როდესაც პროგნოზი ნეგატიურია


 

img_20161129_154625

ტაროს საშუალებით პროგნოზის გაკეთება ძალიან ბევრი ადამიანისთვის არ არის უცხო. თუმცა, აუცილებელია, ისიც გვახსოვდეს, რომ პროგნოზები ყოველთვის დადებითი არაა…

ჩვენი ცხოვრება მოიცავს როგორც პოზიტიურ, ასევე, ნეგატიურ მოვლენებს. შესაბამისად, ძალიან მცირე შანსია, რომ სრულყოფილი სეანსის დროს მოხდეს მხოლოდ დადებითი პროგნოზის გაკეთება. თუმცა, უამრავ კლიენტს, ვინც სარგებლობს ტაროლოგის მომსახურებით, ხშირად ავიწყდება, რომ ტარო მხოლოდ სასიამოვნო ინფორმაციის მისაღებად არ გამოიყენება. მათ დიდ ნაწილს ხშირად არ ახსოვს, რომ კონსულტაციის შედეგად ყოველთვის იმ პასუხს ვერ მოისმენს, რომლის მოსმენაც თავად სურს. არკანებიდან კი ზოგჯერ იმდენად უხეში და უარყოფითი პასუხების ამოკითხვაა შესაძლებელი, რომ პრობლემებით ისედაც დათრგუნული კლიენტი კიდევ უფრო მეტად ითრგუნება. ამის გამო ზოგიერთს ტაროლოგის მიმართ პრეტენზიები უჩნდება, რადგან ფსიქოლოგიურად არ არის მზად ასეთი ინფორმაციის მისაღებად.

სინამდვილეში ყველაფერი არც ისე რთულადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საერთოდაც, ნეგატიურ პროგნოზებში არაფერია ტრაგიკული.

როდესაც პროგნოზი ნეგატიურია, გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ გაფრთხილებაა: არკანები გაფრთხილებენ იმის შესახებ, რაც დიდი ალბათობით მოხდება თქვენს ცხოვრებაში, თუკი მომავლის შესაცვლელად არაფერს მოიმოქმედებთ. მომავალი ცვალებადია და როგორი იქნება ეს ცვლილებები, თქვენზეა დამოკიდებული. არ მოგწონთ პროგნოზის შედეგი? მაშინ იზრუნეთ იმაზე, რომ არ მოხდეს ის, რაც ასე ძალიან გაშინებთ. ნეგატიური პროგნოზი არასდროს ყოფილა და არც იქნება განაჩენი, რომელსაც კლიენტი უნდა შეეგუოს. ყველაფერი თქვენს ხელთაა. საკუთარ მომავალს მხოლოდ თქვენ ქმნით თქვენივე აქტიურობით ან პასიურობით. ხოლო თუ გჭირდებათ რჩევა, როგორ აირიდოთ თავიდან მოსალოდნელი უარყოფითი მოვლენები, ტარო ამ შემთხვევაშიც ღირებულ რჩევას მოგცემთ.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული თავად ტაროლოგზეც. თუკი იგი კლიენტს უტაქტოდ და უხეშად მიაწვდის ნეგატიურ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, რომ ადამიანი დათრგუნოს. სწორედ ამიტომ საჭიროა, ტაროლოგმა ისწავლოს კლიენტთან მოქცევის კულტურა, გაითავისოს ე.წ. “ტაროლოგიური ეთიკა” და კონსულტაციის პროცესში აუხსნას ადამიანს, რომ ცვლილებების შეტანა ცხოვრების იმ სფეროში, რომლის შესახებაც ხდება პროგნოზის გაკეთება, ყოველთვის შესაძლებელია.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s