აღნიშნული მეთოდი მიეკუთვნება ე.წ. კარმული გაშლის მეთოდებს და განკუთვნილია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც გაქვთ ეჭვი, რომ კონკრეტულ პიროვნებას წინა ცხოვრებაშიც იცნობდით. ეს გაშლა გამოგადგებათ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პიროვნების დაბადების თარიღის არცოდნის გამო შეუძლებელია კარმული ურთიერთობის განსაზღვრა. გაითვალისწინეთ, რომ თუ პირველ შეკითხვაზე მიიღებთ უარყოფით პასუხს, გაშლა უნდა შეწყვიტოთ.

  1. რამდენად დიდი შანსია, რომ წინა ცხოვრებაში ნაცნობები ყოფილიყავით?
  2. როგორი ურთიერთობა გქონდათ ერთმანეთთან?
  3. როგორი დამოკიდებულება გქონდათ მის მიმართ პირადად თქვენ?
  4. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ადამიანს თქვენს მიმართ?
  5. რა კარმული დავალება გაკავშირებდათ ერთმანეთთან?
  6. რისი მიღწევა შეგიძლიათ ერთობლივად ამ ცხოვრებაში?
  7. რას უნდა ერიდოთ იმისთვის, რომ კარმული დავალება შეასრულოთ?
  8. რას მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ შეასრულებთ კარმულ დავალებას?

გაშლის შეკვეთა შეგიძლიათ “ტაროს სალონის” Facebook-ის გვერდის საშუალებით.