ტაროს ენერგეტიკული დამუხტვა


როდესაც ყიდულობთ ან გჩუქნიან ტაროს დასტას, საჭიროა მისი დამუხტვა თქვენი ენერგიით. ამ დროს მფლობელსა და ტაროს თითოეულ არკანას შორის ხდება ძლიერი კავშირის დამყარება. შესაბამისად, დასტასთან მუშაობა მარტივდება და აღარ იქმნება ან უბრალოდ, მცირდება სხვადასხვა სახის პრობლემები. ამიტომ ტაროს დასტა, რომელიც ენერგოინფორმაციული თვალსაზრისით “სუფთაა” (ან გაწმენდილი), საჭიროებს სპეციალურ დამუხტვას.

არსებობს ტაროს ენერგეტიკული დამუხტვის სხვადასხვა მეთოდები. შეარჩიეთ სასურველი მათგანი და იხელმძღვანელეთ აღნიშნული რჩევებით.

მეთოდი #1

ყველაზე მარტივი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ და რომელიც არ ითვალისწინებს რაიმე რიტუალის ჩატარებას, არის დასტასთან ხშირი კონტაქტი. ათვალიერეთ არკანები, აჭერით, აურიეთ, გაშალეთ და სცადეთ ინფორმაციის “ამოკითხვა” თუნდაც იმ მინიმალური ცოდნით, რაც გაგაჩნიათ, ძილის წინ კი დასტა ლოგინთან ახლოს დაიდეთ. ასევე, დაუკვირდით თქვენს სიზმრებს. შესაძლებელია, მნიშვნელოვანი და უნიკალური ინფორმაცია მიიღოთ. როცა გაგიჩნდებათ სურვილი, მაშინ მოიქეცით ასე. თუ წახვალთ თქვენი სურვილის წინააღმდეგ, შესაძლებელია, დროთა განმავლობაში იგრძნოთ გადაღლა, თავის ტკივილი, სისუსტე ან საერთოდ მოგბეზრდეთ ტარო. გარდა ამისა, თუ მაშინ ეხებით არკანებს, როცა ამის სურვილი არ გაქვთ, დასტას ნეგატიური ენერგიით მუხტავთ, რაც მომავალში ტაროს გაშლის დროს სხვადასხვა პრობლემებს შეგიქმნით.

მეთოდი #2

მთვარის აღმავალ ფაზაში დასტაზე განათავსეთ გამჭვირვალე კვარცის ნატეხი და მთელი ღამით დატოვეთ.

მეთოდი #3

სავსე მთვარის ღამეს დასტა დადეთ ფანჯრის რაფაზე და დატოვეთ მთელი ღამის მანძილზე.

მეთოდი #4

მთვარის აღმავალი ფაზის პერიოდში მაგიდაზე დააწყვეთ ტაროს დასტა და სტიქიების აღმნიშვნელი ატრიბუტები:

  • მიწა – მარილი ან მიწა
  • ცეცხლი – სანთელი
  • ჰაერი – საკმეველი, სურნელოვანი ჩხირი ან ბუმბული
  • წყალი – წყალი ან ღვინო

ატრიბუტიკა განათავსეთ შემდეგი მიმართულებებით: მიწის ატრიბუტი სამხრეთით, ცეცხლის ატრიბუტი აღმოსავლეთით, ჰაერის ატრიბუტი ჩრდილოეთით, წყლის ატრიბუტი დასავლეთით, ხოლო მათ ცენტრში დადეთ ტაროს დასტა. აანთეთ სანთელი, დაწვით საკმეველი ან სურნელოვანი ჩხირი და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ სანთელს, რომ ბოლომდე ჩაიწვას.

მეთოდი #5

თუ გაქვთ სურვილი, რომ დასტას სპეციალური რიტუალიც ჩაუტაროთ, ეს მეთოდი გამოგადგებათ.

რიტუალისთვის საჭიროა:

  • ტაროს დასტა
  • 1 იისფერი სანთელი (აუცილებლად სურნელის გარეშე)
  • მარილი
  • წყალი
  • საკმეველი

მაგიდაზე ან საკურთხეველზე დაალაგეთ ატრიბუტები შემდეგი თანმიმდევრობით: საკმეველი ჩრდილოეთით, მარილი სამხრეთით, სანთელი აღმოსავლეთით, წყალი დასავლეთით, ცენტრში კი – ტაროს დასტა. ჩააბნელეთ ოთახი, აანთეთ სანთელი და საკმეველი. დახუჭეთ თვალები და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. აიღეთ ტაროს დასტა და გაატარეთ საკმევლის კვამლში, თან თქვით:

”მე შენ გჩუქნი ჰაერის ძალას. მიიღე ჩემგან!”

შემდეგ სწრაფად გადაატარეთ დასტა ცეცხლზე და თქვით:

”მე შენ გჩუქნი ცეცხლის ძალას. მიიღე ჩემგან!”

დადეთ დასტა ცენტრში, თითები დაისველეთ წყალში და აპკურეთ დასტის გარშემო, თან თქვით:

”მე შენ გჩუქნი წყლის ძალას. მიიღე ჩემგან!”

აიღეთ მწიკვი მარილი, დააყარეთ დასტას და თქვით:

”მე შენ გჩუქნი მიწის ძალას. მიიღე ჩემგან!”

სულ ბოლოს აიღეთ დასტა, ასწიეთ ხელებით მაღლა და თქვით:

”მოგმართავ შენ – მაჩუქე ცოდნა, რომ შევძლო შენი საიდუმლოს ამოხსნა!”

დადეთ დასტა, 15 წთ-ის მანძილზე ათვალიერეთ ბანქოები და სცადეთ მათი განმარტებების გაგება სურათების მიხედვით. შემდეგ დატოვეთ დასტა მაგიდაზე და დაელოდეთ სანთელს, რომ ბოლომდე ჩაიწვას.

გარდა ზემოთ მოცემული მეთოდებისა, შეგიძლიათ, თავადაც მოიფიქროთ რაიმე მსგავსი. ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება თქვენი დასტისთვის.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s