იული ერთ-ერთია 8 მაგიური დღესასწაულიდან. ამ დღეზე ტაროს გაშლის სხვადასხვა, სპეციფიკურ მეთოდებს მიმართავენ. მათ შორის არის “იულის წმინდა დღეები”, რომელიც გათვლილია 12 დღეზე და ტარდება მხოლოდ და მხოლოდ 20 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

აღნიშნული გაშლის წესი ასეთია: განაცალკევეთ მაღალი და დაბალი არკანები. ყოველდღე (სასურველია ღამით, 12:00 სთ-ის შემდეგ) თითო არკანა ამოიღეთ 22-დან და თანდათან დააწყვეთ ისე, როგორც სქემაზეა გამოსახული. 12 დღეში, როცა გაშლას დაასრულებთ, შედეგები და განმარტებები ქაღალდზე ჩაიწერეთ და შეინახეთ. გაითვალისწინეთ, რომ 12 დღის მანძილზე ეს დასტა სხვა არაფრისთვის უნდა გამოიყენოთ.

  1. 20 დეკემბერი – დედების ღამის სიზმრები: ეს არკანა გირჩევთ, რომ იპოვნოთ განსაკუთრებული აზრი თქენს სიზმარში, რომელსაც ამ ღამით ნახავთ.
  2. 21 დეკემბერი – ზამთრის მზე: ეს არკანა გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა შემოუშვათ სინათლე და პოზიტიური მოვლენები თქვენს ცხოვრებაში და შინაგან სამყაროში.
  3. 22 დეკემბერი – ბეთის დრო: ეს არკანა მიანიშნებს შინაგან შეზღუდვებზე, რომლებიც ხელს გიშლიათ წინსვლაში, ოცნებების განხორციელებაში და მიზნების მიღწევაში.
  4. 23 დეკემბერი – აღდგენის დრო: ეს არკანა გაჩვენებთ, თუ რომელია საუკეთესო გზა განწმენდისა და შინაგანი აღდგენისთვის.
  5. 24 დეკემბერი – დედების ლხინი: ეს არკანა გაჩვენებთ, თუ რომელია საუკეთესო გზა წინაპრების სულებთან დასაკავშირებლად და მათგან სიბრძნის ან დახმარების მისაღებად.
  6. 25 დეკემბერი – სიცოცხლის დღესასწაული: ეს არკანა გაჩვენებთ პირდაპირ გზას იმისთვის, რომ თქვენს სულიერ სამყაროს დაუკავშირდეთ.
  7. 26 დეკემბერი – შობის წმინდა დღე: ეს არკანა გაჩვენებთ, თუ როგორ გამოიჩინოთ მზრუნველობა ახლობლების მიმართ და როგორ დაიცვათ ისინი.
  8. 27 დეკემბერი – ფრეიას დაბადება: ეს არკანა დაკავშირებულია სასიყვარულო საკითხებთან, წარმატებასთან, მხატვრობასთან, შემოქმედებით თვითგამოხატვასთან და ქალურ სიბრძნესთან.
  9. 28 დეკემბერი – ალკიონეს ლხინი: ეს არკანა გიგზავნით შეტყობინებას თქვენი გულიდან, რომელიც, შესაძლოა, აქამდე არ გესმოდათ.
  10. 29 დეკემბერი – ნიმფების დღე: ეს არკანა გაჩვენებთ თქვენს ”შინაგან ბავშვს” და მიგანიშნებთ, თუ როგორ უნდა განვითარდეთ ამ მხრივ.
  11. 30 დეკემბერი – დასვენების დღე: ეს არკანა გაჩვენებთ, თუ რა გზით უნდა იაროთ, რომ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა მოიპოვოთ.
  12. 31 დეკემბერი – ახალი წლის წინა დღე: ეს არკანა გასწავლით, თუ როგორ უნდა მოიშოროთ რაიმე ძველი და თქვენს ცხოვრებაში სიახლე შემოუშვათ.

გაშლის შეკვეთა შეგიძლიათ “ტაროს სალონის” Facebook-ის გვერდის საშუალებით მხოლოდ 20 დეკემბრამდე.