ტაროს მაგიის ეს რიტუალი საშუალებას მოგცემთ, მოძებნოთ პრობლემის გადაჭრის გზები.

არკანა:

  • “იმპერატორი”

ატრიბუტიკა:

  • მწვანე საწერ-კალამი
  • პატარა ნიჩაბი

დაღმავალი მთვარის ფაზის პერიოდში ამობეჭდეთ “იმპერატორის” არკანა. არკანას მეორე მხარეს დააწერეთ თქვენი პრობლემა, მაგალითად, “უმუშევრობა”, “ვალები”, “კონფლიქტი ქმართან/ცოლთან” და ა.შ., თან იფიქრეთ იმაზე, რომ ეს პრობლემა ნელ-ნელა ქრება თქვენი ცხოვრებიდან.

გადით გარეთ და თან წაიღეთ “იმპერატორი”-ს არკანა და პატარა ნიჩაბი წინასწარ შერჩეულ ადგილას. უმჯობესია, ეს იყოს ბაღი, ტყე, მინდორი და ზოგადად ისეთი ადგილი, სადაც მიწაა და არა – ასფალტი.

როდესაც შერჩეულ ადგილზე მიხვალთ, გააკეთეთ არკანისგან ქაღალდის თვითმფრინავი და რაც შეიძლება შორს გაუშვით ჰაერში. როცა ქაღალდის თვითმფრინავი მიწაზე დაეცემა, დაახლოებით ასეთი რამ წარმოთქვით:

“იმპერატორო, შეისმინე ჩემი. დამეხმარე, გადავჭრა ჩემი პრობლემები. მომეცი შენი სიბრძნე და სწორ გზაზე დამაყენე. მიმიყვანე იქ, სადაც ვიპოვნი პასუხს ჩემს შეკითხვაზე. მაჩვენე გზა, რომელსაც გავუყვები”.

შემდეგ ამოთხარეთ მიწა იმ ადგილას, სადაც ქაღალდის თვითმფრინავი დაეცა და იქვე ჩამარხეთ, თან დაახლოებით ასეთი რამ თქვით:

“მე გმარხავ შენ მყარ მიწაში და გიჭერს შენ მიწის ძალა, და შენ, იმპერატორო, მეუბნები პასუხს იმ შეკითხვაზე, რომლებიც მე მჭირდება. დაე, იყოს ასე!”.

შემდეგ დაბრუნდით სახლში ისე, რომ უკან არ მიიხედოთ.