“ტაროს შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით.
აქ არ გამოგადგებათ ბანქოების შესწავლა სხვადასხვა საშუალებების დახმარებით, თუნდაც ეს იყოს ყველაზე გაძლიერებული და ღრმა შინაარსიანი საშუალება. ბანქოები უნდა გამოიყენოთ; მათით უნდა იცხოვროთ. და ისინი, თავის მხრივ, უნდა ცხოვრობდნენ და ურთიერთობდნენ მოსწავლესთან. ყოველი ბანქო მჭიდროდაა დაკავშირებული თავის თანამოძმეებთან. და ბანქოების რეაქციამ ერთმანეთის მიმართ, მათმა ურთიერთქმედებამ ერთმანეთს შორის უნდა შეაღწიოს მოსწავლის სისხლსა და ხორცში”.