დღესდღეობით ტაროს დასტების უამრავი სახეობება არსებობს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ვიზუალურად, ასევე, ატარებენ სხვადასხვა სიმბოლურ და აზრობრივ დატვირთვას. დასტების ასეთი მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, ტაროთი დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანის გემოვნება დაკმაყოფილებული იქნას. თუმცა, დამწყებებს ხშირად უჭირთ დასტის არჩევა და არ იციან, რომელი შეიძინონ პირველ რიგში.
არსებობს 2 ძირითადი მიდგომა, რაც საშუალებას მოგცემთ, მაქსიმალურად ზუსტად და რაც მთავარია, მარტივად განსაზღვროთ, არჩევანი ტაროს რომელ დასტაზე უნდა შეაჩეროთ. ასეთი მიდგომების არსი მდგომარეობს შემდეგში:
- თუ გჭირდებათ ტაროლოგიის საფუძვლიანი შესწავლა, არჩევანი შეაჩერეთ კლასიკურ დასტაზე (იდეალურია “რაიდერ-უეითის ტარო”)
- თუ ტაროს დასტა გჭირდებათ რაიმე კონკრეტული მიზნით (მაგალითად, მხოლოდ მკითხაობა, მხოლოდ მედიტაცია, მხოლოდ რიტუალები და ა.შ.), მაგრამ არ აპირებთ ტაროლოგიის შესწავლას, მიენდეთ თქვენს გემოვნებას და არჩევანი შეაჩერეთ სწორედ იმ დასტაზე, რომელიც ვიზუალურად მოგწონთ, გიზიდავთ და თქვენში სასიამოვნო ემოციებს იწვევს
სწორედ ამ მიზნით დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა:
“ამ ეტაპზე რისთვის მჭირდება ტაროს დასტა?”
მიღებული პასუხით ადვილად შეძლებთ მიხვდებით, თუ რომელი დასტა უნდა შეიძინოთ თავდაპირველად.
გაითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც: ტაროლოგიის საფუძვლიანად შესწავლა თითქმის შეუძლებელია კლასიკური დასტის გარეშე. ამიტომ თუ სერიოზული მიზნები გამოძრავებთ, მოგიწევთ 1 კლასიკური დასტის შეძენა მაშინაც კი, თუ ასეთი დასტები არ გხიბლავთ. ამ შემთხვევაში შეიძინეთ 2 დასტა – 1 თქვენი გემოვნებით (რომელთანაც ძირითად პრაქტიკულ სამუშაოებს ჩაატარებთ) და 1 კლასიკური (რომელიც თეორიის ათვისებაში დაგეხმარებათ).