ტაროს 22 არკანიანი გაშლის მეთოდი შესანიშნავია არამარტო იმ შემთხვევებისთვის, როდესაც აპირებთ 22 ცხოვრებისეული სფეროს და საკითხის ამჟამინდელი სიტუაციის ანალიზს, არამედ მაშინაც, როდესაც გჭირდებათ აღნიშნული სფეროების/საკითხების მომავლის პროგნოზირება ან კონკრეტული რჩევების მიღება.
დასაწყისისთვის გადაწყვიტეთ, ტაროს სრული დასტით იხელმძღვანელებთ თუ მხოლოდ მაღალი არკანებით. შემდეგ კარგად აურიეთ ბანქოები და განალაგეთ შესაბამის პოზიციებზე.
პოზიციების აღწერები
- სულელი: პოტენციალი, შინაგანი თავისუფლება, თავგადასავლები.
- ჯადოქარი: უნარები, გამოცდილება, პრაქტიკული სამუშაოები.
- ქურუმი ქალი: ინტუიცია, საიდუმლოებები, ცოდნა.
- იმპერატორი ქალი: ოჯახი, მატერიალური მდგომარეობა, ქველმოქმედება.
- იმპერატორი: კარიერა, სამსახური, სტრატეგია.
- ქურუმი: რელიგია, რწმენა, პრინციპები.
- შეყვარებულები: სასიყვარულო ურთიერთობა, არჩევანის გაკეთება, სულიერი ჰარმონია.
- ეტლი: მიზნები, კონტროლი, მოგზაურობა.
- ძალა: დამოუკიდებლობა, გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენა, ფარული ლიდერობა.
- განდეგილი: სიბრძნე, ქვეცნობიერი, სულიერი სამყარო.
- ბედის ბორბალი: იღბლიანობა, რისკები, მოვლენების გამეორება.
- მართლმსაჯულება: სამართლიანობა, იურიდიული საკითხები, პრობლემების მოგვარება.
- ჩამოკიდებული კაცი: თავის გაწირვა, კომპლექსები, სტრესები.
- სიკვდილი: ახალი ცხოვრება, ცვლილებები, წარსულისგან გათავისუფლება.
- თავშეკავება: ბალანსი, გადაწყვეტილებები, ჰარმონია რომელიმე ცხოვრებისეულ სფეროში.
- ეშმაკი: მავნე ჩვევები, ვნება, სექსუალური სფერო.
- კოშკი: განადგურება, გათავისუფლება, საფრთხე.
- ვარსკვლავი: იმედი, ოპტიმიზმი, ცხოვრების ორიენტირი.
- მთვარე: ილუზიები, ტყუილი, ინსტინქტები.
- მზე: ბედნიერება, ენერგია, აქტიურობა.
- სამსჯავრო: კარმული დავალებები, ურთიერთობა ნათესავებთან და წინაპრებთან, შეცდომები.
- სამყარო: სიმშვიდე, დაწყებული საქმის დასრულება, ახალი ციკლი.
პოზიციების შესაბამისი თემები თავად უნდა შეარჩიოთ და შეკითხვებიც თავად უნდა მოიფიქროთ. საჩვენებლად გთავაზობთ შეკითხვებს ყველა პოზიციაზე:
- სულელი: რა სახის პოტენციალი გამაჩნია?
- ჯადოქარი: როგორ განვავითარო ჩემი უნარები მიზნის მისაღწევად?
- ქურუმი ქალი: როგორია ჩემი ინტუიციის მდგომარეობა ამ ეტაპზე?
- იმპერატორი ქალი: როგორ მოვიპოვო მატერიალური სტაბილურობა?
- იმპერატორი: რა მელოდება კარიერული კუთხით უახლოეს პერიოდში?
- ქურუმი: როგორ უნდა მოვიქცე, რომ რწმენა გავიმყარო?
- შეყვარებულები: როგორ გავაუმჯობესო ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა?
- ეტლი: რამდენად კარგი იდეაა მოგზაურობის დაწყება?
- ძალა: რამდენად კარგად გამომდის გარშემოყოფებზე გავლენის მოხდენა?
- განდეგილი: რის თქმა სურს ჩემთვის ჩემს ქვეცნობიერს?
- ბედის ბორბალი: რამდენად იღბლიანი ვარ ამ ეტაპზე?
- მართლმსაჯულება: რამდენად სამართლიანად ვექცევი გარშემომყოფებს?
- ჩამოკიდებული კაცი: რამდენად ღირს მსხვერპლის გაღება ჩემი მიზნის მისაღწევად?
- სიკვდილი: რამდენად მზად ვარ ახალი ცხოვრების დასაწყებად?
- თავშეკავება: როგორ დავაბალანსო ჩემი ცხოვრების კონკრეტული სფერო?
- ეშმაკი: რა სახის უარყოფითი თვისება მაფერხებს მიზნისკენ მიმავალ გზაზე?
- კოშკი: რა უნდა გავანადგურო ჩემს ცხოვრებაში იმისთვის, რომ მივიღო სასურველი შედეგი?
- ვარსკვლავი: რა მიძლიერებს იმედს?
- მთვარე: რამდენად მაღალია იმის რისკი, რომ ვცხოვრობდე ილუზიებში?
- მზე: რა მანიჭებს ბედნიერებას?
- სამსჯავრო: როგორ უნდა შევასრულო ჩემი კარმული დავალება?
- სამყარო: რამდენად კარგი პერიოდია დაწყებული საქმის დასრულებისთვის?
გაშლის შეკვეთა შეგიძლიათ “ტაროს სალონის” Facebook-ის გვერდის საშუალებით.