობა გაქვთ, ერთმანეთის ერთგულები ხართ.
- 4 და 5: თქვენი ურთიერთობა საკმაოდ კონფლიქტურია. ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდებით.
- 4 და 6: სტაბილური ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ ამ კავშირს ფონად გასდევს უბედურება. ერთმანეთის მხარდაჭერა გეხერხებათ.
- 4 და 7: ერთმანეთის კარგად გესმით, თქვენი ურთიერთობა ურთიერთშეთანხმებაზეა დაფუძნებული.
- 4 და 8: ძალიან ემოციური კავშირი გაქვთ.
- 4 და 9: თქვენი ურთიერთობა კონტრასტულია. საჭიროა, რომ გამოძებნოთ საერთო ინტერესები, რადგან კავშირის გაწყვეტის დიდი რისკი არსებობს.
- 5 და 5: ძალიან ცვალებადი ურთიერთობა გაქვთ. არსებობს ღალატის საშიშროება.
- 5 და 6: თქვენი კავშირი არასტაბილურია. ის, რომლის რიცხვიც არის 6, ცდილობს პარტნიორზე ზეწოლის მოხდენას.
- 5 და 7: ძალიან სუსტი ურთიერთობა გაქვთ.
- 5 და 8: ხშირად გაქვთ უთანხმოებები, მაგრამ თქვენი ურთიერთობა ძალიან მრავალფეროვანია.
- 5 და 9: არასტაბილური ურთიერთობა გაქვთ. ასეთი კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ ერთმანეთს პასუხისმგებლობებს არ დააკისრებთ.
- 6 და 6: თქვენი ურთიერთობა სტაბილური, მაგრამ ამავდროულად მოსაწყენია.
- 6 და 7: კარგი კავშირია, ორივე მხარესთვის მისაღები.
- 6 და 8: ერთმანეთს ძალიან ძნელად უგებთ. მოსალოდნელია კავშირის გაწყვეტა.
- 6 და 9: ღრმა ურთიერთობა გაქვთ, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში ხართ. ეს მაგიური კავშირია.
- 7 და 7: თქვენი ურთიერთობა უცნაურია. ორივე მისტიკოსი ხართ. თქვენ კარმული კავშირი გაქვთ.
- 7 და 8: თქვენს კავშირში ბევრი კონტრასტია, მაგრამ ვნებიანი ურთიერთობა გაქვთ.
- 7 და 9: საჭიროა, რომ გაგაჩნდეთ საერთო იდეალები. ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობის განმტკიცებას. თქვენი კავშირი ძალიან სულიერი და ღრმაა.
- 8 და 8: ძალიან კარგი კავშირი გაქვთ. შეგიძლიათ, ერთობლივ წარმატებას მიაღწიოთ.
- 8 და 9: თქვენ ერთმანეთს ავსებთ ხასიათებით, მაგრამ მუდმივად წვრილმანი გაუგებრობები და კამათი გაქვთ.
- 9 და 9: სრული ურთიერთგაგება გაგაჩნიათ, მაგრამ თუ საქმე კონფლიქტამდე მივა, ძლიერ ემოციებს ვერ აიცილებთ თავიდან.