მაგიური დღესასწაული იმბოლკი სიმბოლურად ასახავს იმ პერიოდს, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ზამთარი გასული, მაგრამ იწყება ბუნების მზადება გაზაფხულისთვის. იმბოლკზე ტაროს გაშლასაც თავის სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. ეს პერიოდი საუკეთესოა ტაროს ისეთი გაშლების პრაქტიკაში გამოსაყენებლად, რომლებიც უკავშირდება მომავალს, მომავლის გეგმებს, იდეებს, მოქმედებას, მზადებას რაიმე სიახლისადმი, ასევე, რჩევების მიღებას პიროვნებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

იმბოლკი

  1. ძღვენი: რა სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი ჩემს ცხოვრებაში ამ პერიოდში?
  2. ქალწული: ვინ/რა მიცავს ყოველგვარი ხიფათისგან?
  3. მიწა: რისთვის უნდა დავიწყო მზადება ამ პერიოდში?
  4. კვირტი: რა პროექტზე ღირს მუშაობის დაწყება ამ პერიოდში?
  5. განახლება: რა მელოდება უახლოეს მომავალში?

გამოცოცხლება

  1. მარცვალი: ჩემი ოცნება, რომლის განხორციელებაც მსურს ამ პერიოდში.
  2. სასიცოცხლო ძალა: რა მაძლევს ენერგიას, რა შთამაგონებს ამ ოცნების ასასრულებლად?
  3. ცეცხლი: რა მიწყობს ხელს ამ ოცნების ასასრულებლად?
  4. ყინული: რა მიშლის ხელს ამ ოცნების ასასრულებლად?
  5. მიწა: რამდენად რეალურია ჩემი ოცნების ასრულება ამ ეტაპზე?

ქალღმერთი ბრიგიდი

  1. ძღვენი ქალღმერთისადმი: ის, რაც უნდა გავცე სამყაროსთვის, ადამიანებისთვის და ზოგადად იმისთვის, რომ ცხოვრება გავიუმჯობესო.
  2. წყვდიადი: ის, რაც უნდა მოვიშორო ჩემი ცხოვრებიდან.
  3. სინათლე: ის, რაც უნდა შემოვუშვა ჩემს ცხოვრებაში.
  4. შეტყობინება ქალღმერთისგან: ის, რისი თქმაც სურს ჩემთვის სამყაროს/ღმერთს; რჩევა.
  5. შინაგანი ქალღმერთი: რამდენად ძლიერი კავშირი მაქვს ჩემს საკუთარ თავთან?

ბრიგიდის ჯვარი

  1. როგორია ჩემი სულიერი მდგომარეობა ამ ეტაპზე?
  2. რა უნდა გავაკეთო ჩემი სულიერი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
  3. რა არ უნდა გავაკეთო ჩემი სულიერი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
  4. რაზე უნდა მოვახდინო კონცენტრირება?
  5. რა უნდა დავივიწყო?

ზრდა

  1. ჩემი ძლიერი მხარე, რომელიც უნდა შევინარჩუნო.
  2. ჩემი სუსტი მხარე, რომელიც უნდა გამოვასწორო.
  3. რისი თქმა სურს ჩემს შინაგან ხმას?
  4. რა შთამაგონებს?
  5. რა მხრივ არის საჭირო ჩემი სულიერი განკურნება?
  6. რა არის საჭირო ჩემი პიროვნული ზრდისთვის?
  7. როგორ მოვიქცე იმისთვის, რომ მივაღწიო დასახულ მიზანს?

გაშლების შეკვეთა შეგიძლიათ “ტაროს სალონის” Facebook-ის გვერდის საშუალებით მხოლოდ იმბოლკის დღესასწაულზე.