პერსონალური არკანების განსაზღვრა საჩუქრად


ყოველ ადამიანს გააჩნია რამდენიმე პერსონალური არკანა. მათი განსაზღვრა საშუალებას იძლევა, უკეთ იქნას გაცნობიერებული პიროვნების არამარტო ხასიათის შტრიხები, არამედ, სულიერი განვითარების მიმართულება და კოსმიური ენერგიის გავლენა მის ცხოვრებაზე.

როგორც წესი, პერსონალური არკანების განსაზღვრა ხდება როგორც ტაროლოგიური კუთხით, ასევე, ნათალური რუქის საფუძველზე, ამიტომ შედარებით ღრმა ანალიზისთვის საჭიროა ნათალური რუქის დეტალური ცოდნა. თუ არ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ, ძირითადი პერსონალური არკანების განსაზღვრით შემოიფარგლოთ.

ძირითადი პერსონალური არკანების რაოდენობა არის 6:

  • მზის არკანა
  • სტიქიის არკანა
  • ცხოვრების არკანა
  • წარსულის არკანა
  • მომავლის არკანა
  • პიროვნების არკანა

მზის არკანა

ეს არის თქვენი მზის ნიშანი ასტროლოგიური კუთხით (მაგალითად, თუ დაიბადეთ 17 ნოემბერს, თქვენი მზის ნიშანია მორიელი). იგი აღნიშნავს იმ არქეტიპის ენერგიას, რომლის გავლენის ქვეშაც ხართ. ეს ენერგია ყოველთვის მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე გავლენას, შთაგაგონებთ, მოგცემთ მიმართულებას, სტიმულს განვითარებისთვის, მაგრამ მას ვერ გააკონტროლებთ. უბრალოდ, ყოველთვის იგრძნობთ მის გავლენას და, შეიძლება ითქვას, ფონადაც გაჰყვება თქვენს ცხოვრებას.

სტიქიის არკანა

ეს არკანა საშუალებას მოგცემთ, გაიგოთ, რომელ სტიქიასთან გაქვთ ძლიერი კავშირი, ამის საფუძველზე კი განსაზღვრავთ როგორც მის შესაბამის არკანას, ასევე, სტიქიის ტოტემს.

ცხოვრების არკანა

ამ არკანის საშუალებით შესაძლებელია თქვენი ცხოვრების თავისებურებების დადგენა. მზის არკანისგან განსხვავებით (რომელიც უდიდესი გავლენის მატარებელია) ცხოვრების არკანა უკავშირდება შედარებით პატარ-პატარა ცხოვრებისეულ დეტალებს. ეს არის თქვენი ცხოვრების გზა, რომელსაც ამჟამად გადიხართ ან უნდა გადიოდეთ, თუკი გსურთ სულიერი განვითარება.

წარსულის არკანა

ეს არკანა უკავშირდება სულიერი განვითარების საწყისებს – იმას, რაც თქვენში თავიდანვე იყო ჩადებული.

მომავლის არკანა

ამ არკანით შეძლებთ იმის გაგებას, თუ რა მიმართულებით წასვლაა საჭირო და რა მიზნები უნდა დაისახოთ იმისთვის, რომ უფრო მეტად განვითარდეთ სულიერად.

პიროვნების არკანა

ეს არკანა აღნიშნავს თქვენი ხასიათის გამოკვეთილ შტრიხებს. მისი საშუალებით ხდება იმის გაგება, თუ რა სახის პიროვნული თავისებურებებით გამოირჩევით. ხშირად ტაროს გაშლის დროს აღნიშნული არკანა სიგნიფიკატორადაც გამოიყენება.

რაც შეეხება დანარჩენი არკანების განსაზღვრას, ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ იცით, თქვენს ნათალურ რუქაში რომელი პლანეტა რომელ ნიშანშია და გაქვთ ინფორმაცია ზუსტი გრადუსების შესახებ. შედეგად შესაძლებელი ხდება შემდეგი არკანების დადგენა:

  • ასცენდენტის არკანა
  • მთვარის არკანა
  • მერკურის არკანა
  • ვენერას არკანა
  • მარსის არკანა
  • იუპიტერის არკანა
  • სატურნის არკანა
  • ურანის არკანა
  • ნეპტუნის არკანა
  • პლუტონის არკანა

აღნიშნული საჩუქრის მიღება შეუძლიათ “ტაროს სალონის” კლიენტებს და ჯგუფის წევრებს ყოველ შაბათ-კვირას. საჩუქარი ითვალისწინებს არკანების დასახელებების განსაზღვრას შესაბამის პოზიციებზე. არკანების განმარტებები მოიძიეთ ვირტუალურ სივრცეში.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s