არსებობს პატარა ტესტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, თქვენი დაბადების თარიღის და დროის მიხედვით გამოთვალოთ პირადი სტიქიები პროცენტული მაჩვენებლებით.
ამ ტესტის მიხედვით პროცენტები დაყოფილია 4 ნაწილად:
- 60% – ზოდიაქოს მზის ნიშნის შესაბამისი სტიქია
- 25% – სეზონის შესაბამისი სტიქია
- 10% – ეპოქის და კვირის დღის შესაბამისი სტიქია
- 5% – დაბადების საათის შესაბამისი სტიქია
თავდაპირველად საჭიროა, განსაზღვროთ თქვენი ზოდიაქოს მზის ნიშნის შესაბამისი სტიქია:
- ცეცხლი – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი
- მიწა – კურო, ქალწული, თხის რქა
- ჰაერი – ტყუპები, სასწორი, მერწყული
- წყალი – კირჩხიბი, მორიელი, თევზები
შემდეგ გამოთვალეთ სტიქიები სეზონის მიხედვით:
- ცეცხლი – გაზაფხული (22 მარტი – 21 ივნისი)
- მიწა – ზაფხული (22 ივნისი – 23 სექტემბერი)
- ჰაერი – შემოდგომა (24 სექტემბერი – 21 დეკემბერი)
- წყალი – ზამთარი (22 დეკემბერი – 21 მარტი)
შემდეგი ეტაპია სტიქიის გამოთვლა ეპოქის და კვირის დღის მიხედვით:
მიწის ეპოქა (1899 წლის ივლისიდან 1949 წლის ივლისამდე)
- ცეცხლი – სამშაბათი
- მიწა – შაბათი, კვირა
- ჰაერი – ოთხშაბათი, ხუთშაბათი
- წყალი – ორშაბათი, პარასკევი
ჰაერის ეპოქა (1949 წლის ივლისიდან 1999 წლის ივლისამდე)
- ცეცხლი – სამშაბათი, ხუთშაბათი
- მიწა – შაბათი
- ჰაერი – ოთხშაბათი, კვირა
- წყალი – ორშაბათი, პარასკევი
წყლის ეპოქა (1999 წლის ივლისიდან 2049 წლის ივლისამდე)
- ცეცხლი – სამშაბათი, ხუთშაბათი
- მიწა – შაბათი, პარასკევი
- ჰაერი – ოთხშაბათი
- წყალი – ორშაბათი, კვირა
და ბოლოს, საჭიროა სტიქიის გამოთვლა დაბადების საათის მიხედვით:
- ცეცხლი – დილა (06:00-12:00)
- მიწა – შუადღე (12:00-18:00)
- ჰაერი – საღამო (18:00-24:00)
- წყალი – ღამე (24:00-06:00)
მაგალითად, ავიღოთ დაბადების თარიღი და დრო: 17.04.1957, ოთხშაბათი, 15:45 სთ. სტიქიები პროცენტულად ასე გადანაწილდება:
- 60% ცეცხლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
- 25% ცეცხლი სეზონის მიხედვით
- 10% ჰაერი ეპოქის და კვირის დღის მიხედვით
- 5% მიწა დაბადების საათის მიხედვით
შედეგად გავიგებთ, რომ ამ დროს დაბადებული ადამიანის სტიქიების 85%-ს შეადგენს ცეცხლი, 10%-ს ჰაერი და 5%-ს მიწა.