“რაც შეიძლება ხშირად აკეთეთ გაშლები.

რაღაც მომენტში დადგება დრო, როცა გვერდით გადადებთ წიგნებს და ჩანაწერებს და უბრალოდ წაიკითხავთ ბანქოებს. როგორც ვერავინ ისწავლის პიანინოზე დაკვრას წიგნების კითხვით, ისევე ვერავინ გახდება ტაროს ექსპერტი დიდი პრაქტიკის გარეშე. ატარეთ თქვენი დასტა ყველგან, სადაც კი წახვალთ – გაშალეთ მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, უფასოდ გაუშალეთ მოხალისეებს ბიბლიოთეკაში ან სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე. აკეთეთ გაშლები ყოველდღიურ სიახლეებზე, თქვენს დასვენების დღეებზე, თქვენს მიზნებზე, იმედებზე, ოცნებებზე – ყველაფერზე! მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილება მიიღოთ და მალე აღმოაჩენთ, რომ ავტომატურად ფიქრობთ ტაროს ენაზე იმ მომენტში, როდესაც პირველ ბანქოს ატრიალებთ.”