“გახსოვდეთ, რომ ბანქოები არ ინტერპრეტირდება “ისე უბრალოდ”. ისინი ინტერპრეტირდება კონტექსტში.
კლიენტს, თუნდაც ვიყო ეს მე ან სხვა ადამიანი, გააჩნია თემა, შეკითხვა ან მიმართულება ძიებისთვის. გაშლა, რომელსაც ვირჩევთ ან ვქმნით, შეიცავს შეკითხვებს და ქვე-შეკითხვებს ამ თემის შესახებ. ჩემთვის ის, რაც ბანქოს უფრო მეტ კონკრეტულობას და პირად მნიშვნელობებს ჰმატებს ინტერპრეტირების დროს, არის იმის აუცილებლობა, რომ განიმარტოს იგი შეკითხვის ან თემის პოზიციიდან. მაგალითად, თუკი ადამიანი იღებს “ვარსკვლავს” პასუხად შეკითხვაზე: “რაში მდგომარეობს ჩემი პიროვნების საუკეთესო თვისება?”, შეიძლება, ვუპასუხოთ კლიენტს, რომ იგი წარმოადგენს რესურსს და წყაროს შთაგონებისთვის. თუკი კლიენტი იღებს “ვარსკვლავს” პასუხად შეკითხვაზე: “რაში მდგომარეობს ჩემი პიროვნების ყველაზე ცუდი თვისება?”, ბანქომ, შესაძლოა, მიანიშნოს, რომ მისთვის მტკივნეულია და საკმაოდ რთულია “ვარსკვლავად” ყოფნა. ყოველთვის, როდესაც ვერ ვახერხებ ბანქოს ინტერპრეტირებას, მე, შესაძლოა, მავიწყდება, რომ განვმარტო იგი კონტექსტის მიხედვით. თუკი მე ვუბრუნდები თემას და შეკითხვას ამ თემის შესახებ, ყველაფერი გაცილებით დახვეწილად უბრუნდება თავის ადგილს.”