ტაროს მაგიაში არსებობს რიტუალი, რომელიც სასურველ ადამიანთან დაახლოებას უწყობს ხელს. რიტუალი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, როდესაც ხედავთ, რომ ეს ადამიანი თქვენს მიმართ დადებითადაა განწყობილი, მაგრამ გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ ხერხდება ურთიერთობის გაღრმავება.

არკანები

  • “შეყვარებულები”
  • “ვარსკვლავი”
  • “თასების მეფე” ან “თასების დედოფალი” სასურველი ადამიანის სქესიდან გამომდინარე

ატრიბუტიკა

  • 2 ვარდისფერი სანთელი
  • წითელი ან თეთრი სუფრა/დასაფენი ქსოვილი

შეარჩიეთ რიტუალის ჩატარების დღე აღმავალი მთვარის პერიოდში. განმარტოვდით ღამით, ძილის წინ თქვენს ოთახში. დააფინეთ მაგიდაზე ქსოვილი, დადგით სანთლები, აანთეთ და ტაროს დასტიდან ამოიღეთ საჭირო არკანები.

თავდაპირველად აიღეთ “ვარსკვლავის” არკანა, დააკვირდით და წარმოიდგინეთ, რომ ის ფაქტორები, რაც თქვენს ერთად ყოფნას უშლის ხელს, ნელ-ნელა ქრება. დადეთ ბანქო თქვენს წინ და შემდეგ აიღეთ “თასების მეფის” ან “თასების დედოფლის” არკანა. წარმოიდგინეთ ამ არკანის ის დადებითი თვისებები, რაც გინდათ, რომ თქვენს სასურველ ადამიანსაც გააჩნდეს (მაგალითად, იყოს მოსიყვარულე, გამგები, თბილი, ერთგული, სასიამოვნო, გვერდში მდგომი და ა.შ.), შემდეგ კი წარმოთქვით:

“ვიხმობ 4 სტიქიის ძალას! ვიხმობ ყოველ ნათელ სულს! ვიხმობ სიყვარულის ყოველ ღვთაებას! დაე, ჩემი საყვარელი ადამიანის გულამდე მისასვლელი გზა იყოს მარტივი!”

დადეთ ბანქო თქვენს წინ და შემდეგ აიღეთ “შეყვარებულების” არკანა. წარმოიდგინეთ, რომ ერთად ხართ და წარმოთქვით:

“მე ვიხმობ სიყვარულს! (ადამიანის სახელი) მოდის ჩემთან და სანთლის ალი ანათებს ჩემსკენ მომავალ გზას, რათა ჩვენ შევხვდეთ ერთმანეთს, სადაც არ უნდა ვიყოთ. მე გავცემ სიყვარულს და ვიღებ სიყვარულს. მე გავცემ ვნებას და ვიღებ ვნებას. ჩვენ ვიზიდავთ ერთმანეთს და მთელი სამყარო გვიწყობს ხელს, რომ ერთად ვიყოთ! დაე, იყოს ასე!”

შემდეგ დატოვეთ არკანები მაგიდაზე, სანამ სანთლები ბოლომდე არ დაიწვება და დაასრულეთ რიტუალი.