არსებობს ბუნებრივი ქვები, რომლებიც დაგეხმარებათ ტაროს გაშლის დროს. მათი ნაწილი ინტუიციის გაძლიერებას უწყობს ხელს, ნაწილი შესანიშნავი დამცავია, ნაწილი უშუალოდ ინფორმაციის მიღებისთვისთვისაა სასურველი და ა.შ. მთავარია, სწორად შეარჩიოთ სასურველი მათგანი და შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენოთ.
თავდაპირველად განსაზღვრეთ მიზანი, თუ რისთვის გჭირდებათ პირადად თქვენ ბუნებრივი ქვა. რისი მიღწევა გსურთ? რა არის თქვენთვის პრიორიტეტული? შემდეგ იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოცემული სიით. რა თქმა უნდა, ქვების სია არასრულია, თუმცა, ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ:
- ავანტურინი – მწვანე: აძლიერებს ნათელხილვის უნარს.
- აზურიტი: დაგეხმარებათ იმ ადამიანთან კარგი კავშირის დამყარებაში, ვისთვისაც ტაროს შლით.
- ამაზონიტი: ამშვიდებს, აძლიერებს ნათელხილვის უნარს, დაგაკავშირებთ ბუნების ძალებთან.
- ამეთვისტო: აძლიერებს ინტუიციას და ვიზუალიზაციის უნარს, დაგიცავთ ნეგატიური ენერგიისგან და დაგამშვიდებთ.
- აპატიტი – ლურჯი: აძლიერებს ინტუიციას, დაგეხმარებათ სწორი ინფორმაციის მიღებაში.
- აქატი – ლურჯ მაქმანიანი: აძლიერებს ნათელხილვის უნარს, დაგეხმარებათ რთული გაშლების დროს, შეგმატებთ პოზიტივს, დაგეხმარებათ იმ ადამიანთან კარგი კავშირის დამყარებაში, ვისთვისაც ტაროს შლით.
- აქვამარინი: აძლიერებს ინტუიციას და ნათელხილვის უნარს.
- ვეფხვის თვალი: აძლიერებს ნათელხილვის უნარს, დაგეხმარებათ მოულოდნელობების წინასწარ დანახვაში, დაგიცავთ ენერგიის დაკარგვისგან, შეგმატებთ თავდაჯერებულობას.
- იასპი: საშუალებას მოგცემთ, საღი გონებით და ილუზიების გარეშე განმარტოთ თითოეული არკანა.
- კვარცი – გამჭვირვალე: დაგეხმარებათ უმაღლეს ძალებთან დაკავშირებაში.
- კვარცი – ვარდისფერი: აძლიერებს ინტუიციას, დაგეხმარებათ დამშვიდებაში და დაამშვიდებს ისეთ ადამიანსაც, რომელიც ტაროს გაშლის დროს ნერვიულობს.
- კვარცი – თმიანი: აძლიერებს ნათელხილვის უნარს.
- კვარცი – კვამლიანი: აძლიერებს კონცენტრაციის უნარს, საშუალებას მოგცემთ, საღი გონებით და ილუზიების გარეშე განმარტოთ თითოეული არკანა.
- კვარცი – ლურჯი ან ცისფერი: დაგეხმარებათ უმაღლეს ძალებთან დაკავშირებაში.
- კიანიტი: შეგმატებთ თავდაჯერებულობას, დაგეხმარებათ იმ ადამიანთან კარგი კავშირის დამყარებაში, ვისთვისაც ტაროს შლით.
- ლაბრადორიტი: აძლიერებს მედიუმიზმს, დაგეხმარებათ უმაღლეს ძალებთან დაკავშირებაში და რთული გაშლების დროს.
- ლაზურიტი: დაგიცავთ ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისგან, დაგეხმარებათ სიზმრების ახსნაში, დაგაკავშირებთ უმაღლეს ძალებთან.
- ლარვიკიტი: დაგეხმარებათ მაგიური უნარების გაძლიერებაში.
- მაგნეტიტი: აძლიერებს ვიზუალიზაციის უნარს, დაგიცავთ ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისგან, საშუალებას მოგცემთ, საღი გონებით და ილუზიების გარეშე განმარტოთ თითოეული არკანა.
- მალაქიტი: დაგიცავთ ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისგან და გაწმენდს თქვენს სამუშაო სივრცეს ენერგეტიკულად.
- მთვარის ქვა: აძლიერებს ინტუიციას.
- მოლდავიტი: აძლიერებს ინტუიციას და ვიზუალიზაციის უნარს, დაგიცავთ ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისგან.
- ობსიდიანი – დაფიფქული: აძლიერებს ნათელხილვას, დაგიცავთ ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისგან, საშუალებას მოგცემთ, საღი გონებით და ილუზიების გარეშე განმარტოთ თითოეული არკანა.
- ობსიდიანი – შავი: საშუალებას მოგცემთ, საღი გონებით და ილუზიების გარეშე განმარტოთ თითოეული არკანა.
- ონიქსი – შავი: აირეკლავს ნეგატიურ ენერგიას და საშუალებას მოგცემთ, საღი გონებით და ილუზიების გარეშე განმარტოთ თითოეული არკანა.
- პირიტი: დაგეხმარებათ ისეთი გაშლების დროს, როდესაც სხვა ადამიანთან კონტაქტის დამყარება რთულია (მათ შორის დისტანციური გაშლების დროს).
- პრენიტი: აძლიერებს წინასწარმეტყველების უნარს. მეტი ეფექტურობისთვის სასურველია, შეინახოთ ტაროს დასტასთან ერთად.
- სელენიტი: აძლიერებს მედიუმიზმს და ნათელხილვის უნარს, საშუალებას მოგცემთ, დაინახოთ წინა ცხოვრება და ახსნათ სიზმრები, წმენდს სამუშაო სივრცეს და ადამიანების ენერგეტიკას. მეტი ეფექტურობისთვის სასურველია, შეინახოთ ტაროს დასტასთან ერთად.
- სოდალიტი: ამშვიდებს, აძლიერებს ინტუიციას.
- ტურმალინი – შავი: წმენდს სამუშაო სივრცეს, დაგეხმარებათ ნეგატიური ენერგიისგან თავდაცვაში, საშუალებას მოგცემთ, საღი გონებით და ილუზიების გარეშე განმარტოთ თითოეული არკანა.
- ფირუზი: შეგმატებთ თავდაჯერებულობას, დაგეხმარებათ იმ ადამიანთან კარგი კავშირის დამყარებაში, ვისთვისაც ტაროს შლით.
- ფლუორიტი: დაგეხმარებათ, რომ ნათლად დაინახოთ მოსალოდნელი მოვლენები, დაგიცავთ ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისგან.
- ქალკედონი – ლურჯი: დაგამშვიდებთ, აამაღლებს ყურადღებით მოსმენის უნარს (სხვა ადამიანისთვის ტაროს გაშლის შემთხვევაში), გააძლიერებს თქვენს ორატორულ ნიჭს და გაგხდით მეტად გულისხმიერს.
- ქრიზოკოლა: დაგეხმარებათ იმაში, რომ ადამიანს სწორად მიაწოდოთ არკანებიდან მიღებული ინფორმაცია.
- ქრიზოპრასი: დაგეხმარებათ მოულოდნელობების წინასწარ დანახვაში. მეტი ეფექტურობისთვის სასურველია, შეინახოთ ტაროს დასტასთან ერთად.
- ცელესტიტი: წმენდს სამუშაო სივრცეს, აბალანებს ენერგეტიკას, დაგეხმარებათ უმაღლეს ძალებთან დაკავშირებაში.
- ციტრინი: აძლიერებს ინტუიციას.
- ხარის თვალი: აძლიერებს ნათელხილვის უნარს, დაგიცავთ ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისგან.
- ჰემატიტი: დაგიცავთ ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისგან და დაგეხმარებათ იმაში, რომ უფრო მეტად გაითავისოთ იმ ადამიანის პრობლემა, ვისთვისაც ტაროს შლით.
- ჰოვლიტი: აძლიერებს ვიზუალიზაციის უნარს.
მას შემდეგ, რაც გააკეთებთ არჩევანს, დაგეგმეთ დღე, როდესაც ქვას შეიძენთ. სასურველია, ეს იყოს ახალი მთვარის, აღმავალი ფაზის ან სავსე მთვარის პერიოდი. შეძენის შემდეგ ქვა გაწმინდეთ (სწორედ ისე, როგორც ტაროს დასტის შემთხვევაში) და დამუხტეთ ენერგეტიკულად.
აღნიშნული პროცედურების შემდეგ ტაროს ყოველი გაშლის დროს თქვენი ქვა გედოთ მაგიდაზე ან ჯიბეში. ასევე, შეგიძლიათ, გაშლის დაწყების წინ და დამთავრების შემდეგ იმედიტიროთ ქვით ხელში.
თუ შეატყობთ, რომ თქვენს მიერ შერჩეული ქვა არაეფექტურია ან თქვენზე უარყოფითად მოქმედებს, მოერიდეთ მის ხელახლა გამოყენებას და არჩევანი სხვა ქვაზე შეაჩერეთ.