ფილიპ კუპერის წიგნი “სიგილების ძირითადი მაგია” წარმოადგენს სახელმძღვანელოს მათთვის, ვინც დაინტერესებულია სიგილების შექმნით.
წიგნში აღწერილია გრაფიკული სიმბოლოების შექმნის ტექნიკები. გარდა ამისა, “სიგილების ძირითადი მაგია” ეხება არამარტო სიგილების დამზადების მეთოდებს, არამედ, მაგიის სხვადასხვა მიმდინარეობებს ფერების მიხედვით, მაგიის კანონებს, ატრიბუტიკას, რიტუალებს და ა.შ. წიგნში მოცემულია ასევე სხვადასხვა სავარჯიშოებიც, რომლებიც დამწყებებს გამოადგებათ.
ენა: ინგლისური