იმბოლკის დღესასწაულისთვის არსებობს გაშლის მეთოდი, რომელიც კეთდება 19 არკანით. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, გააანალიზოთ თქვენი ცხოვრების ცალკეული დეტალები, მიიღოთ რჩევები და მოემზადოთ ახალი ცხოვრების დასაწყებად. გაშლის გაკეთება სასურველია უშუალოდ 1 თებერვლის ღამეს, იმბოლკის დღესასწაულზე.

  1. მზის დაბადება: რა იმპულსია საჭირო ამჟამად თქვენს ცხოვრებაში?
  2. ალი, რომელიც არასდროს ქრება: რა დაგეხმარებათ ამ პერიოდში, რაც პირადად თქვენშია?
  3. სითბოს მომცემი ცეცხლის შექმნა: რა უნდა შექმნათ თქვენში და თქვენს ცხოვრებაში ამ პერიოდში?
  4. ღმერთის დაბადება: რისი გამოღვიძების დრო მოვიდა თქვენს ცხოვრებაში? (იგულისხმება გარესამყარო)
  5. ახალი გაზაფხულის სიცოცხლე: რისი გამოღვიძების დრო მოვიდა თქვენს ცხოვრებაში? (იგულისხმება შინაგანი სამყარო)
  6. სისუფთავე: რა საჭიროებს განწმენდას თქვენს ცხოვრებაში?
  7. განახლება: რა საჭიროებს განახლებას თქვენს ცხოვრებაში?
  8. ბალანსი: როგორ უნდა მოიპოვოთ ბალანსი თქვენს ცხოვრებაში იმისთვის, რომ მოიპოვოთ ჰარმონია?
  9. ახალი სიცოცხლის სუნთქვა: რა შეიძლება შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში გარესამყაროდან ამ პერიოდში?
  10. კავშირი ჭეშმარიტებასთან: ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ ამ პერიოდში.
  11. პატარძალი: რჩევა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ამ პერიოდში.
  12. გზა: რჩევა კარიერასთან/სწავლასთან დაკავშირებით ამ პერიოდში.
  13. ხელოვნება: რჩევა შემოქმედებასთან და თვითრეალიზებასთან დაკავშირებით ამ პერიოდში.
  14. სიბრძნე: რჩევა უმაღლესი ძალებისგან, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.
  15. იმბოლკი: როგორ უნდა შეხვდეთ ამ პერიოდს და აღნიშნოთ ახალი ციკლის დაწყება?
  16. ძალა: რას შეუძლია მოგცეთ ძალა ამ პერიოდში?
  17. მიწა: რა წინააღმდეგობები შეიძლება შეგხვდეთ ამ პერიოდში?
  18. ბრიგიდი: რჩევა, თუ რით ანუგეშოთ თქვენი გული რთულ სიტუაციებში.
  19. მზის დაბადება: რა არის მოსალოდნელი ამ პერიოდში?

გაშლის შეკვეთა შეგიძლიათ “ტაროს სალონის” Facebook-ის გვერდის საშუალებით მხოლოდ იმბოლკის დღესასწაულზე.