ყოველი წლის იანვარში, სანამ იმბოლკის დღესასწაული დადგება, ტარდება 19 დღიანი რიტუალი, რომელსაც “იმბოლკის 19 დღე” ეწოდება. ეს რიტუალი ადამიანს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები ისე დაამუშავოს, რომ თავის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

იმბოლკის 19 დღიდან ყოველი მათგანი დაკავშირებულია 1 კონკრეტულ თემასთან. 19 დღე მოიცავს შემდეგ 19 თემას:

იმისთვის, რომ 19 დღიანი რიტუალი ჩაატაროთ, თქვენგან საჭირო იქნება პირველ რიგში მორალური მზადყოფნა. შესაძლოა, რომელიმე დღის თემა შეეხოს თქვენთვის მტკივნეულ ან უსიამოვნო საკითხებს, მაგრამ თუ გსურთ თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა, თვალი გაუსწორეთ პრობლემებს.

ყოველი დღე თავად უნდა დაგეგმოთ კონკრეტული თემიდან გამომდინარე. საშუალება არ მისცეთ არავის, რომ თქვენს სურვილებზე და გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. როგორც თავად თვლით საჭიროდ, ისე უნდა ჩაიაროს თითოეულმა დღემ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

რიტუალის ჩატარების პროცესში დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ სანთლები – 19 ცალი. ყოველ ღამით უნდა აანთოთ 1 ცალი და ბოლომდე დაწვათ. სანთლის ზომას და ფორმას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, ყველა ერთნაირი უნდა იყოს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც ჩვეულებრივი თეთრი, ასევე ე.წ. Tea Light სანთლები.

სასურველია, თუ აწარმოებთ დღიურსაც. ყოველი დღის ბოლოს ჩაიწერეთ განვლილი დღის მოვლენები, სიზმრები, თქვენი აზრები, შთაბეჭდილებები, დასკვნები, აღმოჩენები და ა.შ.

თუკი თქვენი დაბადების დღე დაემთხვევა იმბოლკის 19 დღიდან რომელიმეს, ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.

გაითვალისწინეთ, რომ იმბოლკის დღეები ატარებს კარმულ ხასიათს. ის, რასაც ამ დღეებში გააკეთებთ, მოგიტანთ შესაბამის შედეგებს მთელი წლის განმავლობაში, ამიტომ აუცილებლად დააკვირდით, რას და როგორ აკეთებთ, რომ მომავალში გართულებები აირიდოთ თავიდან.

თუკი შეატყობთ, რომ გიჭირთ ყოველდღე სხვადასხვა დავალებების შესრულება, შეგიძლიათ, რიტუალი ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოთ. ამით არ მიიღებთ რაიმე სახის ნეგატივს სამყაროსგან.