პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზების მოძიებაში დაგეხმარებათ ტაროს მაგიის ერთ-ერთი რიტუალი. ეს რიტუალი დაგანახებთ ახალ მიმართულებებს და გაგიჩენთ ახალ იდეებს, რომ მოიშოროთ დაბრკოლება, რომელიც წინსვლის საშუალებას არ გაძლევთ.
არკანა
- “კვერთხების 3”
ატრიბუტიკა
- ყვითელი სანთელი
- თეთრი სანთელი
- ქინძისთავი ან წკირი
ქინძისთავის ან წკირის მეშვეობით ყვითელ სანთელზე ქვემოდან ზემოთ მოკლედ დაწერეთ თქვენი პრობლემა (მაგალითად, “უფულობა” ან “მარტოობა”). დადგით სანთელი, აანთეთ და თქვით ამდაგვარი რამ:
“ცეცხლის ალო, კაშკაშა და მანათობელო, ნათელი მოჰფინე ჩემს გადაწყვეტილებას. დაე, იყოს ასე!”
შემდეგ დაიჭირეთ ხელში “კვერთხების 3”-ის არკანა და იფიქრეთ პრობლემაზე. შეხედეთ მას სხვადასხვა კუთხით და ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რასაც თქვენს ცხოვრებაში ეს პრობლემა ბლოკავს. შემდეგ ყურადღება არკანაზე გადაიტანეთ და მიმართეთ მას დაახლოებით ასეთი ტექსტით:
“ჩემო შთაგონების წყაროვ, აღავსე ჩემი გონება აზრებით, რათა ვიპოვნო გამოსავალი და შევძლო წინსვლა ცხოვრებაში. დაე, იყოს ასე!”
დადეთ არკანა სანთლის წინ და აცადეთ, რომ სანთელი ბოლომდე ჩაიწვას. შემდეგ აიღეთ არკანა მარცხენა ხელით და ჩადეთ ჩანთაში ან დოკუმენტების საქაღალდეში. ატარეთ თან მანამდე, სანამ არ იპოვნით პრობლემის გადაჭრის გზას. შემდეგ გადაატარეთ არკანა თეთრი სანთლის ალზე და დასტაში ჩააბრუნეთ ან შეინახეთ.