ექსტრასენსორული შესაძლებლობების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ ტაროს პატარა მაგიური რიტუალი, რომელიც ტარდება უშუალოდ სამჰაინის დღესასწაულზე – 31 ოქტომბერს.

არკანები

  • “სიკვდილი”
  • “კვერთხების 8”
  • “თასების ტუზი”

ატრიბუტიკა

  • 1 შავი სანთელი
  • 1 ნარინჯისფერი სანთელი

სამჰაინის ღამეს დაჯექით მაგიდასთან და თქვენგან მარცხნივ დადგით ნარინჯისფერი სანთელი, ხოლო თქვენგან მარჯვნივ – შავი სანთელი. მათ შორის დაალაგეთ არკანები შემდეგი თანმიმდევრობით: “კვერთხების 8”, “სიკვდილი” და “თასების ტუზი”.

აანთეთ სანთლები. დააკვირდით არკანებს, გაიაზრეთ მათი არსი, მათი მნიშვნელობები და წარმოთქვით:

“მე მზად ვარ ცვლილებებისთვის. მე ვხედავ სამყაროს სიბრძნეს. მე მესმის სიბრძნე, რომელსაც ვიღებ სამყაროს გზავნილებიდან”.

დატოვეთ სანთლები და არკანები მაგიდაზე მანამდე, სანამ სანთლები ბოლომდე არ ჩაიწვება. სანთლის ნარჩენები დამარხეთ სახლთან ახლოს ან დატოვეთ თქვენს სახლთან ახლომდებარე ხის ძირში.