ჰელიოტროპი მწვანე შეფერილობის, წითელ და ყვითელ წინწკლებიანი ბუნებრივი ქვაა. მისი სახელი ნიშნავს “მზესთან ერთად მბრუნავს” და მეორენაირად “სისხლის ქვას” უწოდებენ. ჰელიოტროპს შეესაბამება ცეცხლის სტიქია, პლანეტა – მარსი, თვე – მარტი, ჩაკრა – მულადჰარა და შემდეგი ზოდიაქოს ნიშნები – ვერძი, მორიელი და თევზები. შუა საუკუნეების ლეგენდის თანახმად, ეს ქვა წარმოიშვა მაშინ, როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს და მისი ტერფებიდან წამოსული სისხლი იასპს (სხვა ვერსიით – ბალახიან მიწას) დაეწვეთა.

ძველად ჰელიოტროპს ფქვავდნენ, ურევდნენ თაფლს, კვერცხის ცილას და თვლიდნენ, რომ მიღებული მასა აჩერებდა არამარტო სისხლდენას, არამედ, კურნავდა სიმსივნურ წარმონაქმნებსაც. ასევე, სისხლდენის შეჩერების მიზნით ჯარისკაცებს ეს ბუნებრივი ქვა ბრძოლებში მიჰქონდათ. ალქიმიკოსები მას სისხლის მოწამვლის შემთხვევაში და შხამიანი გველის ნაკბენის დროს იყენებდნენ. ჰელიოტროპზე სპეციალურ გრავირებას აკეთებდნენ ბაბილონელები და შემდეგ მკითხაობდნენ, ეგვიპტელები კი ამ ქვით ახორციელებდნენ მტრებზე მაგიურ თავდასხმას და განადგურებას. ჰელიოტროპის საშუალებით აღებდნენ ყველა კარს, თავს აღწევდნენ ციხიდან და იძენდნენ “უხილავობას”.

ჰელიოტროპს სამკურნალო დანიშნულებით მრავალი დაავადებისთვის იყენებენ. მას შეუძლია გულის, სისხლძარღვების, ღვიძლის, თირკმელების, ნაწლავების, ძვლის ტვინის განკურნება. მისი საშუალებით ებრძვიან ანემიას, აძლიერებენ იმუნიტეტს, აქრობენ სისხლჩაქცევებს, აჩერებენ სისხლდენას, სისხლს თავისუფლად ცირკულაციის საშუალებას აძლევენ. ფსიქიკურ დონეზე ჰელიოტროპი აქრობს შიშებს, გაღიზიანებას (განსაკუთრებით ბავშვებში), ადამიანს ჰმატებს ფსიქიკურ სიმტკიცეს, სიმამაცეს, აძლევს მოტივაციას მიზნის მისაღწევად და გამარჯვების მოსაპოვებლად. ქალებისთვის ჰელიოტროპს დამატებით გააჩნია გამაჯანსაღებელი თვისებები: აგვარებს მენსტრუალურ დარღვევებს, მენოპაუზის მიმდინარეობა ხდება შედარებით იოლ ფორმებში, ორსულობის დროს მისი ხელზე დამაგრება თავიდან აცილებს ნაყოფის მოწყვეტას, ხოლო მშობიარობის დროს მისი თეძოზე დამაგრება სამშობიარო ტკივილების შემსუბუქებას უწყობს ხელს. გარდა ამ თვისებებისა, ჰელიოტროპი ითვლება აფროდიზიაკად, რადგან აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას.

გარდა სამკურნალო თვისებებისა, ჰელიოტროპს სხვადასხვა მაგიურ თვისებებს მიაწერენ. იგი მოიაზრება მაგიური ძალის გასაზრდელ საშუალებად. წარმატებით გამოიყენება ქალღმერთისადმი მიძღვნილ რიტუალებში და ეგზორციზმის ჩატარების დროს. იზიდავს ფულს, სიმდიდრეს და კეთილდღეობას, ადამიანს ეხმარება იურიდიული სახის პრობლემების მოგვარებაში, იცავს მფლობელს ჩხუბისგან, სიცრუისგან და ავი თვალისგან, აძლიერებს სიყვარულს, აქრობს ნეგატიურ ენერგიას და მის მაგივრად სახლში სასიცოცხლო ენერგიას წარმოქმნის. შესანიშნავი საშუალებაა ნათელმხილველური სიზმრების გამოსაწვევად, ასევე, ისეთ საკითხებზე მუშაობისთვის, როგორებიცაა წინა ცხოვრება და რეინკარნაცია. მუცელზე დადების შემთხვევაში ჰელიოტროპი სხეულიდან ხსნის ენერგეტიკულ ბლოკებს და ხელს უწყობს ენერგიის თავისუფალ ცირკულაციას მთელ სხეულში.

ლეიდენის პაპირუსში წერია, რომ “მსოფლიოს არ გააჩნია სისხლის ქვაზე დიდებული რამ”, ასეთი დამოკიდებულება ჰელიოტროპისადმი კი სრულიად გამართლებულია მისი უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე.