
იმბოლკის მე-17 დღეს “მშვიდობა” ეწოდება.
ეს დღე თავის არსით ძალიან მშვიდობიანია, ამიტომ ეცადეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ სიმშვიდე. შეიძლება, წარმოიშვას ისეთი პრობლემები, რაც ხელს შეგიშლით ამაში, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, აკონტროლეთ საკუთარი თავი. მოერიდეთ კონფლიქტებს, შენიშვნების მიცემას, უკმაყოფილების ხმამაღლა გამოთქმას, განსაკუთრებით მეზობლებთან და სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან.
სთხოვეთ შერიგება მათ, ვისთან ურთიერთობაც გაუარესებული გაქვთ. თუკი ვინმესთან დამნაშავე ხართ, არ იფიქროთ, რომ პატიების თხოვნით საკუთარ თავს დააკნინებთ და დაამცირებთ. პირიქით, დღევანდელი დღის ენერგია ხელს შეგიწყობთ, რომ არსებული სიტუაცია მაქსიმალურად დადებითად მოგვარდეს.
იზრუნეთ პირად სიმშვიდეზეც. იმედიტირეთ, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას, დაკავდით შემოქმედებითი სამუშაოებით.
რიტუალებიდან შეარჩიეთ ისეთი, რომელიც დაგეხმარებათ სიმშვიდის მოპოვებაში ან კონფლიქტების მოგვარებაში.
ქვებიდან ატარეთ შემდეგი:
- გამჭვირვალე კვარცი
- ვარდისფერი კვარცი
- ქალკედონი
- მთვარის ქვა
- სელენიტი
- ამაზონიტი
- ლარიმარი
- ცისფერი აქატი
დღის ბოლოს განმარტოვდით ოთახში, აანთეთ სანთელი და დაფიქრდით, რა გიკარგავთ სიმშვიდეს, რა იწვევს თქვენში აფორიაქებას, რა გაწევთ გულზე ლოდად. დაფიქრდით, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ჩაიწერეთ ეს ყველაფერი დღიურში, შემდეგ გაუგზავნეთ სამყაროს, ღმერთს ან მფარველებს სურვილი, რომელიც უკავშირდება ურთიერთობების დარეგულირებას ან სულიერი სიმშვიდის მოპოვებას, დაელოდეთ, რომ სანთელი დაიწვას და დაასრულეთ დღე.