“თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ექსპერტად გახდომაზე, მაშინ ჩემი რჩევაა, დარჩეთ სტუდენტად მთელი ცხოვრების მანძილზე. თქვენ მუდმივად უნდა იკითხოთ წიგნები, გაიაროთ პრაქტიკა ხალხთან, გაიაროთ კურსები და გამოსცადოთ ყოველი მეთოდი, რაც კი შეგიძლიათ.

რაც უფრო მეტს ისწავლით, უფრო მეტად გაიზრდებით, როგორც ტაროლოგი. არ გახდეთ მხოლოდ ერთი მიმართულებით მავალი, რადგან არსებობს უამრავი გზა, ფილოსოფია და ტექნიკა შეცნობისთვის. შეინარჩუნეთ გახსნილი გონება და დარჩით მოწყურებული. ცოდნა ძალაა და საუკეთესო ტაროლოგები ყოველთვის ცნობისმოყვარეები და შრომისმოყვარეები არიან. თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ტაროს პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე, ეს უკვე სულ სხვა სფეროა. წესი “სწავლის გაგრძელება” ისევ მოქმედებს, მაგრამ ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაერკვიოთ ბიზნესში და რაც მთავარია: მოეპყროთ თქვენს ბიზნესს ისე, როგორც ბიზნესს. თქვენ უნდა გაგაჩნდეთ ბიზნესის სწორი სტრუქტურა და ისწავლოთ, როგორ გააპიაროთ საკუთარი თავი, მოაგვაროთ საბუთებთან დაკავშირებული საკითხები, გადაიხადოთ გადასახადები და დაადოთ თქვენს პროდუქციას სამართლიანი ფასები. თქვენ ასევე უნდა ერკვეოდეთ შემოსავლებში, ამიტომ აუცილებელია ბიუჯეტის შედგენის შესწავლა. და უნდა იყოთ მზად, რომ მოახდინოთ მნიშვნელოვანი დროის და რესურსების ჩადება თქვენს ბიზნესში. იყოთ მეწარმე, ეს რთული სამუშაოა, მაგრამ საბოლოოდ ღირს, რადგან ის გაძლევთ სრულ კონტროლს თქვენს ცხოვრებაზე”.