ადამიანი ენერგიის დიდ ნაწილს გარესამყაროსგან იღებს, ენერგიის ერთ-ერთ სუფთა წყაროს კი ხეები წარმოადგენენ. სწორედ ბუნებაში, ტყეებშია შესაძლებელი სუფთა ენერგიის მიღება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა ხე არ გასცემს ენერგიას. მათი ნაწილი თავად საჭიროებს გარესამყაროსგან ენერგიის მიღებას. შესაბამისად, ხეები იყოფიან ე.წ. “დონორებად” და “ვამპირებად”. იმის ცოდნა, თუ რომელი ხისგან რა სარგებლის მიღებაა შესაძლებელი ბიოენერგეტიკული თვალსაზრისით, ადამიანს ეხმარება არამარტო ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, არამედ, განკურნებაშიც.

დონორი ხეები გასცემენ ენერგიას, ვამპირი ხეები კი – იღებენ. თუმცა, აუცილებლია იმის გათვალისწინება, რომ ხეები გასცემენ მხოლოდ დადებით ენერგიას, ხოლო იღებენ ნებისმიერი სახისას – დადებითსაც და უარყოფითსაც. სწორედ ამაში მდგომარეობს მათი საიდუმლო.

ენერგოდონორი ხეების არასრული სია ასე გამოიყურება:

  • აკაცია
  • ალუბალი
  • არყი
  • გარგარი
  • კედარი
  • მუხა
  • ნეკერჩხალი
  • ფიჭვი
  • ქაცვი
  • ცაცხვი
  • ცირცელი

რაც შეეხება ენერგოვამპირ ხეებს, ესენია:

  • ალვა
  • ვერხვი
  • მურყანი
  • ნაძვი
  • ტირიფი
  • ღვია
  • შოთხვი
  • წაბლი

იმისთვის, რომ დაიწყოთ ხესთან ბიოენერგეტიკული მუშაობა, თავდაპირველად დაფიქრდით, კონკრეტულად რა გესაჭიროებათ. თუ მხოლოდ ენერგიის მიღება გსურთ, გაემართეთ პირდაპირ დონორი ხეებისკენ, ხოლო თუ თქვენ რაიმე დაავადება გაწუხებთ, ამაში ვამპირი ხეები დაგეხმარებათ. ენერგოვამპირი ხე თქვენში დაგროვებული უარყოფითი ენერგიისგან გაგასუფთავებთ, ენერგოდონორი კი წმენდის შემდეგ თავის დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ.

სასურველი ხის შესარჩევად მიენდეთ ინტუიციას. ეს საჭიროა იმისთვის, რომ თქვენსა და ხეს შორის ენერგეტიკული კავშირი დამყარდეს. დადექით შერჩეულ ხესთან სამხრეთ მხარეს, ზურგით მიეყრდენით, შემდეგ ჩამოშვებული ხელებით ჩაეხუტეთ, თვალები დახუჭეთ და მოდუნდით. ეკონტაქტეთ ხეს გონებით. სთხოვეთ მას, რომ ან ენერგია გადმოგცეთ და ან დაავადება მოგაშოროთ. თუ ხესთან ენერგეტიკულ კონტაქტს დაამყარებთ, ცოტა ხანში განსხვავებული შეგრძნება დაგეუფლებათ. დონორის შემთხვევაში ეს იქნება ტალღისებური სითბო, ვამპირის შემთხვევაში კი იგრძნობთ, როგორ თავისუფლდებით შინაგანი ზეწოლისგან, ტკივილისგან, სიმძიმისგან და ა.შ. ღრმად ისუნთქეთ რამდენიმე წუთის მანძილზე. ბოლოს კი გადაუხადეთ ხეს მადლობა და სახლში დაბრუნდით.

ზოგჯერ დონორი ხე “უარს ამბობს” ენერგიის გადმოცემაზე. ამას გარკვეული მიზეზები აქვს. შესაძლებელია, არ მყარდება კონტაქტი ენერგეტიკულ დონეზე ან ხეს სუსტი ენერგია გააჩნია. ასეთი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად გამოგადგებათ იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა გაარჩიოთ ერთმანეთისგან დონორი და ვამპირი, ასევე, ძლიერი და სუსტი ხეები:

მეთოდი #1

აიღეთ ფოლგის პატარა, თხელი ნაჭერი, დაიჭირეთ საჩვენებელი და ცერა თითებით, მიიტანეთ ხესთან ახლოს და დააკვირდით. ვამპირი ხეები ფოლგას თავისკენ მიიზიდავენ, დონორები კი პირიქით – განიზიდავენ.

მეთოდი #2

გაშლილი ხელისგული 1,5 მეტრზე მიიტანეთ ხესთან. თუ სითბოს იგრძნობთ, ე.ი. ეს ხე დონორია, ხოლო თუ სიცივეს – ვამპირი.

მეთოდი #3

ზურგით მიეყრდენით ხეს. თუ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, დონორ ხესთან დგახართ, თუ სისუსტეს ან თავბრუსხვევას – ვამპირთან.

მეთოდი #4

დააკვირდით ხეს – თუ ის დონორია, მის გარშემო მინიმუმ 6 მეტრის მანძილზე არცერთი ხე არ უნდა იდგას. თუ ხეები ჯგუფ-ჯგუფად დგანან, მათ სუსტი ენერგეტიკა გააჩნიათ.

სასურველია, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევებიც:

  • ხესთან კონტაქტისთვის ჩაიცვით მსუბუქი, ნატურალური მასალისგან შეკერილი სამოსი.
  • ყველაზე ძლიერი ენერგია ხეებს გაზაფხულზე, ყვავილობის დროს აქვთ.
  • თუ ხესთან მისვლისას გიძლიერდებათ ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნება, სასწრაფოდ მოშორდით და სხვა ხე მოძებნეთ.
  • დონორ ხესთან უნდა გაჩერდეთ საშუალოდ 3-5 წთ და არაუმეტეს 10 წთ.
  • ვამპირ ხეებთან გაჩერება არ შეიძლება 20-30 წთ-ზე მეტხანს.
  • თქვენს მიერ შერჩეული ხე ჯანსაღად უნდა გამოიყურებოდეს.
  • ენერგიით დამუხტვა მოახდინეთ დაძინებამდე მინიმუმ 2-3 სთ-ით ადრე.

ზოგიერთი ხის ბიოლოგიური საათები (საქართველოს დრო):

ალვის ხე

აქტიურობის პერიოდი: 15:00 – 18:00 სთ.
პასიურობის პერიოდი: 04:00 – 05:00 სთ.

არყის ხე

აქტიურობის პერიოდი: 05:00 – 09:00 სთ.
პასიურობის პერიოდი: 03:00 – 04:00 სთ.

ვერხვი

აქტიურობის პერიოდი: 14:00 – 17:00 სთ.
პასიურობის პერიოდი: 02:00 – 03:00 სთ.

იფანი

აქტიურობის პერიოდი: 11:00 – 13:00 სთ.
პასიურობის პერიოდი: არ აქვს (თუ ხე ჯანსაღია).

მურყანი

აქტიურობის პერიოდი: ნებისმიერი დრო (თუ ხე ჯანსაღია).
პასიურობის პერიოდი: 01:30 – 04:00 სთ.

მუხა

აქტიურობის პერიოდი: 21:00 – 03:00 სთ.
პასიურობის პერიოდი: 15:00 – 17:00 სთ.

ნეკერჩხალი

აქტიურობის პერიოდი: 07:00 – 10:00 სთ.
პასიურობის პერიოდი: 04:00 – 05:00 სთ.

ტირიფი

აქტიურობის პერიოდი: 18:00 – 21:00 სთ.
პასიურობის პერიოდი: 02:00 – 03:00 სთ.

ფიჭვი

აქტიურობის პერიოდი: ნებისმიერი დრო (თუ ხე ჯანსაღია).
პასიურობის პერიოდი: არ აქვს (თუ ხე ჯანსაღია).

ცაცხვი

აქტიურობის პერიოდი: 02:00 – 06:00 სთ.
პასიურობის პერიოდი: 06:00 – 07:00 სთ.

ცხენის წაბლი

აქტიურობის პერიოდი: 13:00 – 15:00 სთ.
პასიურობის პერიოდი: 07:00 – 08:00 სთ.