
იმბოლკის მე-6 დღეს “პოეზია” ეწოდება.
ეს დღე არამარტო პოეზიას, არამედ, შემოქმედებას, ხელოვნებას და მშვენიერებას უკავშირდება.
დღევანდელი დღე სილამაზეს მიუძღვენით. დაფიქრდით, რაში ხედავთ პირადად თქვენ სილამაზეს – რისი ხილვა გაყენებთ კარგ განწყობაზე? მაგალითად, თუ ეს თქვენთვის ხელოვნების ნიმუშებია, მაშინ ეწვიეთ გამოფენებს, პოეზიის საღამოებს, დაათვალიერეთ ლამაზი ნახატები და ფოტოები, მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, ნახეთ დახვეწილი ფილმები.
თუკი თავადაც ხელოვანი ხართ, დრო დაუთმეთ შემოქმედებით სამუშაოებს, დაამუშავეთ იდეები და შექმენით ხელოვნების ნიმუშები.
აღსანიშნავია, რომ ამ დღეს შეიძლება ისეთი ჰობიც გაიჩინოთ, რაც მომავალში მოგიტანთ არამარტო დიდი რაოდენობით პოზიტიურ ემოციებს, არამედ ფინანსურ სარგებელსაც, ამიტომ სასურველია, თუ ახალი ჰობის მოძიებაზეც იზრუნებთ.
ეცადეთ, დღეს რაც შეიძლება კარგად გამოიყურებოდეთ. მიმართეთ თავის მოვლის პროცედურებს, ეწვიეთ სილამაზის სალონს, შეიცვალეთ ვარცხნილობა ან თმის ფერი, შეიძინეთ ახალი სამოსი, დაისვენეთ და განიტვირთეთ. დააკვირდით გარშემომყოფებსაც და არ დაგენანოთ მათთვის კომპლიმენტები.
ამ დღის რიტუალიც სილამაზეს, ხელოვნებას და შემოქმედებას უნდა უკავშირდებოდეს.
ქვებიდან არჩევანი შემდეგებზე შეაჩერეთ:
- ვარდისფერი კვარცი
- ფლუორიტი
- ლაბრადორიტი
- აქვამარინი
- ამეთვისტო
- გამჭვირვალე კვარცი
- ზურმუხტი
- ქარვა
- საფირონი
დღის ბოლოს აანთეთ სანთელი, კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს სილამაზეზე (როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერზე), გააცნობიერეთ, რა განიჭებთ განუმეორებელ ხიბლს, რით ხართ გამორჩეული, რა მოგწონთ თქვენს თავში და რას შეცვლიდით. ჩამოწერეთ ყველაფერი. ასევე, გააკეთეთ ჩანაწერი დღიურში, სადაც ისაუბრეთ არამარტო განვლილ დღეზე, არამედ თქვენს ჰობიზე, შემოქმედებით იდეებზე და ხელოვნებაზე. შემდეგ ჩაიფიქრეთ სურვილი, რაც უკავშირდება ამავე თემას და გაგზავნეთ სამყაროში. როგორც ყოველთვის, დაელოდეთ სანთლის ბოლომდე დაწვას და დაასრულეთ დღე.