ტაროლოგიაში სიგნიფიკატორი, ანუ პიროვნების ან სიტუაციის აღმნიშვნელი, ეწოდება არკანას, რომელიც გამოიყენება როგორც მკითხაობის/კონსულტაციის/დიაგნოსტიკის დროს, ასევე სხვადასხვა ტაროლოგიურ რიტუალებში. ტაროს გაშლის სქემებზე მას აღნიშნავენ ლათინური “S” ასოთი, იგივე “Significator”.
სიგნიფიკატორის შერჩევა ხდება როგორც ადამიანის ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით, ასევე კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად. როგორც წესი, ყველა ტაროლოგს თავის მეთოდი გააჩნია ასეთი არკანის შესარჩევად და სიგნიფიკატორებიც სხვადასხვა სახის არსებობს, თუმცა, ამ ეტაპზე მიმოვიხლოთ პიროვნების, სიტუაციის და ცხოველის აღმნიშვნელები.
პიროვნების აღმნიშვნელი
პიროვნების აღმნიშვნელისთვის იყენებენ 16 ფიგურალური არკანიდან ერთერთს. ზოგადად მიღებულია პიროვნების აღმნიშვნელის შემდეგნაირად დაყოფა:
- პაჟი: 1.ბავშვი. 2.მოზარდი. 3.ახალგაზრდა გოგონა.
- რაინდი: 1.ზრდასრული მამაკაცი 35 წლამდე. 2.ზრდასრული მამაკაცი 40 წლამდე.
- დედოფალი: 1.ნებისმიერი ასაკის გოგონა/ქალი. 2.ზრდასრული ქალი 35 წლიდან ზემოთ. 3.ზრდასრული ქალი 40 წლიდან ზემოთ.
- მეფე: 1.ზრდასრული მამაკაცი 35 წლიდან ზემოთ. 2.ზრდასრული მამაკაცი 40 წლიდან ზემოთ.
ამის პარალელურად ყურადღება ექცევა ზოდიაქოს ნიშანსაც, რის მიხედვითაც ხდება სტიქიის და შესაბამისად, არკანის სახეობის შერჩევა:
- კვერთხები: ცეცხლი – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი.
- პენტაკლები: მიწა – კურო, ქალწული, თხის რქა.
- ხმლები: ჰაერი – მარჩბივი, სასწორი, მერწყული.
- თასები: წყალი – კირჩხივი, ღრიანკალი, თევზები.
მაგალითად, სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული 25 წლის მამაკაცის პიროვნების აღმნიშვნელი იქნება “ხმლების რაინდი”, კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული 50 წლის ქალის კი – “თასების დედოფალი”. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი.
ტაროლოგების ნაწილი ითვალისწინებს არა ზოდიაქოს ნიშანს, არამედ, ადამიანის გარეგნობას:
- კვერთხები: თმა – წითური, ქერა. თვალები – ღია თაფლისფერი, ნაცრისფერი, ცისფერი. კანი – ღია ფერი.
- პენტაკლები: თმა – მუქი ყავისფერი, შავი. თვალები – ყავისფერი, შავი. კანი – შავგვრემანი.
- ხმლები: თმა – შავი, მუქი ყავისფერი. თვალები – ნაცრისფერი, თაფლისფერი, მწვანე, ლურჯი. კანი – ღია ფერი.
- თასები: თმა – ღია წაბლისფერი. თვალები – ღია ცისფერი, ღია მწვანე, ღია თაფლისფერი. კანი – ღია ფერი.
არსებობს ასევე პიროვნების აღმნიშვნელის განმსაზღვრელი ასტროლოგიური მეთოდი:
- ვერძი: კვერთხების დედოფალი.
- კურო: პენტაკლების რაინდი.
- მარჩბივი: ხმლების პაჟი/ხმლების მეფე.
- კირჩხიბი: თასების დედოფალი.
- ლომი: კვერთხების რაინდი.
- ქალწული: პენტაკლების პაჟი/პენტაკლების მეფე.
- სასწორი: ხმლების დედოფალი.
- ღრიანკალი: თასების რაინდი.
- მშვილდოსანი: კვერთხების პაჟი/კვერთხების მეფე.
- თხის რქა: პენტაკლების დედოფალი.
- მერწყული: ხმლების რაინდი.
- თევზები: თასების პაჟი/თასების მეფე.
ზოგიერთი ტაროლოგი 16 ფიგურალური არკანის მაგივრად იღებს მხოლოდ “დედოფლებს” ან “მეფეებს” ადამიანის სქესის შესაბამისად და მათი საშუალებით საზღვრავს სტიქიებს. შედეგად საკმარისია მხოლოდ იმის ცოდნა, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული კონკრეტული პიროვნება:
- კვერთხების დედოფალი/მეფე: ცეცხლი – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი.
- პენტაკლების დედოფალი/მეფე: მიწა – კურო, ქალწული, თხის რქა.
- ხმლების დედოფალი/მეფე: ჰაერი – მარჩბივი, სასწორი, მერწყული.
- თასების დედოფალი/მეფე: წყალი – კირჩხიბი, ღრიანკალი, თევზები.
არის კიდევ ერთი მსგავსი მეთოდი:
- მეფეები: ცეცხლი – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი.
- დედოფლები: წყალი – კირჩხიბი, ღრიანკალი, თევზები.
- რაინდები: ჰაერი – მარჩბივი, სასწორი, მერწყული.
- პაჟები: მიწა – კურო, ქალწული, თხის რქა.
გარდა ამ მეთოდებისა, არსებობს პიროვნების აღმნიშვნელის შერჩევის სხვა, პრაქტიკაში შედარებით ნაკლებად გამოყენებადი საშუალებებიც. გარდა ამისა, ტაროლოგების მცირე ნაწილი სიგნიფიკატორად იყენებს არა ტაროს არკანას, არამედ, პიროვნების ფოტოს.
სიტუაციის აღმნიშვნელი
ზოგჯერ პიროვნების აღმნიშვნელს ცვლიან სიტუაციის აღმნიშვნელად, განსაკუთრებით მაშინ, თუ კონკრეტულ საკითხში ფიგურირებს რამდენიმე ადამიანი. ამ შემთხვევაში სიგნიფიკატორი აღნიშნავს იმ სიტუაციას, რის შესახებაც ხდება ტაროს გაშლა. ძირითად შემთხვევებში სიტუაციის აღმნიშვნელს მაღალი არკანებიდან ირჩევენ:
- სულელი: რაიმე ახლის დასაწყისი, ბავშვები.
- ჯადოქარი: ჯანმრთელობა, შესაძლებლობები, ნიჭი, უნარები.
- ქურუმი ქალი: საიდუმლოს ამოხსნა, რაიმე დაფარულის გაგება.
- იმპერატორი ქალი: სილამაზე, სიყვარული, ოჯახი.
- იმპერატორი: სამსახური, კარიერა, ბიზნესი, ლიდერობა, კონკურენცია.
- ქურუმი: რელიგია, ტრადიციები, დახმარება.
- შეყვარებულები: არჩევანის გაკეთება.
- ეტლი: მგზავრობა, მოგზაურობა.
- ძალა: გავლენის მოხდენა რაიმეზე ან ვინმეზე, თვითკონტროლი.
- განდეგილი: საკუთარი თავის შეცნობა.
- ბედის ბორბალი: გამართლება, იღბალი.
- მართლმსაჯულება: იურიდიული საკითხები, კამათი.
- ჩამოკიდებული კაცი: როცა ადამიანი ვინმეს ან რამეს მსხვერპლი ხდება.
- სიკვდილი: ცვლილებები, წარსულის მოშორება.
- თავშეკავება: კომპრომისი, ბალანსის შენარჩუნება, სიტუაციის გამოსწორება.
- ეშმაკი: აზარტი, რისკი, სექსი, მავნე ჩვევები, ნებისმიერი ნეგატიური საკითხი.
- კოშკი: ფორს-მაჟორული სიტუაციები, კრახი, განადგურება.
- ვარსკვლავი: იმედი, დახმარება, რწმენა.
- მთვარე: ქვეცნობიერი, შეუცნობელი, ილუზიები.
- მზე: მომავლის გეგმები, ბავშვები, პოზიტივი.
- სამსჯავრო: კარმა, წარსული, შეცდომები.
- სამყარო: ახალი ცხოვრების დასაწყისი.
იშვიათად მიმართავენ ასეთი სიგნიფიკატორის შერჩევას დაბალი არკანებიდანაც. პრინციპი, რის მიხედვითაც არკანის შერჩევა ხდება სიტუაციის აღმნიშვნელად, უკავშირდება თავად არკანების განმარტებებს, ამიტომ ტაროლოგიაში გარკვეული ადამიანისთვის მისი სწორად განსაზღვრა რთული არ იქნება.
ცხოველის აღმნიშვნელი
შეიძლება, უჩვეულოა, მაგრამ ტაროს ცხოველებისთვისაც შლიან. სიგნიფიკატორის შერჩევა ყველაზე უფრო მარტივი სწორედ ცხოველების შემთხვევაშია:
- ძალა: კატები, კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები.
- მთვარე: 1.ძაღლები, ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენლები. 2.თევზები, წყლის/ზღვის ცხოველები.
- მზე: ცხენები.
- სამყარო: ფრინველები.
თუ გადაწყვეტთ, რომ მკითხაობის/კონსულტაციის/დიაგნოსტიკის დროს სიგნიფიკატორი გამოიყენოთ, შეიმუშავეთ 1 კონკრეტული მეთოდი, რომელსაც არასდროს შეცვლით. შეიძლება, თქვენ გაგიადვილდეთ აღმნიშვნელის გამოყენება გარეგნობის გათვალისწინებით; შეიძლება, უპირატესობა მიანიჭოთ სტიქიურ განმსაზღვრელებს; შეიძლება, საერთოდ უარი თქვათ ამაზე. ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ სცადეთ და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.