“ჯადოქრის კიბის” გაშლა ხდება ლითასა და ლუნასას დღესასწაულებს შორის არსებულ შუალედში, ზოგადად 20-დან 31 ივლისის ჩათვლით (ლითას მე-2 დღიდან ლუნასამდე). გაშლის ეს მეთოდი საშუალებას მოგცემთ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ საკუთარ თავზე, განსაზღვროთ, სად იმყოფებით ამჟამად, რა დადებითი და უარყოფითი თვისებები გაგაჩნიათ, რა ურთიერთობა გაქვთ გარშემომყოფებთან და ა.შ. რაც მთავარია, მიიღებთ მინიშნებას ან გაფრთხილებას იმის შესახებ, თუ რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ამ პერიოდში.

- თქვენ ამჟამად: თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა; თქვენი აწმყო; თქვენი გზა, რომელსაც ახლა მიჰყვებით.
- სურვილები: ის, რაც გსურთ, რომ მიიღოთ ცხოვრებისგან; ის, რაზეც კონცენტრირებულია თქვენი ენერგია.
- მიღწევები და წარმატებები: ის, რასაც ცხოვრების ამ ეტაპზე მიაღწიეთ; ის, რაც ისწავლეთ და/ან გამოსცადეთ.
- დადებითი თვისებები: თქვენი ნიჭი; თქვენი უნარები; თქვენი პიროვნების საუკეთესო მახასიათებლები.
- უარყოფითი თვისებები: თქვენი ხასიათის უარყოფითი შტრიხები; შინაგანი წინააღმდეგობები.
- მავნე ჩვევები: ჩვევები, რომლებიც დაბრკოლებას გიქმნით ცხოვრებაში; ჩვევები, რომლებისგანაც უნდა გათავისუფლდეთ.
- ღირსება: თქვენი წარმოდგენები საკუთარ თავზე; თვითშეფასება.
- იმედები და ოცნებები: ის, რისი იმედიც გაქვთ ამ ცხოვრებაში; ის, რაზეც ოცნებობთ; ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება.
- ურთიერთობები: თქვენი დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ; თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა ურთიერთობების მხრივ.
- ლითადან ლუნასამდე: ის, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ პერიოდში; ის, რაზეც უნდა იმუშავოთ ამ ეტაპზე.
- რჩევა: როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ პიროვნული თვისებები ან თქვენი ცხოვრება.
- შედეგი: მომდევნო წელს რა შედეგებს მოგიტანთ თქვენს მიერ გაწეული ძალისხმევა.
გაშლის შეკვეთა შეგიძლიათ “ტაროს სალონის” Facebook-ის გვერდის საშუალებით მხოლოდ აღნიშნულ პერიოდში.